# ელექტროსტატიკური, სამრეწველო სიხშირის ელექტრული და სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ზონაში მომუშავე-მომსახურე პერსონალის შრომის პირობების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №259/ნ
- მიღების თარიღი: 17.09.2002
- კონსოლიდირებული რედაქცია: 17.09.2002
- სარეგისტრაციო კოდი: 470.230.000.11.119.005.498
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/54448/0
- წყარო: https://legali.ge/law/54448/

> ეს არის 17.09.2002 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. 1. სანიტარიული ნორმები – „10კჰც-60კჰც სიხშირის დაიპაზონის ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები დონეები (ზდდ) შემუშავებულია “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამის

_თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები_

2. რადიოსიხშირეების საერთაშორისო რეგლამენტის შესაბამისად 10-60 კჰც სიხშირეები მიეკუთვნება ძდს (ძალიან დაბალი სიხშირეები 3-30კჰც) და დს (დაბალი სიხშირეები 30-300 კჰც) დიაპაზონებს.
3. 10-60 კჰც სიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ენერგიის წყაროები გამოიყენება რადიოკავშირში, სამრეწველო, სამეცნიერო და სამედიცინო დანიშნულების დანადგარებში. აღნიშნულ დანადგარებს „სამრეწველო, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო დანადგარებში გამოსაყენებლად განკუთვნილი რადიოსიხშირეების ჩამონათვალის” შესაბამისად შეუძლიათ მუშაობა სიხშირეების შემდეგ ზოლებზე: 16,7 – 19,4კჰც; 20,4 – 23,7კჰც; 40 – 48კჰც. მათ მიეკუთვნება ინდუქციური ღუმელები, ფიზიოთერაპიული აპარატები “ულტრატრონი”, დაბალისიხშირიანი ულტრაბგერითი დანადგარები მაგნიტოსტრიქციული გარდამქმნელებით და პიეზოგამომსხივებლებით; 10 – 60კჰც დიაპაზონში თავმოყრილია ვიდეოტერმინალების (დისპლეების) ელექტრომაგნიტური გამოსხივების ენერგიის ძირითადი ნაწილი. პერსპექტივაში მოსალოდნელია 10 – 60კჰც დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ენერგიის წყაროების გაფართოება ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.
4. ელექტრომაგნიტური ენერგიის წყაროების გარემომცველ სივრცეში იქმნება ელექტრული და მაგნიტური ველები. ელექტრული და მაგნიტური ველების ინტენსივობა ფასდება ველის დაძაბულობით და გამოისახება შესაბამისად ვოლტი/მეტრში (ვ/მ) და ამპერი/მეტრში (ა/მ).
5. მომუშავეთა ჯანმრთელობაზე ელექტრომაგნიტური ველის არასასურველი მოქმედების თავიდან ასაცილებლად დგინდება ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები დონეები, რომლებიც წარმოდგენილია წინამდებარე დოკუმენტის თავ II-ში.
6. დოკუმენტის მოთხოვნები ვრეცელდება ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაზე, რომლებიც იყენებენ დანადგარებს ელექტრომაგნიტური ენეგრიის წყაროებით 10 – 60კჰც სიხშირის დიაპაზონში.
თავი II. ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები დონეებ

[https://legali.ge/law/54448/muxli-1/](https://legali.ge/law/54448/muxli-1/)

---

## მუხლი 2. 1. 10 –30კჰც სიხშირის (ძალიან დაბალი სიხშირეები) დიაპაზონში ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობა პერსონალის სამუშაო ადგილებზე არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ ზღვრულად დასაშვებ დონეებს:

_თავი II — ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები დონეები_

ა) 500ვ/მ და 50ა/მ-ს – მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ზემოქმედებისას;
ბ) 1000ვ/მ და 100ა/მ-ს – თუ ზემოქმედების დრო სამუშაო დღის განმავლობაში 2 საათამდეა.
2. 30 – 60კჰც სიხშირის (დაბალი სიხშირეები) დიაპაზონში ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობის ზღვრულად დასაშვები დონეები ზემოქმედების დროსთან დამოკიდებულობით განისაზღვრება ფორმულებით:

