სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.08.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.484
გამოქვეყნების წყარო სსმ, 89, 06/09/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,235 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:-12.05pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-12.05pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:1.0in 42.45pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.484 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანება №27 2002 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2001 წლის 10 ნოემბრის №18 ბრძანება. 3. ბრძანება გაეცნოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა შემადგენლობას. ვ. ხაბურძანია დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის შესახებ თავი I. ზოგადი დებულება     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში _ დებულება) შემუშავებულია „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. 2. დებულება განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში ატესტაციის ჩატარების და საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს. 3. დებულება ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა შემადგენლობაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ატესტაციის მიზანი 1. ოფიცერთა ატესტაციის მიზანია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. თავი II. ოფიცერთა ატესტაცია     მუხლი 3🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი 1. ატესტაციას ექვემდებარება: ა) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა სრული შემადგენლობა სამ წელიწადში ერთხელ; ბ) ოფიცერი, რომელიც წამოყენებულია დაწინაურებისათვის. 2. ატესტაციას არ ექვემდებარება; ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; ბ) ოფიცერი, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.     მუხლი 4🔗. ატესტაციის პირობები 1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა შემადგენლობის ატესტაცია ტარდება გასაუბრების ან ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით. 2. ტესტირების პროგრამის (იხ. დანართი №1) შესახებ ოფიცრები ატესტაციამდე ერთი თვით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებულნი. 3. ტესტირება და გასაუბრება ტარდება საატესტაციო კომისიის მიერ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. 4. ატესტაციაზე ოფიცრის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა წარმოადგენს ატესტაციის შედეგების უარყოფითად შეფასების საფუძველს. 5. ატესტაციაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის და დაშვების საკითხს წყვეტს კომისია. 6. ოფიცერთა კატეგორიების მიერ ატესტაციის გავლის ფორმას განსაზღვრავს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.     მუხლი 5🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. 2. ოფიცერი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტირებას ექვემდებარება მომავალ წელს.     მუხლი 6🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. კადრების სამმართველო საატესტაციო კომისიას წარუდგენს იმ ოფიცერთა სიებს, რომლებიც ექვემდებარებიან ატესტაციას. 2. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დგება სამხედრო მოსამსახურის დახასიათება სტრუქტურული ხელმძღვანელის მიერ. დახასიათება უნდა ასახავდეს სამხედრო მოსამსახურის ყოველმხრივ შეფასებას (მის ინდივიდუალურ, პროფესიულ თვისებებს, მისი მუშაობის შედეგების ანალიზს და ა.შ.)  3. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.     მუხლი 7🔗. შედეგების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, საატესტაციო კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება; დ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. 2. ოფიცერი ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მას არ სურს გადავიდეს სხვა შესაბამის თანამდებობაზე. 3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 4. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება საატესტაციო ფურცელში (დანართი №2). 5. საატესტაციო ფურცელი ივსება ერთ პირად და დაერთვის ოფიცრის პირად საქმეს. 6. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 7. ატესტაციის შედეგების შესახებ ოფიცერს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ 2 დღის ვადაში.     მუხლი 8🔗. ატესტაციის შედეგები 1. ატესტაციის შედეგები საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 2. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას ოფიცრის დაკავებულ თანამდებობაზე დატოვების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან გათავისუფლების შესახებ. თავი III. ტესტირება და გასაუბრება     მუხლი 9🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში შემუშავებული და რეცენზირებული ტესტების საფუძველზე. 2. ტესტირების დაწყების წინ ყველა ოფიცერს გადაეცემა ტესტი. 3. ტესტირების დაწყებამდე ოფიცერს ჩაუტარდება ინსტრუქტაჟი ტესტების შევსებისა და სხვა აუცილებელი პროცედურული საკითხების შესახებ. 4. ტესტირების მსვლელობისას დაუშვებელია ყოველგვარი სახელმძღვანელოს ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება, აუდიო და ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) საატესტაციო აუდიტორიაში შეტანა და გამოყენება. აღნიშნულში შემჩნეული პირი მოიხსნება ტესტირებიდან და დაეწერება შეფასება 0 ქულა. 5. ტესტირებისათვის ოფიცერს ეძლევა 3 ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემთხვევაში მისი სამუშაო შეფასდება 0 ქულით. 6. ოფიცრები მიიღებენ გაფრთხილებას დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ, დროის ამოწურვამდე 30 წუთით და 15 წუთით ადრე. 7. ოფიცერს არ აქვს უფლება საბოლოოდ დატოვოს აუდიტორია ტესტის ჩაბარების გარეშე. მსგავს შემთხვევაში მისი სამუშაო შეფასდება 0 ქულით. 8. ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, რომელიც მოიცავს იმ სამართლებრივ საკითხებს, რომელიც შეესაბამება ოფიცრის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნათა მინიმუმს. 9. ტესტის თითოეულ კითხვას აქვს სამი სავარაუდო პასუხი, რომელთაგანაც სწორია მხოლოდ ერთი. 10. ტესტირებისას ოფიცერმა უნდა აღნიშნოს მის მიერ სწორად მიჩნეული პასუხის აღმნიშვნელი ანბანური ასო ტესტში და ტესტის თავფურცელში. 11. თუ ტესტში და ტესტის თავფურცელში აღნიშნული პასუხი არ ემთხვევა ერთმანეთს, კომისიის მიერ მხედველობაში მიიღება მხოლოდ მათთან არსებული ტესტის თავფურცელში აღნიშნული პასუხი. 12. ტესტის თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი 0 ქულით. 13. ტესტის ამოხსნის მინიმალური შეფასებაა 0 ქულა, ხოლო მაქსიმალური 50 ქულა. 14. თუ ოფიცერი აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს ტესტის ერთ კითხვაზე ან თუ ტესტის პასუხი გადასწორებულია, მაშინ პასუხი ფასდება 0 ქულით. ანალოგიურად, თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0 ქულით. 15. ტესტების პასუხები მოწმდება კომისიის მიერ კომპიუტერის ან სხვა საშუალებების მეშვეობით. 16. ოფიცრის მიერ ტესტის 30-ზე და მეტ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მისი ტესტირების შედეგი შეფასდება დადებითად და იგი დაიშვება გასაუბრებაზე, ხოლო 30-ზე ნაკლებ კითხვაზე სწორი პასუხისას უარყოფითად. 17. ტესტირების შედეგები გამოქვეყნდება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში ტესტირების პროცესის დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.     მუხლი 10🔗. გასაუბრება 1. გასაუბრებისას კომისია აფასებს ოფიცრის სპეციალური პროფესიული მომზადების დონის შესაბამისობას დაკავებულ თანამდებობასთან, მის კომუნიკაბელურობას, ანალიზისა და მართვის უნარს, სტრატეგიულ ხედვას, პიროვნულ თვისებებს. თავი IV. საატესტაციო კომისია     მუხლი 11🔗. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებას ხელმძღვანელობს საატესტაციო კომისია (შემდგომში _ კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მიერ. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს (რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში), წევრებს და მდივანს. 3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას. 4. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ დამოუკიდებელი მეცნიერ-ექსპერტები.     მუხლი 12🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 4. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კადრების სამმართველო უზრუნველყოფს ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას. 5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.     მუხლი 13🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა 1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა. 2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 14🔗. საპრეტენზიო კომისია 1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია თავმჯდომარისა და ორი წევრის შემადგენლობით. 2. ოფიცერს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს ტესტირების შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს სამი დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება, როგორც წესი, სამი დღის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება განმცხადებელს და კომისიას. 3. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 15🔗. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით 1. ატესტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.                                              დანართი №1 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიცერთა საატესტაციო ტესტირების პროგრამა საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი. საქართველოს პარლამენტი, არჩევის წესი და შემადგენლობა; პარლამენტის წევრად საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის ასაკი; მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის უფლება; პარლამენტის მორიგი არჩევნების ჩატარება; პარლამენტის წევრის უფლებამოსილება; პარლამენტის თავმჯდომარე; საქართველოს პარლამენტის უფლებები; სესიის ჩატარება, დენონსირება და გაუქმება, კანონპროექტების ან დადგენილებების განხილვა და მიღება. საქართველოს პრეზიდენტი; პრეზიდენტად არჩევა და პრეზიდენტობის კანდიდატის არჩეულად ჩათვლა; მათი პასუხისმგებლობა და უფლებები; სასამართლო ხელისუფლება; მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; საქართველოს პროკურატურა; სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი. საქართველოს კანონი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ” აღმასრულებელი ხელისუფლება; აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები; აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები; მთავრობა; სამინისტრო; მინისტრი; მინისტრის სამართლებრივი აქტები; მინისტრის პირველი მოადგილე; მოადგილეები; სახელმწიფო დეპარტამენტი და სახელმწიფო ინსპექციები; სახელმწიფო კანცელარია; სახელმწიფო მინისტრი. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ” საჯარო სამსახურისა და სახელმწიფო თანამდებობის ცნება; მოხელის წახალისება, სამსახურებრივი დაწინაურება და დისციპლინური პასუხისმგებლობა; მოხელის ატესტაცია; სამსახურიდან გათავისუფლება; დავის გადაწყვეტა. