📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.04.2022
ძალაში შესვლა 01.05.2022
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №9021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016672
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,830 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.04.2022 მიღება
01.05.2022 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 29.05.2017 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 13.11.2020 „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 90% 18.05.2016 „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 90% 16.02.2022 შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 28.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №9021 2022 წლის 11 აპრილი ქ. თბილისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს  მიერ  ცალკეული  ღონისძიებების  განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 14 ივნისის ბრძანება №13469 - ვებგვერდი, 22.06.2023წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №19617 - ვებგვერდი, 11.08.2023წ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2  მუხლის მე-5  ნაწილისა და 52-ე მუხლის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) „საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით, 167-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისაგან ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები“, დანართი №1-ის სახით; ბ) „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები“, დანართი №2-ის სახით. გ) „საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახდის თანხის შემცირების ფაქტზე ფიზიკური პირისათვის შეფარდებული სანქცისაგან გათავისუფლების ღონისძიებები“, დანართი №3-ის სახით; დ) „საგადასახდო ორგანოს მიერ გაცემული პოზიციის შესაბამისი ქმედებისათვის შეფარდებული სანქციისაგან გადასახადის გადამხდელის გათავისუფლების ღონისძიებები“, დანართი №4-ის სახით; ე) საქართველოს   საგადასახადო   კოდექსის      288​5 მუხლით   გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის      ჩადენისთვის      ფულადი      ჯარიმის      ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების ღონისძიებები, დანართი №5-ის სახით; ვ) საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათის გამოყენების მიზნით,   საგადასახადო   ორგანოს   მიერ       „გადახდის   წყაროდან   მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის  გამოყენების  უფლების  შესახებ“  ცნობის  გაცემის  ღონისძიებები, დანართი №6-ის სახით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №27777 - ვებგვერდი, 10.11.2022წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება №14559 - ვებგვერდი, 09.08.2023წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №19617 - ვებგვერდი, 11.08.2023წ. 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებზე წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით, დავების დეპარტამენტი იღებს საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას და შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (დეპარტამენტს) უგზავნის დანართი №2-ით და დანართი №4-ით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გარდა დანართი №2-ის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №27777 - ვებგვერდი, 10.11.2022წ. 3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავების დეპარტამენტის უფროსს მიენიჭოს უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას. 4. საბაჟო დეპარტამენტის უფროსს მიენიჭოს უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სანქციისაგან პირის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას. 4​1. აუდიტის დეპარტამენტის უფროსს მიენიჭოს უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს ამ ბრძანების დანართი №3-ით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო სანქციისაგან პირის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №27777 - ვებგვერდი, 10.11.2022წ. 4​2. მომსახურების დეპარტამენტის უფროსს მიენიჭოს უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს ამ ბრძანების დანართი №2-ის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო სანქციისაგან პირის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №27777 - ვებგვერდი, 10.11.2022წ. 4​3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ ახალი ცნობის გაცემისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს წინა დამქირავებელთან წარდგენილი ცნობა „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №19617 - ვებგვერდი, 11.08.2023წ. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან. სამსახურის უფროსი                                                                                      ლევან კაკავა დანართი №1 საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით, 167-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისაგან ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები 1. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელისა და ნახევრადმისაბმელის (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალება) დეკლარირების ვადის დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისაგან პირის გათავისუფლება, თუ დეკლარირების ვადა დარღვეულია არაუმეტეს 60 კალენდარული დღით და სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია, შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, შემდეგი პირობების დაცვით: ა) გაფორმების ორგანოში ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენისას, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და  მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთების“ მე-13 გრაფით გათვალისწინებულ მომსახურების საფასურის (შემდგომში – მომსახურების საფასური) გადახდისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცევის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას საბაჟო სანქციის ოდენობის