E ზდდ და Hზდდ – ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობის ზღვრულად დასაშვები დონეებია ვ/მ; ა/მ, შესაბამისად T ზემოქმედების დრო (სთ). დაძაბულობის მაქსიმალური ზდდ, რომელთა გადაჭარბებაც დაუშვებელია ზემოქმედების დროის მიუხედავად, არის 500ვ/მ და 50ა/მ.
თავი III. გაზომვის საშუალებე

[https://legali.ge/law/54448/muxli-2/](https://legali.ge/law/54448/muxli-2/)

---

## მუხლი 4. ელექტრომაგნიტური ველების დონეების საკონტროლოდ გამოყენებულ აპარატურას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო შემოწმების მოწმობა

_თავი III — გაზომვის საშუალებები_

დანართი 1.
ცხრილი 1

ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობის ზდდ სხვადასხვა ხანგრძლივობით ზემოქმედებისას (ვ/მ; ა/მ)
T(სთ) 8 7 6 5 4 3 2 1 0,5 0,25 0,08 და ნაკლები
Eზდდ. 50 53 58 63 71 82 100 141 200 283 500
Hზდდ 5 5,3 5,8 6,3 7,1 8,2 10 14,1 20 28,3 50

ცხრილი 2
ქვემოთ მოყვანილია გამოსაყენებლად რეკომენდებული რამდენიმე ტიპის ხელსაწყოს ძირითადი მახასიათებლები
დასახელება
ძირითადი დახასიათება
(მოქმედების პრინციპი)
სამუშაო სიხშირის დიაპაზონი
გაზომვის ზღვარი
ცდომილება
1. NFM – 1
ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის გამზომი დიპოლური და ჩარჩოსებრი ანტენებით, რომლებიც ითვალისწინებს ველის პოლარიზაციას
E: 10 კჰც – 350 მჰც
H:100 კჰც – 10 მჰც
E: 2-1500ვ/მ
H: 1- 10 ა/მ
+-20%
2. ¶3 –16
(¶3-15, ¶3-17)
ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის გამზომი იზოტროპული გადამწოდებით
E:10 კჰც – 300 მჰც

H:10 კჰც – 30 მჰც
¶3-16
E:1-1000 ვ/მ
H: 0,5- 16 ვ/მ
¶3-15, ¶3-17
E:1-3000 ვ/მ
H: 0,5- 500 ვ/მ
+-3დბ
3.¶3 - 21
ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის გამზომი იზოტროპული გადამწოდებით
E:10 კჰც – 300 მჰც
H:10 კჰც - 30 მჰც
E: 1-1000 ვ/მ
H:0,5- 16 ა/მ
+-2,5დბ
4.მიკროსტელამეტრი
r- 79
ცვლადი მაგნიტური ველების მაგნიტური ინდუქიის გამზომი (B).
0,02-20კჰც
B 0,02 – 1000 მკტლ
+-5%
შენიშვნა: მაგნიტური ინდუქციის საზომი ერთეულის (ტესლა) გადასაყვანად მაგნიტური ველის დაძაბულობის საზომ ერთეულში ა/მ გამოიყენება გადათვლა:
1ტესლა = 8,105 ა/მ; 1მკტლ = 0,8ა/მ

2.2.4 საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორები
ჰიგიენური მოთხოვნები სამუშაოების შესრულებისადმი სამრეწველო სიხშირის (50ჰც) ელექტრული ველის ზემოქმედების პირობებში
სანიტარიული წესები და ნორმები
სანწდან 2.2.4. 008 – 02
თავი I. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებე

[https://legali.ge/law/54448/muxli-4/](https://legali.ge/law/54448/muxli-4/)

---

## მუხლი 1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები – „ჰიგიენური მოთხოვნები სამუშაოების შესრულებისადმი სამრეწველო სიხშირის (50ჰც) ელექტრული ველის ზემოქმედების პირობებში” (შემდგომში წესები) ადგენენ მოთხოვნებს იმ

_თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები_



[https://legali.ge/law/54448/muxli-1-2/](https://legali.ge/law/54448/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. 1. წინამდებარე წესების მოთხოვნები ვრცელდება სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, სხვა სამინისტროებისა და უწყებების პერსონალზე, რომელთა პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია ღია გამანაწილებელი დანადგარების, 

_თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები_

2. წინამდებარე წესების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პროფესიულად არ არიან დაკავშირებული აღნიშნული დანადგარების ექსპლუატაციასთან, ე.ი. პირებზე, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ ან დროებით იმყოფებიან მათ ახლოს, მათ შორის, ფერმერული მეურნეობების მუშაკები, ექსკურსანტები, ინსპექტორები და ა.შ.
3. ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ნორმატიული დოკუმენტის – „სამრეწველო სახშირის ცვლადი დენის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებით შექმნილი ელექტრული ველის ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის სანიტარიული ნორმები და წესები №2971-84” მოთხოვნათა შესაბამისად

[https://legali.ge/law/54448/muxli-2-2/](https://legali.ge/law/54448/muxli-2-2/)

---

## მუხლი 4. 1. სხვადასხვა ტიპის მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარები, პირველ რიგში, ღია გამანაწილებელი დანადგარები და საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზები წარმოადგენენ 50ჰც სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროს

_თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები_

2. ელექტროდანადგარებთან, ულტრამაღალი და ზემაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებთან, ულტრამაღალი და ზემაღალი ძაბვის ღია გამანაწილებელ დანადგარებთან ახლოს პერსონალის ყოფნისას, მიწის პოტენციალზე მყოფ ადამიანზე ელექტრომაგნიტური გამოსხივების ორი შემდგენლიდან მოქმედებს უპირატესად 50ჰც სიხშირის ელექტრული ველი (იხ. IX თავი). თუ მანძილი ადამიანსა და დენგამტარ ნაწილებს შორის შეესაბამება ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს, მაშინ ჰიგიენური თვალსაზრისით მაგნიტური ველი არ არის მნიშვნელოვანი

[https://legali.ge/law/54448/muxli-4-2/](https://legali.ge/law/54448/muxli-4-2/)

---

## მუხლი 5. 1. ელექტრული ველის ბიოლოგიური მოქმედება განპირობებულია:

_თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები_

ა) ელექტრული ველის უშუალო მოქმედებით;
ბ) ადამიანის სხეულში წანაცვლების დენის გავლით;
გ) ელექტრული ველის მრავლობითი იმპულსური დენის ზემოქმედებით (იხ. IX თავი);
დ) მიწისაგან იზოლირებულ ობიექტებთან – მსხვილგაბარიტიან მანქანებთან და მექანიზმებთან, გამორთულ, მაგრამ ჩაუმიწებელ დენგამტარ ნაწილებიან მოწყობილობებთან (ჩამდინარე დენი) კონტაქტში მყოფი ადამიანის სხეულში გამდინარე დენის ზემოქმედებით.
2. მითითებული ფაქტორების გარდა, აუცილებელია გავითვალისწინოთ საგნებისა და ადამიანების მანქანებთან და მექანიზმებთან შეხებისას ელექტრული განმუხტვის გამო საწვავი მასალისა და ნარევების ორთქლის აალების შესაძლებლობა (მაგ. ავტომობილის ბენზინით გამართვისას)

[https://legali.ge/law/54448/muxli-5/](https://legali.ge/law/54448/muxli-5/)

---

## მუხლი 6. 1. ელექტრული ველის მახასიათებელ ძირითად პარამეტრს მისი დაძაბულობა წარმოდგენს

_თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები_

2. დაძაბულობის ნორმირებად სიდიდედ მიღებულია ელექტრული ველის დაძაბულობა, რომელიც ადამიანისა და საზომი ხელსაწყოების იქ ყოფნით არ არის დამახინჯებული. ის განისაზღვრება (იზომება ან გამოითვლება) ზონაში, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანი სამუშაოს შესრულებისას და გამოიყენება ველის ყველა სახის მოქმედების მახასიათებელ კრიტერიუმად (იხ. IX თავი).
3. ადამიანზე ელექტული ველის ბიოლოგიური მოქმედება განისაზღვრება ელექტრული ველის დაძაბულობით და მისი მოქმედების პირობებში პერსონალის ყოფნის ხანგრძლივობი

[https://legali.ge/law/54448/muxli-6/](https://legali.ge/law/54448/muxli-6/)

---

## მუხლი 7. 1. ადამიანზე ელექტრული ველის სისტემატურმა ზემოქმედებამ, რომლის დონე ზღვრულად დასაშვებს აღემატება, არასასიამოვნო შეგრძნებებთან ერთად შეიძლება მიგვიყვანოს მომუშავეთა იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა ს

_თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები_

2. მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარების არასასურველი ცვლილებების შესაძლო განვითარების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია წინამდებარე წესებში წარმოდგენილი, მომუშავეთა დამცავი ზომებისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება

[https://legali.ge/law/54448/muxli-7/](https://legali.ge/law/54448/muxli-7/)

---

## მუხლი 13. 1. ელექტული ველის ადამიანზე ზემოქმედების ხარისხის შეფასება წარმოებს ორი პარამეტრის – ველის ინტენსივობის და მოქმედების დროის (ხანგრძლივობის) საფუძველზე

_თავი II — ნორმირებადი პარამეტრები და საზომი ერთეულები_

2. ელექტრული ველის (E) მოქმედების ინტენსივობა SI სისტემაში გამოისახება ვ/მ-ში, ჰიგიენურ პრაქტიკაში – ჯერად ერთეულებში.
3. მოქმედების ხანგრძლივობა (T) იზომება საათებში ან წუთებში.

თავი III. 50ჰც სიხშირის ელექტრული ველის დაძაბულობის ზღვრულად დასაშვები დონეები ველის ზემოქმედების ხანგრძლივობის გათვალისწინები

[https://legali.ge/law/54448/muxli-13/](https://legali.ge/law/54448/muxli-13/)

---

## მუხლი 14. 1. ზემოქმედი ელექტრული ველის დაძაბულობის ზღვრულად დასაშვებ დონედ დგინდება 25კვ/მ

_თავი III — 50ჰც სიხშირის ელექტრული ველის დაძაბულობის ზღვრულად დასაშვები დონეები ველის ზემოქმედების ხანგრძლივობის გათვალისწინებით_

2. დაუშვებელია ელექტრულ ველში, რომლის დაძაბულობის დონე 25კვ/მ-ს აღემატება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე ყოფნა.
3. თუ ელექტრული ველის დაძაბულობის დონე 20–25 კვ/მ-ია, პერსონალის ელექტრულ ველში ყოფნის დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
4. პერსონალის ყოფნა ელექტრულ ველში, რომლის დაძაბულობის დონე არ აღემატება 5კვ/მ-ს, დასაშვებია მთელი სამუშაო დღის (8სთ) განმავლობაში

[https://legali.ge/law/54448/muxli-14/](https://legali.ge/law/54448/muxli-14/)

---

## მუხლი 15. 1. ელექტრულ ველში, რომლის დაძაბულობის დონე 5–20კვ/მ-მდეა, პერსონალის ყოფნის დასაშვები დრო გამოითვლება ფორმულით:

_თავი III — 50ჰც სიხშირის ელექტრული ველის დაძაბულობის ზღვრულად დასაშვები დონეები ველის ზემოქმედების ხანგრძლივობის გათვალისწინებით_

სადაც,
E – ზემოქმედი ელექტრული ველის დაძაბულობის დონეა კონტროლირებად ზონაში (კვ/მ).
T – შესაბამისი დაძაბულობის დონის ელექტრულ ველში პერსონალის ყოფნის დრო (სთ).
2. დასაშვები დაძაბულობის გამოთვლა ელექტრულ ველში ყოფნის ხანგრძლოვობის მიხედვით 0,5სთ 8სთ
4.საჭიროა შემცირდეს ყოფნის დრო tE რამდნიმე საკონტროლებელ ზონაში, რათა Tდაყვშემცირდეს 8სთ-მდე, როგორც მე-3 მაგალითშია მოცემული.

მაგალითი 3.
1. E3 დაძაბულობის მქონე ზონაში პერსონალის ყოფნის დასაშვები დროის გამოთვლაE1 და E2 დაძაბულობის მქონე ზონებში ყოფნის დროის ცოდნის შემთხვევაში.
2. E1=6,0 kv/m tE1=3,5sT TE1=6,3sT
E2=10,0 kv/m tE2=0,5sT TE2=3,0sT
E3=18,0 kv/m tE3=X TE3=0,8sT
3.Tდაყვ=8სთ
4. 3,5 0,5 X
8= 8( ––––– + ––––– + –––––)
6,3 3,0 0,8
5. 3,5 0,5 X
1= ––––– + ––––– + –––––
6,3 3,0 0,8
6. X 3,5 0,5
––––– = 1 – ––––– –––––
0,8 6,3 3,0
7. X
––––– = 0,27 X=0,8 0,27 = 0,217სთ.
0,8
8. დასკვნა tE3 =0,217სთ.
თავი XII. ელექტრული ველის დაძაბულობის გამზომი ხელსაწყოების
მოკლე აღწერა და ტექნიკური მახასიათებლებ

[https://legali.ge/law/54448/muxli-15/](https://legali.ge/law/54448/muxli-15/)

---

## მუხლი 57. 1. ელექტრული ველის დაძაბულობის გასაზომად ღია გამანაწილებელ დანადგარში და საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზების ახლოს შეიძლება გამოყენებული იყოს:

_თავი XII — ელექტრული ველის დაძაბულობის გამზომი ხელსაწყოების_

ა) ხელსაწყოები გადამწოდით, რომელიც წარმოადგენს დიპოლს (ერთკოორდინატიანი); მათ მიეკუთვნებიან GP–1V და NFM –1 ტიპის ხელსაწყოები;
ბ) ხელსაწყოები მრავალ ელემენტიანი გადამწოდით; მათ მიეკუთვნებიან GBYცG-1 ტიპის ხელსაწყოები;
გ) BYცG –ის ტიპის ხელსაწყოები სამკოორდინატიანი გადამწოდით.
გამზომი საშუალებებიდან სახელმწიფო რეესტრში შეტანილია მხოლოდ NFM –1 ტიპის ხელსაწყო

[https://legali.ge/law/54448/muxli-57/](https://legali.ge/law/54448/muxli-57/)

