⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.07.2004)
გაუქმებულია:

ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.09.2002
ძალის დაკარგვა 29.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №291
სარეგისტრაციო კოდი 230.200.000.11.117.005.487
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 23/09/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,178 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.09.2002 მიღება
29.07.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',sans-serif;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',sans-serif;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',sans-serif;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial',sans-serif;} span.HeaderChar { font-family-f:'Sylfaen',sans-serif;} span.FooterChar { font-family-f:'Sylfaen',sans-serif;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif;} span.PlainTextChar { font-family-f:'Courier New';} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',serif; font-weight:bold;} .MsoChpDefault {font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen',sans-serif;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.WordSection1 {page:WordSection1;} საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №291 2002 წლის 17 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 19 ივლისის № 343 ბრძანებულების მე-4 მუხლის „ ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს და ამოქმედდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულება (თან ერთვის). 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ: ა) ორგანიზაცია გაუწიოს დებულების პირად შემადგენლობამდე დაყვანას და უზრუნველყოს მისი მოთხოვნების განუხრელი შესრულება; ბ) ორი თვის ვადაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს № 358 ბრძანებულებით განსაზღვრული რეგიონალური საბაჟო ორგანოების დებულებები. 3. ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე. მ. გოგიაშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულება თავი I. ზოგადი დებულება 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანო (შემდგომში – საბაჟო) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფი და იგი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე პასუხისმგებელია საქართველოს ერთიანი საბაჟო პოლიტიკის განხორციელებასა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესრულებაზე. 2. საბაჟო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით და ამ დებულებით. 3. საბაჟოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე სხვა ბეჭდები და დამღები საბაჟო კონტროლსა და საბაჟო გაფორმებისათვის, დამოუკიდებელი ბალანსი, შესაბამისი საბანკო და სახაზინო ანგარიშები. 4. საბაჟო ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან. თავი II. საბაჟოს ამოცანები 5. საბაჟოს ძირითადი ამოცანებია: ა) სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკით განხორციელება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური სევერენიტეტისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა; გ) საბაჟო გადასახდელების, სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და შესაბამის ბიუჯეტებში მათი დროული და სრული აკუმულირება; დ) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალებების) გამოვლენა-აღკვეთა და სათანადო რეაგირება. თავი III. საბაჟოს ძირითადი ფუნქციები 6. საბაჟოს ძირითადი ფუნქციებია: ა ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო პოლიტიკის ამოცანების პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის მთლიანობის უზრუნველყოფისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; გ) საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების რეალიზაცია; დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენების კანონიერების უზრუნველყოფა; ე) საბაჟო სფეროში არსებული პრაქტიკული გამოცდილების გაანალიზება, საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო საქმის მართვის სრულყოფის თაობაზე წინადადებების წარდგენა; ვ) ცალკეული საბაჟო რეჟიმების შესაბამისად საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება და საბაჟო კონტროლი; ზ) დადგენილი წესის შესაბამისად საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას გაჩერების ადგილისა და დგომის ხანგრძლივობის განსაზღვრა, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების დროის გათვალისწინებით; თ) საბაჟო გადასახდელებისა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადების და მოსაკრებლების დარიცხვა, ამოღება და მათ შესაბამის ბიუჯეტებში გადარიცხვა, დადგენილი წესით საბაჟო დეპარტამენტში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა; ი) საბაჟო კანონმდებლობით შექმნილი საწყობების და სხვა ობიექტების (სადაც იმყოფება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი) საბაჟო კონტროლი; კ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული კულტურული ფასეულობების (მხატვრული, ისტორიული, არქეოლოგიური საგნებების და ა.