საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.08.2002
ძალის დაკარგვა 22.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №722
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.467
გამოქვეყნების წყარო სსმ, 86, 29/08/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 1.0in 27.0pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.020.010.11.106.005.467
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №722
2002 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების დებულება
თავი I. ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების (ტექსტში შემდგომ – სპეციალური განყოფილება) დანიშულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.
მუხლი 2🔗
სპეციალური განყოფილება წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის დანიშნულებაა სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სპეციალური ნაწილების საქმიანობის, მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოებისა და აღრიცხვის კონტროლი.
მუხლი 3🔗
სპეციალური განყოფილება თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
თავი II. განყოფილების ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 4🔗
1. განყოფილების ამოცანებს განეკუთვნება:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სპეციალური ნაწილების საქმიანობას, მსჯავრდებულთა პირად საქმისწარმოების და აღრიცხვის ხელმძღვანელობა და კონტროლი.
ბ) მსჯავრდებულთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განაწილების, ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის ორგანიზება;
გ) მსჯავრდებულთა მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებაზე წარდგენის კანონიერების კონტროლი;
დ) მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მასალების დროულად და ხარისხიანად მომზადებასა და გაგზავნის ღონისძიებების ორგანიზება;
ე) მსჯავრდებულთა გათავისუფლებას, შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულების ორგანიზება;
ვ) გათავისუფლებული მსჯავრდებულების პირადი საქმის დამუშავება და სათანადო შენახვის უზრუნველყოფა;
ზ) მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრის წარმოება და მონაცემების ერთიანი კომპიუტერიზებული საიფორმაციო ბანკის შექმნა;
თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
2. განყოფილების ფუნქციებს განეკუთვნება:
განახორციელოს ზედამხედველობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებების სპეციალური ნაწილების საქმიანობაზე, კერძოდ:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სპეციალური ნაწილების საქმიანობის განზოგადების მიზნით 6 თვეში ერთხელ მოისმენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;
ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით ამოწმებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობას, რის შესახებაც მოახსენებს თავმჯდომარეს;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სპეციალური ნაწილებიდან იღებს ყოველთვიურ ანგარიშს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მსჯავრდებულთა ექსტრადიციის ღონისძიებებში;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოქალაქეთა მიღებას და მათთვის განმარტების მიცემას;
ვ) იხილავს მოქალაქეთა საჩივარ განცხადებებს და ამზადებს მათზე გადაწყვეტილებებს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დეპარტამენტის მოხსენებებსა და ანგარიშს.
თავი III. განყოფილების მართვა
მუხლი 5🔗
განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
მუხლი 6🔗
განყოფილების უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
მუხლი 7🔗
განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილების ინსპექტორებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) კონტროლს უწევს განყოფილების ინსპექტორების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
ვ) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და განყოფილების სახელით იძლევა დასკვნებს;
ზ) წარუდგენს ხელმძღვანელობას წინადადებებს განყოფილების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, განყოფილების ინსპექტორების პრემიების, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფასა და საშტატო ერთეულის დაშვების თაობაზე, რომელიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს განყოფილების ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) ასრულებს მინისტრის ან დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა ამოცანებს;
თავი IV. განყოფილების მოსამსახურეები
მუხლი 8🔗
განყოფილების მოსამსახურეებია:
ა) უფროსი ინსპექტორი
ბ) ინსპექტორი.
მუხლი 9🔗
განყოფილების მსამსახურეებს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 10🔗
განყოფილების მოხელეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების უფროსის წინაშე.
თავი IV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11🔗
წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანები საფუძველზე.