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ თანამდებობის პირის ცნება, თანამდებობის პირის ოჯახის წევრი და ახლო ნათესავი; კორუფცია საჯარო სამსახურში, ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში, საჩუქარი, თანამდებობის პირის უფლებები და ვალდებულებები. თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უფლებები; თანამდებობრივი შეუთავსებლობა. საქართველოს კანონი „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ სახელმწიფო უშიშროების სამსახური; სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სისტემა; სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საქმიანობის პრინციპები და მეთოდები; სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები; სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები; სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მოვალეობები; სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები; სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება; სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა; სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვა. იმ პირის მოვალეობები, რომელიც დახმარებას უწევს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს; სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საინფორმაციო უზრუნველყოფა; სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; კონტროლი და ზედამხედველობა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საქმიანობაზე. საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ სახელმწიფო საიდუმლოების ცნება; სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ; სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა; საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემა. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ; პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათივს. საქართველოს კანონი „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ სამხედრო მოსამსახურის სტატუსი; სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი; სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების უფლებები და რეალიზაციის გარანტიები. სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება და პასუხისმგებლობა სამართლადარღვევისათვის. საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ სამხედრო ვალდებულება და მისი სახეები; სამხედრო აღრიცხვა; საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვევა, გაწვევისგან გათავისუფლება, გაწვევის გადავადება; სამხედრო სამსახურის ვადები; სამხედრო წოდება და მისი მინიჭების წესი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდება სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება; წახალისება; სასჯელი სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის; დისციპლინური სასჯელის დადების წესი; დისციპლინური სასჯელის სისრულეში მოყვანის წესი. საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები; საქვეყნოობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, იურიდიული პირის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლები; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები; ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგების გამოყენება; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მოვალეობები; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების უფლებები; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები; მოქალაქეთა ხელშეწყობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ მოქალაქეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა; კონტროლი და ზედამხედველობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისადმი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ; ტერორიზმი; სამოხელეო დანაშაული; დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ; ნარკოტიკული დანაშაული; დანაშაული დაქვემდებარების წესისა და სამხედრო ღირსების დაცვის წინააღმდეგ; დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამომძიებელი; მოკვლევის ორგანოები და მომკვლევი; სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენების საერთო პირობები; წინასწარი გამოძიების წარმოების ზოგადი დებულებანი; ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ძირითადი დებულებანი; ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის ზოგადი დებულებანი; ინფორმაციის თავისუფლება; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; ადმინისტრაციული სახდელი; ადმინისტრაციული სახდელის დადება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება და გაპროტესტება.      დანართი №2 საატესტაციო ფურცელი გვარი, სახელი, მამის სახელი ---------------------------------------------------------------------- დაბადების წელი ------------------------------------------------------------------------------------- ცნობები განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ --------------------------------------------------------------------------------------------------------------- (რომელი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, აქვს თუ არა სამეცნიერო ხარისხი, როდის და სად გაიარა სპეციალური კურსები) დაკავებული თანამდებობა ატესტაციის დროს -------------------------------------------------- კენჭისყრის შედეგები ხმების მიხედვით ---------------------------------------------------------- საატესტაციო კომისიის რეკომენდაციები ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ხელმოწერები კომისიის თავმჯდომარე: ------------------------------------------------ წევრები: ------------------------------------------------  ------------------------------------------------  ------------------------------------------------  ------------------------------------------------  ------------------------------------------------  ------------------------------------------------  ------------------------------------------------ ატესტაციის ჩატარების თარიღი „ “ ------------- 2002 წ.