დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.04.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №170
სარეგისტრაციო კოდი 040110050.10.003.023381
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტურიზმის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სარგებლობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №170
2022 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება“.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის №173 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება“ (შემდგომში − დებულება) შემუშავებულია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (ასეთი ქონების არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით (შემდგომში − ტურისტული მომსახურება) სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების პროცედურებს.
2. დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით.
3. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ტურისტული მომსახურების აუქციონის ფორმით გადაცემის მიზანია, ტურისტული მომსახურება გადაეცეს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურებით განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვიდან (ბრუნვა − სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე), ხარჯების გამოკლების გარეშე) ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით, ტურისტული მომსახურება გადაეცემა აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს ყოველწლიური ბრუნვიდან ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს.
4. ტურისტული მომსახურების აუქციონის ფორმით გადაცემა შეიძლება, განხორციელდეს ვადით და სასყიდლით. ტურისტული მომსახურების გადაცემის საფასური განისაზღვრება ამ დებულებით.
5. ტურისტული მომსახურების მიმღები შეიძლება, იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.
6. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
7. სააგენტო ტურისტული მომსახურების გადაცემის შესახებ ინფორმაციას 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
8. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, აუქციონის გარეშე ტურისტული მომსახურების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
9. ტურისტული მომსახურების გადაცემა ხდება ამ დებულების შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, როცა ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო ქონებას არ გააჩნია დაცული ტერიტორიის სტატუსი, მაგრამ იგი სარგებლობაში აქვს გადაცემული სააგენტოს.
10. ტურისტული მომსახურების გადაცემისას ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (ასეთი ქონების არსებობის შემთხვევაში) სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება იჯარის ფორმით.
მუხლი 2🔗. ტურისტული მომსახურების გადაცემისას საფასურის განსაზღვრის წესი
1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ტურისტული მომსახურების გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს ყოველწლიური ბრუნვის 5%-ს. ამასთან, ტურისტული მომსახურების მიმღები ვალდებულია, ამ ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად ასევე დამატებით გადაიხადოს გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების (დღგ-ის გარეშე) არანაკლებ 1.5%. გადაცემული ქონების ღირებულებას (დღგ-ის გარეშე) ადგენს დამოუკიდებელი აუდიტორი (ექსპერტი).
2. ამ დებულების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ტურისტული მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ქონების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაცემისთვის გადასახდელ საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამასთან, ტურისტული მომსახურების მიმღები ვალდებულია, ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემის შემთხვევაში (ასეთის არსებობისას), ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად, ასევე ყოველწლიურად დამატებით გადაიხადოს გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების (დღგ-ის გარეშე) არანაკლებ 1.5%. გადაცემული ქონების ღირებულებას (დღგ-ის გარეშე) ადგენს დამოუკიდებელი აუდიტორი (ექსპერტი).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ტურისტული მომსახურება გასცეს უსასყიდლოდ.
მუხლი 3🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონი იმართება ელექტრონული ფორმით.
2. სააგენტო უფლებამოსილია, აუქციონი ჩაატაროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.
3. სააგენტო აუქციონის გამოცხადების თარიღამდე არანაკლებ 10 (ათი) და არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს ტურისტული მომსახურების გაცემის შესახებ აუქციონის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას ვებგვერდებზე: www.eauction.ge და www.apa.gov.ge.
4. სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს:
ა) შეცვალოს აუქციონის პირობები;
ბ) შეწყვიტოს აუქციონი.
5. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ვებგვერდებზე.
6. თუ სააგენტომ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ტურისტული მომსახურების გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
7. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, წერილობითი მოთხოვნის სააგენტოს მიერ მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
8. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
9. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ტურისტული მომსახურების გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) გადასაცემი ტურისტული მომსახურების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი;
დ) ტურისტული მომსახურების გადაცემის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსაზღვრული, ელექტრონული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (შემდგომში – უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია)/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც არ აღემატება 5000 ლარს. ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს ემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულების 0.2%;
ე) ტურისტული მომსახურების გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ბიჯის სიდიდეს, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტო;
ზ) სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ტურისტული მომსახურების გადაცემის ვადას, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტო;
ი) ყველა სხვა ინფორმაციასა და პირობას, რომელსაც გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
10. ტურისტული მომსახურების მიღების მსურველ პირს უფლება აქვს, მიიღოს ტურისტული მომსახურების შესახებ სააგენტოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
11. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს გადასაცემი ტურისტული მომსახურების სპეციფიკას.
მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონი ტარდება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება;
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადი ნომრით;
დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით ან შესაბამისი ქვეყნის იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კოდით;
ე) ინტერნეტბანკინგის საშუალებით ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს გადახდა.
3. თუ აუქციონში მონაწილე აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ბე უკან უბრუნდება.
4. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:
ა) აუქციონში მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა ტურისტული მომსახურების გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
5. პირს შეიძლება უარი ეთქვას ინტერნეტაუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, ამ დებულების შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ტურისტული მომსახურების მიმღებ პირად;
ბ) დარღვეულია ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 5🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. პირი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.
3. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.
4. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე აუქციონში მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. აუქციონში გამარჯვებულად დასახელდება აუქციონში მონაწილე, რომელიც ონლაინრეჟიმში დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
5. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა, მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
6. აუქციონში გამარჯვებულსა და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
მუხლი 6🔗. ხელშეკრულების გაფორმების წესი
1. ელექტრონული გზით აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მხარეთა (სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება ტურისტული მომსახურების გადაცემის შესახებ.
2. ტურისტული მომსახურების აუქციონის ფორმით გადაცემის შემთხვევაში, გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის ოდენობაში.
3. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ტურისტული მომსახურების დასახელება;
ბ) ინფორმაცია ტურისტული მომსახურების გადამცემისა და მიმღები სუბიექტის შესახებ;
გ) ტურისტული მომსახურების გადამცემის დადგენილი საფასურის რაოდენობა;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები;
ე) აუქციონის ტურისტული მომსახურების გადაცემის პირობები და ვადები;
ვ) სხვა მონაცემები, გამოცხადებული აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4. გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. გამარჯვებულ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე ან ვერ უზრუნველყოფს აღებული ვალდებულებების შესრულებას, 1 (ერთი) წლის განმავლობაში ეკრძალება დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების მიღება აუქციონის ფორმით ან ამავე დებულების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით.
6. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს ტურისტული მომსახურების მიმღები.
მუხლი 7🔗. ტურისტული მომსახურების მიმღების პასუხისმგებლობა
1. ტურისტული მომსახურების მიმღები პირი ვალდებულია, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და აუქციონის ფორმით ტურისტული მომსახურების გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მას ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების თაობაზე.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია, ტურისტული მომსახურების გადაცემიდან გამომდინარე უფლებები დაარეგისტრიროს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ტურისტული მომსახურების მიმღებს არ აქვს უფლება, ტურისტული მომსახურების უფლება გადასცეს მესამე პირებს.
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, ტურისტული მომსახურების მიმღები იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, შემდეგი წესით:
ა) ტურისტული მომსახურების გადაცემის საფასურით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში − მისი 0,1 პროცენტი, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებათა (ასეთის არსებობისას) შეუსრულებლობის შემთხვევაში − დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 პროცენტი, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ტურისტული მომსახურების მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
მუხლი 8🔗. ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.