შ.) საბაჟო კონტროლი; ლ) საქონლის კლასიფიცირება და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში აღნიშნული პოზიციების მიკუთვნება; მ) სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, კანონით დადგენილი წესით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა. საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის საქმეში სხვა სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა; ნ) საგარეო ვაჭრობის, საბაჟო სტატისტიკისა და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის ფორმირების მიზნით, პირველადი მონაცემების დამუშავება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა; ო) საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საჩივარ-განცხადებების განხილვა-რეაგირება; ჟ) საბიუჯეტო შემოსავლების ოპერატიულ და წლიურ პროგნოზულ მონაცემებზე წინადადებების მომზადება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა, მათ შემდგომ დაზუსტებასა და კორექტირებაში მონაწილეობა; რ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის ტვირთბრუნვის ზრდის ხელშეწყობა; ს) კადრების შერჩევა და განაწილება, მათი კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების განხორციელება; ტ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა; უ) საბაჟო სამსახურების ერთიანი ავტომატიზებული ინფორმაციული სისტემის შექმნისა და სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა; ფ) საბუჰხალტრო აღრიცხვა და ანგარიშგების განხორციელება, საანგარიშო პერიოდების მიხედვით საბუჰხალტრო ბალანსების შედგენა და შესაბამისი ანგარიშების საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენა; ქ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების აღსრულება. თავი IV. საბაჟოს უფლებები 7. საბაჟოს (უფლებამოსილ პირს) დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად უფლება აქვს: ა) განახორციელოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული, საბაჟო ტერიტორიაზე არსებული და ტერიტორიიდან გამავალი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი; ბ) მოითხოვოს და უსასყიდლოდ (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) მიიღოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართ ველობის ორგანოებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია საბაჟოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად; გ) შეიმუშაოს ერთობლივი ღონისძიებები სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად; დ) გადაამოწმოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე საცავები და სხვა ადგილები, სადაც შესაძლებელია მოთავსებული იყოს აღნიშნული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები; ე) მოახდინოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება; ვ) განსაზღვროს საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი და დგომის ხანგრძლივობა, გასცეს ამ სადგომიდან გასვლის ნებართვა; ზ) საბაჟო გაფორმების, საბაჟო კონტროლისა და სხვა ფუნქციონალური მოვალეობების აღსრულების მიზნით მოითხოვოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია პირებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, დეკლარანტებისაგან, საწყობების მფლობელებისაგან, საბაჟო ბროკერებისაგან, გადამზიდველებისაგან და სხვა პირებისაგან, რომლებიც უფლებამოსილი არიან აწარმოონ სატვირთო და სხვა საბაჟო ოპერაციები; თ) საბაჟო გაფორმების მიზნით აიღოს საქონლის სინჯები და ნიმუშები, ჩაატაროს მათი გამოკვლევა. მისცეს ნებართვა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე სინჯები და ნიმუშები აიღოს საქონლის მფლობელმა ან მათმა წარმომადგენელმა და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების წარმომადგენლებმა, მოითხოვოს გამოკვლევის შედეგების გაცნობა; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული, ასევე შეღავათებით შემოტანილი საქონლის ინვენტარიზაცია; კ) იძულების წესით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალებები, უკან დააბრუნოს საზღვაო და საჰაერო ხომალდები, რომლებიც საბაჟო ტერიტორიიდან გადავიდნენ საბაჟო ორგანოების ნებართვის გარეშე, გარდა სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე მყოფი ხომალდებისა; ლ) საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობისას მიმართოს სასამართლოს საბაჟო გადასახადების გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების ან საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალებით (განკარგულებით) საბაჟოს კუთვნილი თანხის ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; მ) საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, აკონტროლოს საბაჟო კონტროლის ზონებში საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა გადაადგილება; ნ) საბაჟო კონტროლის განხორციელებისას მოიწვიოს სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სპეციალისტები და ექსპერტები; ო) მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების, სათავსოების და სხვა ადგილების, სადაც არის ან შეიძლება იყოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, ადგილების, სადაც ხორციელდება საბაჟო ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა, აგრეთვე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება; პ) საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით შევიდეს ნებისმიერ საცავში, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა, ან სადაც შეიძლება მოთავსებული იყოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთები და სატრანსპორტო საშუალებები, თუ საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტები; ჟ ) მოახდინოს პირადი გასინჯვა საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას იმის თაობაზე, რომ საბაჟო საზღვრის გავლით მიმავალ ან საბაჟო კონტროლის ზონაში, ანდა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია აეროპორტის სატრანზიტო ზონაში მყოფი პირი მალავს და არ აჩენს საქონელს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა თუ შეთანხმებების დარღვევის ობიექტია და რომელთა შესრულებაზე კონტროლი საბაჟო ორგანოებს ევალებათ; რ ) განახორციელოს საბაჟო საზღვრის გავლით, თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების პერიმეტრის გარდა, ვალუტის, ფასიანი ქაღალდების, სავალუტო ფასეულობათა გადაადგილების კონტროლი; ს) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვოს საკონსულო ვალიზის გახსნა უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლისაგან, საკონსულო ვალიზის გახსნაზე უარის შემთხვევაში დააბრუნოს იგი გამოგზავნის ადგილზე; ტ) განახორციელოს კადრების შერჩევა, განაწილება, მომზადება და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, ჩაატაროს საბაჟო სისტემის მოხელეთა ატესტაცია; უ) საბაჟო წესების დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, დაადოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახელი; ფ) ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით. თავი V. საბაჟოს სტრუქტურა და მართვა 8. საბაჟოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 9. საბაჟოს უფროსის მოადგილეებს, მთავარ ბუჰხალტერს, განყოფილებათა უფროსებს, მათ მოადგილეებს და სხვა საჯარო მოსამსახურეებს საბაჟოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 10. საბაჟოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს საბაჟოს მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანებისა და დაკისრებულ ფუნქციათა შესრულებაზე; ბ) პასუხისმგებელია საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე; გ) იღებს გადაწვეტილებებს საბაჟოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს საბაჟოს სახელით, წარმოადგენს მას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; დ) საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში განიხილავს საბაჟო წესების დარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს; თ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები საბაჟო ორგანოების საჯარო მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით. 11. საბაჟოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე. 12. საბაჟოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) საბაჟო გამშვები პუნქტები; ბ) საბაჟო გაფორმების განყოფილება; გ) საბაჟო საგუშაგოები; დ) საბაჟო საქმის მართვის განყოფილება; ე) საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის განყოფილება; ვ) საფინანსო საბუხჰალტრო განყოფილება; ზ) ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილება; თ) ადმინისტრირებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილება; ი) კადრების განყოფილება; კ) კანცელარია; ლ) სამორიგეო განყოფილება; მ) სამეურნეო ნაწილი; 13. საბაჟო გამშვები პუნქტის ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელება; საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების, სხვა გადასახადების და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და შესაბამის ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება; არაკომერციული მიზნით საქართველოში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო გაფორმება; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება. 14. საბაჟო გაფორმების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელება; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება; საბაჟო გადასახდელების, სხვა გადასახადების და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და შესაბამის ბიუჯეტებში მათი დროული და სრული აკუმულირება; ცალკეულ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან გატანა, რეექსპორტი, საბაჟო საწყობი) სისტემატური კონტროლი, ამ რეჟიმით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულებაზე; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება. 15. გამომდინარე იქიდან რომ საბაჟო საგუშაგო შედგება საბაჟო გამშვები პუნქტისა და საბაჟო გაფორმების განყოფილებისაგან შესაბამისად მის ამოცანებს წარმოადგენს საბაჟო გამშვები პუნქტისა და საბაჟო გაფორმების განყოფილების ამოცანების ერთობლიობა. 