⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2011)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2002
ძალის დაკარგვა 22.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №727
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.472
გამოქვეყნების წყარო სსმ, 86, 29/08/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,562 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2002 მიღება
22.02.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 81.0pt 1.0in 76.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.472 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №727 2002 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რ. გილიგაშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დანიშნულებას, ამოცანებსა და უფლებამოსილებას, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.     მუხლი 2🔗 სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის დანიშნულებაა სასჯელაღსრულების ორგანოებში მომხდარი სამართალდარღვევებისა და საგანგებო შემთხვევების ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევისა და შემოწმების ჩატარება.     მუხლი 3🔗 ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. დაუშვებელია მის საქმიანობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა.     მუხლი 4🔗 ინსპექცია თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. თავი II. ინსპექციის ამოცანები და უფლებამოსილება     მუხლი 5🔗 ინსპექციის ძირითადი ამოცანებია: 1. საჯელაღსრულების ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურეობრივი კონტროლი, მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანალიზი, სასჯელაღსრულების ორგანოების თანამშრომელთა მიერ კონსტიტუციური უფლებების, კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებზე შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შესწავლა-შემოწმება. 2. სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა მიერ საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის მიზნით, საჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმებების უზრუნველყოფა. 3. სასჯელაღსრულების ორგანოებში საბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი; 4. კომპეტენციის ფარგლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში შენობა-ნაგებობების, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების დაცვის მდგომარეობის, სასჯელაღსრულების სისიტემის მოხელეთა მიერ ტექნიკური და სხვა მატერიალური ფასეულობების ჯეროვანი გამოყენების მდგომარეობის კონტროლი. 5. კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და მათი შემდგომში განმეორების თავიდან აცილების მიზნით, სამსახურებრივი მოკვლევის პროცესში მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის ანალიზი და განზოგადება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; 6. იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა, მათთან თანამშრომლობისა და ურთიერთკოორდინაციის ღონისძიებათა განხორციელება. 7. სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.     მუხლი 6🔗 ინსპექცია უფლებამოსილია: 1. სასჯელაღსრულების დეპარტმენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ჩაატაროს დისციპლინური/სამსაურეობრივი მოკვლევა სასჯელაღსრულების ორგანოების თანამშრომელთა მიერ კონსტიტუციური უფლებების, კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტებზე მოქალაქეთა და სასჯელაღსრულების სისიტემის თანამშრომელთა საჩივრების შესწავლა-შემოწმებისა და სხვა სახის ჩატარებული შემოწმებების შედეგად გამოვლენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე. 2. მოთხოვნისთანავე მიიღოს სასჯელაღსრულების სისტემის სფეროში მყოფი დაწესებულებებიდან ნებისმიერი თანამშრომლისა და თანამდებობის პირისაგან შემოწმების, სამსახურებრივი მოკვლევისათვის საჭირო დოკუმენტი ან ინფორმაცია; 3. გამოიძახოს სასჯელაღსრულების სისიტემის ნებისმიერი თანამშრომელი, თანამდებობის პირი, მიიღოს ახსნა-განმარტება, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ შესწავლას. 4. სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებისას, დაუბრკოლებლად შევიდეს სასჯელაღსრულების სისტემის ყველა ქვედანაყოფსა და დაწესებულებაში. 5. მოითხოვოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სასჯელაღსრულების სისტემის სხვა სამსახურების, ქყედანაყოფების მოსამსახურეთა ან მოწვეულ სპეციალისტთა მონაწილეობა, აგრეთვე კონსულტაციების მიღება შემოწმებისა და სამსახურებრივი მოკვლევის პროცესში. 6. ითანამშრომლოს სამართლდამცავ ორგანოებთან სასჯელაღსრულების სისტემის მუშაკთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენის მიზნით. 7. სამსახურებრივი მოკვლევის ან შემოწმების შედეგების მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე დააყენოს საკითხი გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ – სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით; 8. თავისი ფუნქციების განხორციელებისას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან. 9. შეიმუშაოს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგინოს წინადადებები შემოწმების შედეგად გამოვლენილი მდგომარეობის გამოსწორების შესახებ.     მუხლი 7🔗 ინსპექცია ვალდებულია: ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით ჩაატაროს სასჯელაღსრულების სისტემის ქვედანაყოფთა და დაწესებულებათა სამსახურებრივი შემოწმება, მათი საფინანსო საქმიანობის კონტროლი; ბ) დადგენილი წესით შეაფასოს სასჯელაღსრულების სისტემის მოამსახურეთა საქმიანობა. შეადგინოს მოხსენებითი ბარათი ან დასკვნა ჩატარებული შემოწმებებისა და სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ.     