---

## მუხლი 58. 1. GP–1V ტიპის ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლებია:

_თავი XII — ელექტრული ველის დაძაბულობის გამზომი ხელსაწყოების_

ა) ელექტრული ველის გაზომვის საზღვრები, კვ/მ . . . . . . 0.1-100;
ბ)ქვედიაპაზონზე სკალის ბოლო ნიშნულის მნიშვნელობები, I - 0,1 კვ/მ, II - 1,0 კვ/მ, III - 10 კვ/მ, IV - 30 კვ/მ, V - 100 კვ/მ;
გ) ძირითადი ცდომილება ნორმალურ პირობებში ერთგვაროვანი ელექტრული ველის დაძაბულობის ნამდვილი მნიშვნელობებიდან, % – 5;
დ) დამატებითი ცდომილება ტემპერატურის ცვლილებებისაგან ყოველ 100C -ზე ძირითადი ცდომილებისაგან, % – 5;
ე) უწყვეტი მუშაობის დრო აკუმულატორის შემუხტვის გარეშე, სთ -7;
გაბარიტული ზომები, მმ;
ვ)გამზომი ბლოკ-სფერო დიამეტრით – 120;
ზ)საიზოლაციო შტანგა სიგრძით – 700;
თ)საერთო მასა, კგ – 1;
ი)ხელსაწყოს კვება ხორციელდება სამი მიმდევრობით ჩართულ D –025ტიპის აკუმულატორით, ერთი აკუმულატორის ნორმალური ძაბვით 1,2ვ. მაქსიმალური განმუხტვის დენი სამუშაო რეჟიმში – არა უმეტეს 30მა.
2. GP–1V ტიპის ხელსაწყო შედგება გამზომი ბლოკისაგან, რომელიც შესრულებულია ლითონის სფეროს სახით, დამაგრებულია ტელესკოპურ საიზოლაციო შტანგაზე და შეიცავს: ერთკოორდინატიან გადამწოდს, რომელიც წარმოადგენს დიელექტრიკით გაყოფილ ორი ლითონის ნახევარსფეროს (ნახევარსფეროები იმავდროულად წარმოადგენენ ხელსაწყოს კორპუსსაც); გადამწოდის სიგნალის დამუშავების მოწყობილობას; ამთვლელ მოწყობილობას; კვების წყაროს. ხელსაწყოს კორპუსთან სახელურის მიერთებისას ირთვება კვებაც. ცვლადი დენის გამაძლიერებელი შესრულებულია როგორც დიფერენციალური. 220ვ ძაბვის ცვლადი დენის წყაროსაგან აკუმულატორის დამმუხტავი მოწყობილობა ჩამონტაჟებულია ხელსაწყოს კორპუსში. ხელსაწყოს აქვს მისი კვების ძაბვის მაკონტროლებელი მოწყობილობა. კვების ძაბვის შემდგომი დაწევის დაუშვებლობის შემთხვევაში (2,8) სიგნალიზატორის სინათლის დიოდი ქრება

[https://legali.ge/law/54448/muxli-58/](https://legali.ge/law/54448/muxli-58/)

---

## მუხლი 59. NFM –1 ტიპის ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლებია:

_თავი XII — ელექტრული ველის დაძაბულობის გამზომი ხელსაწყოების_

ა) ელექტრული ველის დაძაბულობის გაზომვის საზღვრები, კვ/მ – 0,5(40;
ბ)ძირითადი ცდომილება ნორმალურ პირობებში ერთგვაროვანი ელექტრული ველის დაძაბულობის ნამდვილი მნიშვნელობისგან,
% – +20;
გ)გამზომი ბლოკის გაბარიტული ზომები, მმ:
დ)სიმაღლე – 185;
ე)სიგანე – 165;
ვ)სიღრმე – 55;
ზ)საერთო მასა, კგ – 2.
თ)გარემოს ჰაერის ტემპერტურა გაზომვების ჩატარებისას – 100C – +400C.
2. გათვალისწინებულია შესწორების შეტანა ტემპერატურული ცდომილების შემცირების მიზნით -100C –ზე ნაკლები და +300C-ზე მაღალი ტემპერატურის დროს, გაზომილი სიდიდეების გამრავლებით შესწორების კოეფიციენტზე, რომელიც განისაზღვრება ხელსაწყოზე თანდართული დიაგრამის მიხედვით.
3. ხელსაწყოს კვება ხორციელდება RHJYF-ს ტიპის ერთი ბატარეით Hნომ=9ვ. NFM –1 ხელსაწყო შედგება საიზოლაციო მასალისაგან დამზადებულ სახელურზე დამაგრებული გადამწოდის და ცალკე გამზომი ბლოკისაგან. დიპოლის ორ ნახევარს შორის მოთავსებულია კოქსიალური (თანაღერძული) კონდესატორი, რომელშიც მოთავსებულია დიოდი. შიგ ჩამონტაჟებულია წინაღობების ჯაჭვი. წინაღობები ელექტრულად შეერთებულია დიოდთან (ეკრანირებული კაბელის მეშვეობით) გამზომ ბლოკთან. ეკრანირებული გამზომი ბლოკი მოთავსებულია გარსაცმში, რომლსაც აქვს ჩამოსაკიდებელი თასმა. გათვალისწინებულია კვების ძაბვის და ნულოვანი მდგომარეობის კონტროლი

