სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.11.106.005.481
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №753
2002 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
"ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს № 321 ბრძანებით დამტკიცებულ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 56-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:
"ნოტარიუსი ვალდებულია ანდერძთან დაკავშირებული სანოტარო აქტის (ანდერძის დამოწმების, შესანახად მიღების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ სანოტარო აქტი) შესახებ შეტყობინება, სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომრისა და თარიღის მითითებით, არაუგვიანეს აქტის დამოწმების დღის მომდევნო სამუშაო დღისა, დაზღვეული წერილით გაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს".
2. ნოტარიუსი ვალდებულია 2002 წლის 15 ოქტომბრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარმოადგინოს ინფორმაცია, 2001 წლის 1 ოქტომბრიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე მის მიერ დამოწმებულ ანდერძთან დაკავშირებული სანოტარო აქტების (ანდერძის დამოწმების, შესანახად მიღების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ სანოტარო აქტი) შესახებ.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
რ. გილიგაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.08.2002.
- როდის იქნა მიღებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.08.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №753. სარეგისტრაციო კოდი — 170.040.000.11.106.005.481.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №753, 30.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.11.106.005.481 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54370/