თავი IV. ინსპექციის საქმიანობის სხვა საკითხები     მუხლი 8🔗 1. ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის ან შემოწმების მასალები ინახება ინსპექციაში. 2. ინსპექციაში შემოსული შეტყობინებებისა და ცნობების აღრიცხვას უზრუნველყოფს ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელია აგრეთვე ინსპექციაში არსებული მასალებისა და დოკუმენტების შენახვაზე; 3. ინსპექციის თანამშრომელი არ მონაწილეობს ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, თუ სამსახურებრივი მოკვლევის ან შემოწმების ობიექტი არის მასთან ნათესაურ დამოკიდებულებაში მყოფი პირი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ თანამშრომლის დაინტერესებაში სამსახურებრივი მოკვლევის შედეგებისადმი; 4. ინსპექციის თანამშრომლის აცილების საკითხს წყვეტს ინსპექციის უფროსი, ხოლო ამ უკანასკნელის აცილების საკითხს – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.     თავი V. ინსპექციის მოსამსახურეები     მუხლი 9🔗 ინსპექციის მოსამსახურეებია: ა) ინსპექციის უფროსი; ბ) ინსპექციის უფროსის მოადგილე; გ) სამსახურეობრივი მოკვლევის განყოფილების უფროსი; დ) საფინანსო-სარევიზიო განყოფილების უფროსი; ე) უფროსი ინსპექტორი; ვ) ინსპექტორი.     თავი VI. ინსპექციის მართვა     მუხლი 10🔗. 1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. 2. ინსპექციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ინსპექციის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს ინსპექციის მოხელეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) მონაწილეობს ინსპექციის მოხელეთა კანდიდატურების შერჩევაში; დ) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესარულებაზე; ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;  ზ) ვიზირებას უკეთებს და წარუდგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბრძანების პროექტს შემოწმების ან სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარების შესახებ; თ) ვიზირებას უკეთებს ჩატარებული შემოწმებისა და სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ მოხსენებით ბარათს; ი) წინადადებით შედის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან მიმდინარე შემოწმების ან სამსახურებრივი მოკვლევის შეწყვეტის თაობაზე; კ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, ინსპექციის მოხელეთა წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების შესახებ; ლ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად; მ) შუამდგომლობს ინსპექციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. 3. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, ინსპექციის უფროსის კანონიერი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სასჯელაღსრულების სისტემის ნებისმიერი ქვედანაყოფის ხელმძღვანელისათვის. 4. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ინსპექციის უფროსის მოადგილე.     მუხლი 11🔗. 1. ინპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. 2. ინსპექციის უფროსის მოადგილე: ა) დახმარებას უწევს ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვაში, კოორდინაციასა და ორგანიზებაში; ბ) ეცნობა განყოფილებების მიერ წარმოდგენილ დასკვნას და მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და საჭიროების შემთხვევაში თავის წინადადებებს წარუდგენს ინსპექციის უფროსს; გ) უზრუნველყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას და საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას.     მუხლი 12🔗. 1. ინსპექციის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ორგანიზებას უკეთებს, გეგმავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) იხილავს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; გ) ამზადებს და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს ინსპექციის უფროსს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების და სამსახურებრივი მოკვლევის შესახებ; დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების ინსპექტორებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ე) თვალყურს ადევნებს განყოფილების თანამშრომლების მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, ახორციელებს კონტროლს ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ვ) შემმოწმებელ და შესამოწმებელ პირებთან ერთად ატარებს შემოწმების მასალების წინასწარ განხილვას; ზ) ეცნობა განყოფილების მრჩევლების მიერ წარმოდგნილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს ინსპექციის უფროსს; თ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) აკონტროლებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობას და კვირაში ერთხელ ინსპექციის უფროსს მოახსენებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობის თაობაზე; კ) თვეში ერთხელ, ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციის, ინსპექტორების წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე, აგრეთვე იმ სახსრების გამოყოფაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად;     მუხლი 13🔗 1. ინსპექციის უფროს ინსპექტორებსა და ინსპექტორებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. 2. ინსპექციის უფროსი ინსპქტორები და ინსპექტორები ასრულებენ მოქმედი კანონმებლობითა და ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.     თავი VII. ინსპექციის სტრუქტურა     მუხლი 14🔗 ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სამსახურეობრივი მოკვლევის განყოფილება; ბ) საფინანსო-სარევიზიო განყოფილება.     თავი VIII. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 15🔗 1. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 2. ინსპექციის რეორგანიზაცია და/ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.