გრაფაში მიუთითოს ნულოვანი თანხა; ბ) სამართალდამრღვევი პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადების, აგრეთვე  ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცევისა და მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ ინფორმაციის, წარმოდგენის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება პირის საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების შესახებ და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება. 2. უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია) გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისაგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია  განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ: გამოცხადების/დეკლარირების ვადა დარღვეულია არაუმეტეს 60 კალენდარული დღით, სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია და სამართალდამრღვევი პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილია საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება, ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცევის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ ინფორმაციის მითითებით. ამ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება საბაჟო სანქციისგან პირის გათავისუფლების შესახებ და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება. 3. ექსპორტში/რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადების ვადის დარღვევისა და უკანონო განკარგვისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გავალისწინებული სანქციებისაგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება წარმოდგენილია სამართალდამრღვევი პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში ამ პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია და პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გამოცხადების ვადის დარღვევის შემდეგ დატოვებული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორია. ამ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება საბაჟო სანქციისგან პირის გათავისუფლების შესახებ და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება, ამასთან: ა) როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადა დარღვეულია არაუმეტეს 60 კალენდარული დღით, სამართალდამრღვევი პირი თავისუფლდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისაგან; ბ) როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადა დარღვეულია 60 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, სამართალდამრღვევი პირი თავისუფლდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციისაგან. 4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისათვის (რაც გამოწვეულია საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის არასწორად გამოყენებით) საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული სანქციისაგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ: ა) სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია; ბ) საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენილი საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალის, სათანადოდ დამოწმებული ასლის ან რეტროსპექტიულად გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციაში განხორციელებულია შესაბამისი ცვლილება (შემცირებულია იმპორტის გადასახდელის თანხა); გ) საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილია საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება. ამ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება საბაჟო სანქციისგან პირის გათავისუფლების შესახებ და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება. 5. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის უკანონო განკარგვისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციისგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ უკანონოდ განკარგული საქონლის საბაჟო ღირებულება არ აღემატება 25 000 ლარს და სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე, 168-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია. ამ შემთხვევაში, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას საბაჟო სანქციის ოდენობის გრაფაში მიუთითოს ნულოვანი თანხა. შენიშვნა: ა) თუ უკანონოდ განკარგული საქონლის წინასწარი დეკლარირებისას წარდგენილი იყო შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი, აღნიშნული სერტიფიკატი შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს იმპორტის გადასახდელის დარიცხვის მიზნით საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ შერჩეულია „ყვითელი დერეფანი“ შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის გამოყენების კეთილსინდისიერების კრიტერიუმით ან „წითელი დერეფანი“; ბ) თუ უკანონოდ განკარგული საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება 25 000 ლარს და დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ შერჩეული არ ყოფილა „ყვითელი დერეფანი“ შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის გამოყენების კეთილსინდისიერების კრიტერიუმით ან „წითელი დერეფანი“, იმპორტის გადასახდელისა და შესაფარდებელი ჯარიმის თანხის კორექტირება (შემცირება) შესაძლებელია განხორციელდეს უკანონოდ განკარგული საქონლის წინასწარი დეკლარირებისას წარდგენილი შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის გათვალისწინებით. 6. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ჯარიმის თანხის კორექტირება ხორციელდება გადაწყვეტილების მიღებიდან, 5 სამუშაო დღის ვადაში და ეცნობება გადასახადის გადამხდელს. დანართი №2 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამავე კოდექსის 274-ე მუხლის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან, თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები: ა) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ  მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება/აღიარებული მოსაკრებელი; შენიშვნა: (ამოღებულია - 21.05.2024, №11602). ბ)  პირს, საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენის წინა დღის მდგომარეობით 12 კალენდარული თვის განმავლობაში, იგივე ქმედება ჩადენილი არ ჰქონია. 