,,ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 22 მარტის №01-24/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-34/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016963
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-34/ნ

2022 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 22 მარტის №01-24/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1

,,ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 22  მარტის №01-24/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22/03/2022, 470230000.22.035.016953) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანის წესის‘‘ მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანილ ფარმაცევტულ პროდუქტზე დაინტერესებული პირი ვალდებულია პირველი იმპორტის განხორციელებისთანავე (არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა), სააგენტოში წარადგინოს ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციის ქართულ ენაზე ავტორიზებული თარგმანი და ინსტრუქციის ორიგინალი სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის პირველადი და მეორეული შეფუთვა-მარკირების ელექტრონული ვერსია ან მაკეტი.
6. აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანილი ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების ორიგინალი ინსტრუქცია სააგენტოში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების ოფიციალური პუბლიკაციებიდან (მათ შორის ვებგვერდებიდან) წარმოდგენილი ინსტრუქცია, რომელსაც მიეთითება მოპოვების წყარო ან სტანდარტული შეფუთვის ნიმუშის თანმხლები ინსტრუქცია. წარმოდგენილი ინსტრუქციის განთავსებას გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს  სააგენტო.‘‘.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 12 აპრილიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი