„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 27 აპრილის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №19 |
|
2022 წლის 15 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 27 აპრილის №27 ბრძანებით (ვებგვერდი, 28/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016883) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობით). 2. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველო კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ზ) „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №52 დადგენილება; თ) „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება. 3. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა B1- დონე. 4. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint კარგად ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|