⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2011)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2002
ძალის დაკარგვა 22.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №726
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.471
გამოქვეყნების წყარო სსმ, 86, 30/06/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,014 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2002 მიღება
22.02.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.020.010.11.106.005.471 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №726 2002 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. რ. გილიგაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების (ტექსტში შემდგომ – კადრების განყოფილება) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.     მუხლი 2🔗 კადრების განყოფილება წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის დანიშნულებაა დეპარტამენტში საკადრო პოლიტიკის გატარება, მისი რეალიზაციის ეფექტური ფორმებისა და მეთოდების განსაზღვრა.     მუხლი 3🔗 კადრების განყოფილება თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებით, „სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. თავი II. განყოფილების ფუნქციები     მუხლი 4🔗 განყოფილების ფუნქციებს განეკუთვნება: ა) ნომენკლატურის ფარგლებში თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა და მომზადება; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობის გაანალიზება, რეკომენდაციების შემუშავება, ზომების მიღება დარღვევებისა და ხარვეზების გამოვლინების თავიდან აცილებისათვის; გ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების (ნომენკლატურის ფარგლებში) წარმოება და საკადრო-სტატისტიკური აღრიცხვიანობა; დ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის მოწმობების გამოსაყოფად მასალების წარდგენა სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტში; ე) საკადრო საკითხებთან დაკავშირებული წერილებისა და განცხადებების განხილვა; ვ) ნომენკლატურის ფარგლებში მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მასალების მომზადება; ზ) საკადრო ანგარიშების მომზადება სამინისტროში წარსადგენად; თ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ინსპექტირების სისტემატური განხორციელება; ი) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საკადრო ქვედანაყოფების საქმიანობაზე კონტროლის გაწევა; ლ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება. თავი III. განყოფილების მართვა.     მუხლი 5🔗 განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამ,ენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 6🔗 განყოფილების უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.     მუხლი 7🔗 განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურის საერთო საქმიანობაზე, მოსამსახურეთა შორის ანაწილებს ფუნქციონალურ უფლება-მოვალეობას; გ) ნომენკლატურის ფარგლებში ამუშავებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და მასში შემავალი დაწესებულებების საკადრო ხასიათის ბრძანებებს და წარუდგენს ხელმძღვანელობას განსახილველად და სამინისტროში წარსადგენად;  დ) ადგენს განყოფილების პერსპექტიულ და მიმდინარე სამუშაო გეგმებს; ე) ამზადებს: – დირექტიულ წერილებს დაქვემდებარებული დაწესებულებებისათვის, სახელმძღვანელო ნორმატიული აქტების და ზემდგომი ორგანოების მითითებების საფუძველზე და საკადრო სამუშაოების შესრულების თაობაზე; – მოსამსახურეთა დანიშვნა-გადაადგილების, გათავისუფლების, დათხოვნის, დასჯა-წახალისების ბრძანებებს ნომენკლატურის ფარგლებში; – საკადრო ანგარიშებს სამინისტროსთვის წარსადგენად; ვ) აკონტროლებს: – თანამშრომელთა მიერ შედგენილ ახლად მისაღებ კანდიდატთა და გადასაადგილებელ პირთა პირად საქმეებს; – პირველადი და მორიგი წოდებების მინიჭებისათვის ინსპექტორთა მიერ წარმოდგენილ წარდგინებებს, დაწესებულებებიდან წარმოდგენილ მასალებთან ერთად, განიხილავს დეპარტამენტის ხელმძღვანელთან დაწესებულებებიდან წარმოდგენილ თანამშრომელთა სამსახურებრივ დახასიათებას წახალისების მიზნით ვადაზე ადრე წოდების მისანიჭებლად; – სასჯელაღსრულების ორგანოებიდან დასათხოვნ მოსამსახურეთა საპენსიო გაანგარიშებებს და წარუდგენს უშუალოდ უფროსს; – შემოსული წერილების და განცხადებების შესრულების ვადებს, საშტატო ერთეულების დაკომპლექტების მდგომარეობას; – დაწესებულებების საკადრო სამსახურების მუშაობას; ზ) დაწესებულებებიდან შემოსულ შუამდგომლობებს კანდიდატთა დანიშვნის, გადაადგილების და გათავისუფლების შესახებ ათანხმებს დეპარტამენტის შესაბამის სამსახურის უფროსებთან; თ) ზედამხედველობას უწევს სამსახურის საშემსრულებლო დისციპლინას და არეგულირებს სამუშაოს შესრულების ორგანიზაციულ საკითხებს; ი) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 8🔗 განყოფილების უფროსის არყოფნის დროს განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსის მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 9🔗 განყოფილების უფროსის მოადგილე: ა) პასუხს აგებს განყოფილების საერთო საქმიანობაზე; ბ) განყოფილების უფროსის არ ყოფნის დროს ეკისრება მისი უფლება-მოვალეობის შესრულება; გ) ამუშავებს დეპარტამენტის და მასში შემავალი დაწესებულებების საკადრო ხასიათის ბრძანებების პროექტებს და წარუდგენს განყოფილების უფროსს განსახილველად; დ) ამზადებს მოსამსახურეთ, დანიშვნა-გადაადგილების, გათავისუფლებისა და დათხოვნის ბრძანებების პროექტებს; ე) აწარმოებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცენატრალური აპარატისა და საკურატორო ზონების მიხედვით საშტატო განლაგების ჟურნალებს; ვ) აწარმოებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში მისაღები კანდიდატების პირად საქმეებს და შუამდგომლობის საფუძველზე აგზავნის იუსტიციის სამინისტროში; ზ) არეგულირებს სამუშაოს შესრულების ორგანიზაციულ საკითხებს, რაც ითვალისწინებს საკადრო სტატისტიკურ აღრიცხვიანობას; თ) ადგენს სასჯელაღსრულების ორგანოებიდან დასათხოვნ მოსამსახურეთა საპენსიო გაანგარიშებას, წელთა ნამსახურობის, ავადმყოფობის და სხვათა მიზეზების მიხედვით და წარუდგენს განყოფილების უფროსს; ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. თავი IV. განყოფილების მოსამსახურეებია     მუხლი 10🔗. განყოფილების მოსამსახურეებია: ა) უფროსი ინსპექტორი; ბ) ინსპექტორი; გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის ინსპექტორი; დ) ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი; გ) ტექნიკური ინსპექტორი.     მუხლი 11🔗 განყოფილების მოსამსახურეებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 12🔗 განყოფილების მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებული არიან განყოფილების უფროსისა და განყოფილების უფროსის მოადგილის წინაშე. თავი V. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 13🔗 წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.