საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.08.2002
ძალის დაკარგვა 22.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №724
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.469
გამოქვეყნების წყარო სსმ, 86, 29/08/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:18.75pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:18.75pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.020.010.11.106.005.469
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №724
2002 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.
მუხლი 2🔗.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილება (ტექსტში შემდგომ – იურიდიული განყოფილება) წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის დანიშნულებაა დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗.
იურიდიული განყოფილება თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
თავი II. განყოფილების ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 4🔗.
1. განყოფილების ამოცანებს განეკუთვნება:
ა) საკანონმდებლო ხასიათის მქონე ნორმატიული აქტების პროექტთა მომზადება და წინადადებების შემუშავება სასჯელაღსრულების სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოთა პენიტენციური სისტემის კანონმდებლობის შესწავლა, ანალიზი და დანერგვა ეროვნულ კანონმდებლობაში;
გ) სასჯელაღსრულების სფეროსთან დაკავშირებული დებულებებისა და ბრძანების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის განსახილველად წარდგენა.
2. განყოფილების ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინსტრუქციების, დებულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა და აღნიშნული ინსტრუქციების და დებულებების პროექტებში სამართლებრივი ხასიათის შენიშვნების, ცვლილებებისა და კორექტივების შეტანა;
ბ) სასჯელარსრულების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა სასამართლო პროცესებზე;
გ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებთან კავშირებისა და ურთიერთობების კოორდინაცია, სასჯელაღსრულების სისტემის პირადი შემადგენლობის იურიდიული კონსულტაციებით უზრუნველყოფა;
დ) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ვიზირება;
ე) დადგენილი წესით კომპეტენციის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულების ყველა სამსახურიდან იმ მონაცემების გამოთხოვა, რაც დაკავშირებულია განყოფილების საქმიანობასთან;
ვ) სასჯელაღსარულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი III. განყოფილების მართვა
მუხლი 5🔗.
განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 6🔗.
განყოფილების უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
მუხლი 7🔗.
განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) მონაწილეობს განყოფილების მოხელეთა კანიდატურების შერჩევაში;
გ) აკონტროლებს განყოფილების მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას;
დ) აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
ე) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შეიმუშავებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას;
თ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს (შემდგომ-მოსამსახურეები) შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს;
ი) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით, კურატორი თავმჯდომარის მოადგილისა და თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
კ) განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უფროსი ინსპექტორი.
თავი IV. განყოფილების მოსამსახურეები
მუხლი 8🔗.
1. განყოფილების მოსამსახურეებია:
ა) უფროსი ინსპექტორი;
ბ) ინსპექტორი.
2. განყოფილების მოსამსახურეებს დაპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 9🔗.
განყოფილების მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების უფროსის წინაშე.
მუხლი 10🔗.
განყოფილების მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ განყოფილების უფროსის დავალებებს ფუნქციონალური მოვალეობების მიხედვით;
ბ) უწევენ სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციებს დეპარტამენტის და დაწესებულებების თანამშრომლებს, ღებულებენ მათთან ერთად მონაწილეობას დებულებების და ინსტრუქციების შემუშავებაში;
გ) უზრუნველყოფენ დეპარტამენტის სამართლებრივ საქმიანობას სასამართლო პროცესებზე.
თავი VI. დასკვნთი დებულებანი
მუხლი 11🔗.
წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 12🔗.
იურიდიული განყოფილების რეორგანიზაცია და/ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.