საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.08.2002
ძალის დაკარგვა 22.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №725
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.470
გამოქვეყნების წყარო სსმ, 86, 29/08/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPKolheti;} @font-face {font-family:SPKolhetiMT;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:11.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.cigni-evrop, li.cigni-evrop, div.cigni-evrop {mso-style-name:cigni-evrop; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPKolheti","serif";} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva {mso-style-name:kitxva; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPKolheti","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.statiissatauri, li.statiissatauri, div.statiissatauri {mso-style-name:"statiis satauri"; margin-top:30.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"SPKolhetiMT","serif";} p.xelmocera, li.xelmocera, div.xelmocera {mso-style-name:xelmocera; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPKolheti","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:3.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:10.0pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin-top:30.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.470
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №725
2002 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნოს თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნოს დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნო (ტექსტში შემდგომ – სამდივნო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. სამდივნო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განკარგულებითი დოკუმენტებით, საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ – სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
3. სამდივნოს აქვს მრგვალი ბეჭედი და შტამპი.
თავი II. სამდივნოს მიზნები და ამოცანები
4. სამდივნოს ძირითადი მიზანია დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, დოკუმენტების ხარისხის ამაღლება. თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით დოკუმენტური ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა.
5. აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დადგენით დამკვიდრდეს მოთხოვნები დეპარტამენტში მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტებისა და ყველა დოკუმენტზე მუშაობის ორგანიზაციისადმი.
6. სამდივნოს ამოცანებია:
ა) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა;
ბ) საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად დოკუმენტირების, დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზაციის, კონტროლისა და დოკუმენტების სამინისტროსა და დეპარტამენტის არქივებში გადასაცემად მომზადების უზრუნველყოფა;
გ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა.
თავი III. სამდივნოს ფუნქციები
7. სამდივნო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება;
ბ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;
გ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების კონტროლის რეგულირება;
დ) დეპარტამენტის საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება;
ე) სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის კონტროლის ორგანიზაცია;
ვ) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა, საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება;
ზ) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების ფორმირებისა და გაფორმების სისწორის კონტროლის განხორციელება;
თ) დეპარტამენტში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზაცია;
ი) "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული "სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის შესახებ" ბრძანებულების შესაბამისად საიდუმლო და სრულიად საიდუმლო გრიფით შემოსული კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმის ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
კ) დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ლ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების აღრიცხვის, შენახვის და კონტროლის ორგანიზება.
თავი IV. სამდივნოს უფლებები და პასუხისმგებლობა
8. სამდივნოს უფლება აქვს:
ა) აწარმოოს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტაციის რეგისტრაცია; აკონტროლოს და მოსთხოვოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს დეპარტამენტში დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვა;
ბ) გამოითხოვოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დეპარტამენტის შემადგენლობის სტრუქტურული ერთეულებისაგან საქმისწარმოების შესახებ საჭირო ცნობები;
გ) შეამოწმოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოების ორგანიზაცია და შედეგები შეატყობინოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობას შესაბამისი ზომების მისაღებად;
დ) შემსრულებლებს დაუბრუნოს არასწორად მომზადებული დოკუმენტები საბოლოო დამუშავებისათვის;
ე) სამდივნოს კომპეტენციის ფარგლებში ხელი მოაწეროს და ვიზა მისცეს დოკუმენტებს;
ვ) შეიმუშაოს საქმისწარმოების ინსტრუქციები სამდივნოს თითოეული მუშაკისათვის;
ზ) ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების მიერ დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები ადმინისტრაციული ზომების მისაღებად;
თ) მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ეხება დოკუმენტებზე მუშაობის მდგომარეობას, მათზე მუშაობისას ფორმebisa და მეთოდების სრულყოფას.
თავი V. სამდივნოს უფროსი
9. საქმისწარმოებას ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
10. სამდივნოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
11. სამდივნოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე:
12. სამდივნოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამდივნოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს სამდივნოს მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგენს წინადადებებს საქმისწარმოების სამსახურის მუშაკთა დანიშვნის, გადაყვანის, დათხოვნის, წახალისებისა და სასჯელის დადების შესახებ.
ე) აბარებს სამდივნოს მუშაობის ანგარიშს;
ვ) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს სამდივნოს სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მუშაკების წახალისებისა და მათზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამდივნოს ამოცანების შესასრულებლად;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
13. სამდივნოს უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ახორციელებს სამდივნოს თანამშრომელი დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
თავი VI. სამდივნოს მოსამსახურეები
14. სამდივნოს მოსამსახურეებია:
ა) რეფერენტი;
ბ) უმცროსი ინსპექტორი;
გ) არქივარიუსი;
დ) მემანქანე;
15. სამდივნოს მოსამსახურეები თავის საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VII. დასკვნითი დებულებანი
სამდივნოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.