2. ამ დანართის პირველი პუნქტის მიხედვით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, პირის მიერ იმავე საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების შემდგომი დაზუსტებისას, როდესაც შესწორებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა არ აღემატება პირველადი დეკლარაციით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ს, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზუსტებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დაანგარიშებული სანქციის დაკისრება, ხოლო შესწორებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ზე მეტზე დაზუსტების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განსაზღვროს დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებასა და ამავე საანგარიშო პერიოდზე მის წინ წარმოდგენილ საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას შორის სხვაობის თანხიდან. 3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან, თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები: ა) დღგ-ის  გადამხდელად   სავალდებულო   რეგისტრაციის   გარეშე   საქმიანობა გამოვლენილია უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე; ბ) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება/აღიარებული მოსაკრებელი; გ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების (ამ დანართის მიზნებისთვის შემდგომში – მიმართვის განცხადება) წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტზე შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე ან/და ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, მაგრამ არაუგვიანეს საგადასახადო დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში, პირს წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია. დ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილ განცხადებაში პირმა დააფიქსირა ამ განცხადების წარდგენის თვეში (მიმართვის თვის დასაწყისიდან მიმართვის მომენტამდე) განხორციელებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.     4. ამ დანართის მე-3 პუნქტის მიხედვით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, პირის მიერ დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცი(ებ)ის ან/და მიმართვის განცხადებაში მითითებული თანხის დაზუსტებისას (რომელთა მიხედვით მოხდა შეფარდებული სანქციის გამოანგარიშება), როდესაც დაზუსტებული მონაცემებით დამატებით დარიცხული თანხა (რომელთა მიხედვით უნდა მოხდეს სანქციის გამოანგარიშება) არ აღემატება პირველადი მონაცემებით დარიცხული თანხის 50%-ს, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზუსტებული მონაცემებით დაანგარიშებული სანქციის დაკისრება. ხოლო შესწორებული დეკლარაციით ან/და მიმართვის განცხადებაში მითითებული თანხის დაზუსტებისას (რომელთა მიხედვით მოხდა შეფარდებული სანქციის გამოანგარიშება) დაზუსტებული მონაცემებით დამატებით დარიცხული თანხის 50%-ზე მეტზე დაზუსტების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს დაზუსტებული მონაცემებისა და ამ მონაცემების წინ დაზუსტებული მონაცემების სხვაობის თანხიდან. 4​1. ამ დანართის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება 1 ლარამდე არსებული საგადასახადო დავალიანება/მოსაკრებელი. 5. ამ დანართის მიზნებისათვის საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარმოდგენის თვე ითვლება სრულ კალენდარულ თვედ. 5​1. ამ დანართის მიზნებისათვის, თუ წარმოდგენილია რამდენიმე საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (იმავე სახის და საანგარიშო პერიოდის)/მიმართვის განცხადება, პირველად საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას /პირველად მონაცემებს წარმოადგენს ის საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება/პირველადი მონაცემები, რომლის მიმართ მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებულ იქნა ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ პირველი გადაწყვეტილება. 5​2. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ერთი და იმავე საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილია რამდენიმე საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება/მიმართვის განცხადება და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის არ არის გასული საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადა, მომსახურების დეპარტამენტი ამ დანართით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებს, როგორც იმ დეკლარაციით/გაანგარიშებით/მიმართვის განცხადებით განსაზღვრული ჯარიმისაგან გათავისუფლებაზე, რომელზეც წარდგენილია საჩივარი, ასევე, დამატებით დარიცხული თანხებისაგან გათავისუფლების შესახებ. 6. უცხოელი დასაბეგრი პირი, რომელიც ნებაყოფლობით დარეგისტრირდა დღგ-ის პორტალზე და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა რეგისტრაციამდე საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე თავისუფლდება ამავე კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან. 7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მიუხედავად იმისა, კმაყოფილდება თუ არა ამ დანართის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები, თავისუფლდება ამავე კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №27777 - ვებგვერდი, 10.11.2022წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 14 ივნისის ბრძანება №13469 - ვებგვერდი, 22.06.2023წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 თებერვლის ბრძანება №1751 - ვებგვერდი, 05.02.2024წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 21 მაისის ბრძანება №11602 - ვებგვერდი, 22.05.2024წ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2026 წლის 4 თებერვლის ბრძანება №2243 - ვებგვერდი, 10.02.2026წ. დანართი №3 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №27777 - ვებგვერდი, 10.11.2022წ. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახდის თანხის შემცირების ფაქტზე ფიზიკური პირისათვის შეფარდებული სანქცისაგან გათავისუფლების ღონისძიებები საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლენილ, ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტზე შეფარდებული სანქციისაგან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან და 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავისაგან), ფიზიკური პირის გათავისუფლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე შესაძლებელია განახორციელოს აუდიტის დეპარტამენტმა, თუ არსებობს შემდეგი პირობები: ა) საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია მხოლოდ ფიზიკური პირის ქონების  გადასახადში, საგადასახადო ვალდებულების  სისწორის განსაზღვრის მიზნით; ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტი გამოვლენილია პირველად (მიუხედავად შემოწმების აქტით მოცული შესამოწმებელი პერიოდების რაოდენობისა); გ) საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე; დ) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადის თანხა ან ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა ფარავს საგადასახადო დავალიანების მოცულობას. დანართი №4 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №27777 - ვებგვერდი, 10.11.2022წ. საგადასახდო ორგანოს მიერ გაცემული პოზიციის შესაბამისი ქმედებისათვის შეფარდებული სანქციისაგან გადასახადის გადამხდელის  გათავისუფლების  ღონისძიებები 1. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საჩივრით მიუთითებს, რომ მის მიმართ შეფარდებული ჯარიმა შეეხება  სამეურნეო ოპერაციას, რომელზეც საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ან/და ანგარიშგების/ადმინისტრირების წესების შესრულებისას იხელმძღვანელა ამავე ან/და ანალოგიურ სამეურნეო ოპერაციაზე საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული პოზიციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომელმაც განახორციელა ჯარიმის შეფარდება, უფლებამოსილია საქართველოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს  შეფარდებული სანქციისაგან,  თუ პირი საგადასახადო ორგანოში წარადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული პოზიციის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებას, მათ შორის: ა) საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე გაცემულ წერილობით განმარტებას; ბ) საგადასახადო ორგანოსთან მიმოწერას ელექტრონული ფოსტით - info@rs.ge; გ) საგადასახადო ორგანოს განცხადებას, შეტყობინებას, განმარტებას, ვიდეო რგოლს და სხვა მტკიცებულებას ან/და დოკუმენტს, რომელიც განთავსებულია სსიპ -შემოსავლების სამსახურის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.rs.ge, www.mof.gov.ge, www.matsne.gov.ge; დ) სხვა მტკიცებულებას ან დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება  საგადასახადო ორგანოს პოზიცია. 2. წინამდებარე მეთოდური მითითება არ გამოიყენება, თუ: ა) გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცა შესაბამისი პოზიცია; ბ) განხორციელებული სამეურნეო ოპერაცია არსებითად განსხვავდება იმ სამეურნეო ოპერაციისგან, რომელზე დაყრდნობითაც საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცა შესაბამისი პოზიცია. დანართი №5 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება №14559 - ვებგვერდი, 09.08.2023წ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288​5 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების ღონისძიებები დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288​5 მუხლით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიყენება გაფრთხილება, თუ ერთდროულად კამყოფილდება შემდეგი პირობები: ა) დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის ფაქტის გამოვლენის თარიღის წინა დღის მდგომარეობით 12 კალენდარული თვის განმავლობაში, იმავე ქმედების ჩადენისათვის, პირს პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია; ბ) იმ დაქირავებულ პირზე, რომელზე ინფორმაცია არ არის წარდგენილი დაქირავებულ პირთა რეესტრში, გაცემული შრომის ანაზღაურების თანხები და დაკავებული გადასახადი ასახულია პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ბოლო ორი საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში. შენიშვნა: თუ დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის ერთი პროცესით გამოვლინდა ერთზე მეტი დაქირავებული პირის შესახებ ამავე რეესტრში ინფორმაციის წარუდგენლობის ფაქტი, ამ დანართის მიზნებისათვის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა შესრულებულად ჩაითვლება, თუ გაცემული შრომის ანაზღაურების თანხები და დაკავებული გადასახადი თითოეულ დაქირავებულ პირზე ასახულია პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში.  დანართი №6 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №19617 - ვებგვერდი, 11.08.2023წ. საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათის გამოყენების მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ ცნობის გაცემის ღონისძიებები 1. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათი და „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოს წინა დამქირავებლის მიერ არ წარედგინა შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე, მომსახურების დეპარტამენტი გასცემს ახალ ცნობას, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი პირობები: ა) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, პირს, ბოლო 12 თვის განმავლობაში, არ უფიქსირდება საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა; ბ) წინა დამქირავებელს ორჯერ მაინც გაეგზავნა დოკუმენტი, წერილობითი ფორმით, გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების საგადასახადო ორგანოში წარდგენის შესახებ, და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. 2. ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის იდენტიფიცირებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, მომსახურების დეპარტამენტი გასცემს ახალ ცნობას „გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ.