“საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.130.000.11.116.005.478
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის
ბრძანება №39
2002 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაში სახელწიფოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით, საქართველოს კანონების „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ”, ”სამშენებლო საქმიანობის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულების „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ” შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმები”;
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჩხენკელი
საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმები
1. ქუჩის გასწვრივ საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები უნდა დაპროექტდეს ქუჩის წითელი ხაზიდან არანაკლებ 3 მეტრის მანძილზე, გარდა ამ ნორმების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ქუჩის გასწვრივ დასაპროექტებელი შენობა-ნაგებობათა ფასადების სიბრტყიდან გამოწეული კონსტრუქციული ელემენტები (აივნები, ერკერები, კარნიზები, წინაფრები, კიბეები და სხვ.) არ უნდა გასცდეს დადგენილი წითელი ხაზის საზღვარს.
3. ჩამოყალიბებული განაშენიანების რეკონსტრუქციის პირობებში, როდესაც არსებული შენობა-ნაგებობები განთავსებულია წითელ ხაზზე, ასაშენებელი საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება დასაშვებია როგორც ქუჩის წითელი ხაზიდან დაშორებით, ასევე უშუალოდ ქუჩის წითელ ხაზზე. ასეთ შემთხვევაში ქუჩის წითელ ხაზზე დასაპროექტებელ შენობა-ნაგებობათა ფასადების სიბრტყიდან კონსოლური აივნების, ერკერების, კარნიზებისა და წინაფრების გამოწევა არ უნდა აღემატებოდეს 1.4 მეტრს. ამასთან, ფასადების სიბრტყიდან გამოწეული ნაწილები უნდა მოეწყოს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 3.0 მეტრის სიმაღლეზე ქუჩის ყველაზე მაღალი ნიშნულიდან.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ”?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2002.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ”?
- “საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ” მიღებულია 27.08.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 330.130.000.11.116.005.478.
- სად არის “საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ”, №39, 27.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.116.005.478 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54352/