16. საბაჟო საქმის მართვის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ორგანიზაცია; საბაჟო რეჟიმების რეგულირება; საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების ოპერატიული მართვა და მათ საქმიანობაზე კონტროლის ორგანიზება; საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების, თავისუფალი საწყობების, დროებითი შენახვის საწყობების საქმიანობის და მათში არსებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი; საბაჟო ღირებულების განსაზღვრის კონტროლი; სამოქმედო ტერიტორიაზე საბიუჯეტო შემოსავლების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის სამოქმედო ტერიტორიაზე გადაზიდვაზე ზედამხედველობა; საბაჟო საქმის ორგანიზაციასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება. 17. საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: რკინიგზის ტრანსპორტით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვის საბაჟო კონტროლი. 18. საფინანსო საბუხჰალტრო განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ნაერთი ხარჯთაღრიცხვით დამტკიცებულ მოცულობათა ფარგლებში საბუხჰალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საქმის წარმოება; საანგარიშო პერიოდების მიხედვით ბალანსების შედგენა და შესაბამისი ანგარიშგების საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა; ქვეყნის ბიუჯეტის სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ამონაგები თანხების აღრიცხვა, მათ შორის ცალკეულ გადასახდელების სახეობების მიხედვით; ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვიანობის წარმოება; დებიტორიულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვის წარმოება და მათ სალიკვიდაციოდ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება; იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი საგარანტიო ვალდებულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველყოფაზე კონტროლის დაწესება; ზედმეტად ან არა სრულად დარიცხული თანხების გადაანგარიშება და შესაბამისი საბუხჰალტრო ოპერაციების ჩატარება; ხელფასების, პრემიების და სხვა ანაზღაურებების დარიცხვა-გაცემა. 19. ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვა; სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებზე მონაცემთა ინფორმაციული ბაზის შექმნა; საბაჟო ინფორმაციული ტექნოლოგიების და მონაცემთა გადაცემის სისტემების მომსახურება; სამოქმედო ტერიტორიის გავლით საბაჟო საზღვარზე საქონელბრუნვის ტენდენციების სტრუქტურის დინამიკა და ანალიზი; დეკლარაციისთვის სტატისტიკური ნომრის მინიჭება; საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურებისათვის დადგენილი წესით და ფორმით ინფორმაციის მიწოდება. 20. ადმინისტრირებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილების ძირითადი ამოცანებია: საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება; შემოსული საჩივრებისა და პროტესტების განხილვა; საბაჟო საქმის წარმოებისათვის სამართლებრივ საშუალებათა გამოყენების უზრუნველყოფა (იურიდიული კონსულტაცია საბაჟო ორგანოების თანამშრომლებისათვის); კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას; სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება; საბაჟოს პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინისა და კანონიერების განუხრელ დაცვაზე ზედამხედველობა; თანამშრომელთა მიერ კანონდარღვევების, მოქალაქეთა და იურიდიული პირების უფლებების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომების ფაქტების გამოვლენა და მათი პროფილაქტიკა. 21. კადრების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: დადგენილი ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, კადრების შემადგენლობის თვისობრივი გაუმჯობესება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება; წოდებათა მინიჭების, ასევე, დასჯა-წახალისების საკითხების მომზადება; მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების, საბაჟოს მოხელეთა ატესტაციების ორგანიზება; საბაჟო მოხელეთა შვებულების გრაფიკის მომზადება და მის განხორციელებაზე კონტროლი. 22. კანცელარიის ძირითადი ამოცანებია: შემოსული კორესპონ დენციების აღრიცხვა და დამუშავება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; საქმისწარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვის და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია; თათბირების საოქმო გაფორმება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა. 23. სამორიგეო განყოფილების ძირითადი ამოცანებია: დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება-სისტემატიზაცია; განცხადებების და საჩივრების, ასევე საბაჟო წესების დარღვევაზე შეტყობინებების რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება; დადგენილი წესით და ფორმით ინფორმაციის მიწოდება საბაჟო დეპარტამენტის სამორიგეო განყოფილებისათვის. დადგენილი წესით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და გადაადგილებაზე ზედამხედველობა. 24. სამეურნეო ნაწილის ძირითადი ამოცანებია: საბაჟო ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მისი გაუმჯობესება; კაპიტალური მშენებლობის და რემონტების დაგეგმვა. 25. საბაჟოს სპეციფიკიდან და დატვირთვიდან გამომდინარე შესაძლებელია ამ დებულების მე-12 მუხლში ჩამოთვლილი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება ან ამოღება, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს საბაჟოს საშტატო განრიგის დამტკიცებისას.