,,კასპის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2022 წლის 15 აპრილი ქ. კასპი |
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/12/2021; 190040000.35.149.016462) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე- 1 4 მუხლის 1-ელ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ მუხლით დახმარებას მიიღებენ:
ა)ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) ბრონქიალური ასთმით და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული პაციენტები;
გ) პარკინსონით დაავადებული პაციენტები;
დ) გლაუკომით დაავადებული პაციენტები;
ე) ფსორიაზით დაავადებული პაციენტები;
ვ) გულის უკმარისობით (III - IV სტადია) დაავადებული პაციენტები;
ზ) ღვიძლის ციროზით დაავადებული პაციენტები;
თ) თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტები;
ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ექვსი თვისათვის განკუთვნილ ნორმას“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე- 1 4 მუხლის მე-3 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კარდიოქირურგიული ოპერაცია, მწვავე ინფარქტი, მწვავე ინსულტის (თავის ტვინის იფარქტი) შემდგომ ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. განცხადება თანდართული დოკუმეტებით ბენეფიციარმა უნდა წამოადგინოს სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში“.
დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის 1-ლ პუნქტი შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთჯერადი დახმარება გაეწევათ მხედველობით I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მათ შორის 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან ბავშვებს 500 ლარის ოდენობით“.
|