„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
310020000.55.067.016147
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №21

2022 წლის 20 აპრილი

ქ. ბათუმი

 

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2014 წლის 25 დეკემბრის №05 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. საწვრთნელ კურსებში გამოყენებული სიმულატორების მიმართ დაწესებული მოთხოვნები

1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი სიმულატორები გამოიყენოს შემდეგი საზღვაო-საწვრთნელი კურსების განხორციელებისთვის:

ა) ელექტრონულ­-კარტოგრაფიული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების (ეკმდის) გამოყენება (ECDIS);

ბ) GMDSS რადიოოპერატორი;

გ) რადიოლოკაციური ნაოსნობა, რადიოლოკაციური გავლება, ავტომატური რადიოლოკაციური სისტემების გამოყენება (RADAR №avigation, Radar Plotting, Use of ARPA);

დ) რადარი, არლგს, ხიდურის გუნდური მართვა და საძიებო-­სამაშველო ოპერაციები (Radar, Arpa, Bridge Teamwork And Search And Rescue);

ე) სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვა (Bridge Resource Management);

ვ) ნავთობმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (Oil Tanker Cargo and Ballast Handling);

ზ) ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (Chemical Tanker Cargo and Ballast Handling);

თ) ტანკერის სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვა (Cargo and Ballast Handling);

ი) გემის მართვა და მანევრირება (Ship’s Handling);

კ) პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციის სპეციალიზირებული წვრთნა (Advanced Training for Ships Operating in Polar Waters ); 

ლ) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის სპეციალიზირებული წვრთნა (Basic Training for Ships Subject to the IGF Code);

მ) სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა (Engine Resource Management).

2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საზღვაო საწვრთნელი კურსების ჩატარების დროს იხელმძღვანელოს STCW კონვენციის A-I/12 ნაწილის და B-1/12 ნაწილის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წვრთნების დროს სიმულატორები უნდა გამოიყენებოდეს სრული შესაძლებლობით (Full mission) და აკმაყოფილებდეს დანართი №3-ის №1 და №2 ცხრილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

4. სრული შესაძლებლობით (Full mission) სიმულატორი არის სიმულატორი, რომელიც მოიცავს ფიზიკური რეალიზმის, ქცევითი რეალიზმისა და გარემოს რეალიზმის (Physical realism, behavioural realism, environmental realism) აღქმასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს STCW კონვენციის A-I/12, B-I/12 რეგულაციების შესაბამისად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სიმულატორების მიერ შესასრულებელი ფუნქციების მიმართ დადგენილი მოთხოვნები განისაზღვრება დანართი №3-ის №3 ცხრილით.

6. სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის ჩატარებისთვის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ გაცემული სიმულატორის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზია.

7. საზღვაო-სწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია, მოქმედ ხარისხის მართვის სისტემაში, გააჩნდეს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მართვის პროცედურა, რომელიც მოიცავს სიმულატორების ყოველწლიურ შემოწმებას ან/და განახლებას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები მოწმდება შესაბამისი მტკიცებულებების შეფასების გზით, რომელიც წარმოადგენს საწვრთნელი კურსის აღიარების/მონიტორინგის ნაწილს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივნისისა. 

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი