„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№752
სარეგისტრაციო კოდი
170.020.020.11.106.005.482
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 88, 03/09/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.020.020.11.005.482

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №752

2002 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №319 ბრძანებით დამტკიცებულ ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი:

„დ) არღვევს სტატისტიკური ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას”.

ა.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი” ქვეპუნქტი:

„ი) არღვევს ანდერძის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულებას”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

რ. გილიგაშვილი