[https://legali.ge/law/54448/muxli-59/](https://legali.ge/law/54448/muxli-59/)

---

## მუხლი 60. 1. GBYცG-1ტიპის ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლებია: (მოყვანილია ხელსაწყოს საცდელი ნიმუშების მონაცემები. სერიული ხელსაწყოების ზოგიერთი მახასიათებელი შეიძლება განსხვავდებოდეს მოყვანილისაგან)

_თავი XII — ელექტრული ველის დაძაბულობის გამზომი ხელსაწყოების_

ა) ელექტრული ველის დაძაბულობის გაზომვის საზღვრები, კვ/მ – 0,1 - 100;
ბ) ქვედიაპაზონზე სკალის ბოლო ნიშნულების მნიშვნელობა, I – 1 კვ/მ; II – 2,5 კვ/მ; III – 10 კვ/მ; IV – 25 კვ/მ; V – 100 კვ/მ.
გ)ძირითადი ცდომილება ნორმალურ პირობებში ერთგვაროვანი ელექტრული ველის დაძაბულობის ნამდვილი მნიშვნელობიდან, % – 10;
დ)გაბარიტული ზომები, მმ:
ე)გამზომი ბლოკ-სფერო დიამეტრით – 160;
ვ)საიზოლაციო შტანგა სიგრძით – 1300;
ზ)მასა, კგ – 2.
2. GBYცG-1ტიპის ხელსაწყო შესრულებულია ორპოლუსიანი გადამწოდის სახით 16 მგრძნობიარე ელექტროდით (სფერული სეგმენტებით), რომელიც განლაგებულია ზედა ნახევარსფეროზე და ელექტრონული სქემით, რომელიც საშაულებას იძლევა საჭირო სისწრაფით გამოიკითხოს' ყველა მგრძნობიარე ელექტროდი და შეირჩეს ის, რომელზეც ინდუცირებულ გასაზომ ელექტრული ველის მუხტს აქვს მაქსიმალური მნიშვნელობა. ხელაწყოს აქვს ინფორმაციის გამოსახვის ანალოგური სისტემა.
3. კომპლექტში შედის გრადიურების შესამოწმებელი ხელსაწყო. გათვალისწინებულია სტრიქონქვეშა რეზისტორებთან მიდგომა ხელსაწყოს დასაყენებლად რეჟიმებში «0» «(» აგრეთვე, კვების კონტროლი

[https://legali.ge/law/54448/muxli-60/](https://legali.ge/law/54448/muxli-60/)

---

## მუხლი 61. 1. BYცG ტიპის ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლებია: (მოყვანილია წინასწარი მონაცემები. სერიული ხელსაწყოს ანალოგიური მონაცემები შეიძლება განსხვავდებოდეს მოყვანილისაგან)

_თავი XII — ელექტრული ველის დაძაბულობის გამზომი ხელსაწყოების_

ა) ელექტრული ველის დაძაბულობის გაზომვის საზღვრები, კვ/მ:
ბ)გაზომვის ქვედიაპაზონები, კვ/მ:
გ)ძირითადი       – 25-50;
– 10-25
– 5-10
დ) დამატებითი      – 2,5-5,0
– 1,0-2.5
– 0,5-1,0
ე) ძირითადი ცდომილება ნორმალურ პირობებში ერთგვაროვანი ელექტრული ველის დაძაბულობის ნამდვილი მნიშვნელობიდან % – 5%;
ვ) გაბარიტული ზომები, მმ;
ზ) გამზომი ბლოკ-სფერო დიამეტრით – 120;
თ) საიზოლაციო შტანგა სიგრძით – 1200;
ი) მასა, კგ – 1,4.
2. BYცG-ის ტიპის ხელსაწყო შედგება სფეროს ფორმის გამზომი ბლოკისაგან, რომელიც დამაგრებულია საიზოლაციო შტანგაზე და შეიცავს: ელექტრული ველის დაძაბულობის სამკოორდინატიან სფერულ გადამწოდს, რომელიც ამავე დროს, ხელსაწყოს კორპუსის როლს ასრულებს; ანალოგურ-ციფრულ გამომთვლელ მოწყობილობას, რომელიც შედგება: წამიერი მნიშვნელობების კვადრატების, წამიერი მნიშვნელობების შემაჯამებლის, ამპლიტუდური დეტექტორის ამთვლელი მოწყობილობისა და კვების ბლოკისაგან.
3. სამკოორდინატიანი გადამწოდი შედგება ღრუ სფეროსაგან სამი ერთნაირი სფერული სეგმენტით, რომლებიც იზოლირებულია როგორც ერთმანეთის, ისე სფეროსაგან და კონცენტრულად არიან განლაგებული სფეროს მიმართ. სფერული სეგმენტების ცენტრები განლაგებულია სამი ორთოგონალური ღერძის გასწვრივ, ამასთან, კოორდინატთა ორთოგონალური სისტემის სათავე ემთხვევა სფეროს ცენტრს.
4. ანალოგურ-ციფრული გამომთვლელი მოწყობილობა, რომელიც შესრულებულია ინტეგრალურ სქემებზე, საშუალებას იძლევა თანმიმდევრულად განხორციელდეს სამკოორდინატიანი გადამწოდის სიგნალების დამუშავება, გადამწოდის სიგნალების წამიერი მნიშვნელობების კვადრატში აყვანით, შეჯამებით, გადამწოდის სიგნალების კვადრატების ჯამიდან მაქსიმალური წამიერი მნიშვნელობების გამოყოფით. გათვალისწინებულია ჩვენებების პირდაპირი ათვლა და მათი დამახსოვრება.

2.2.4 საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორები
ელექტროსტატიკური ველის დაძაბულობის და იონური დენის
სიმკვრივის დასაშვები დონეები ქვესადგურების და ულტრამაღალი
ძაბვის მუდმივი დენის საჰაერო ხაზების პერსონალისათვის
სანიტარიული ნორმები
სანნ 2.2.4. 007 – 02
თავი I. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებებ

[https://legali.ge/law/54448/muxli-61/](https://legali.ge/law/54448/muxli-61/)

---

## მუხლი 1. 1. სანიტარიული ნორმები – „ელექტროსტატიკური ველის დაძაბულობის, იონური დენის სიმკვრივის დასაშვები დონეები ქვესადგურების და ულტრამაღალი ძაბვის მუდმივი დენის საჰაერო ხაზების პერსონალისათვის” შემუშავებულია

_თავი I — გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები_

2. წინამდებარე სანიტარიული ნორმები ვრცელდება ელექტროსტატიკურ ველებსა (ესვ) და იონურ დენებზე, რომლებიც წარმოიქმნება ულტრამაღალი ძაბვის მუდმივი დენის ელექტროდანადგარებით, პერსონალის სამუშაო ადგილებზე ადგენენ ესვ დაძაბულობის, იონური დენის სიმკვრივის დასაშვებ დონეებს მიწის დონეზე, ასევე მოთხოვნებს კონტროლის ჩატარებისადმი
3. ულტრამაღალი ძაბვის მუდმივი დენის ელექტროდანადგარები სამუშაო ზონაში ქმნიან ელექტროსტატიკურ ველებს და აერონებს, რომლებიც დენგამტარი ნაწილების კორონირების შედეგად წარმოიქმნება. ესვ-ში აერიონების მოძრაობა ქმნის იონურ დენს.
4. მუდმივი დენის მაღალვოლტიანი დანადგარების მომსახურეობისას ადამიანი განიცდის ესვ და იონური დენის კომბინირებულ ზემოქმედებას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და ორგანიზმის სხვა სისტემების არასასურველი ცვლილებები.
თავი II. ელექტროსტატიკური ველის დაძაბულობის და
იონური დენის სიმკვრივის დასაშვები დონეებ

[https://legali.ge/law/54448/muxli-1-3/](https://legali.ge/law/54448/muxli-1-3/)

---

## მუხლი 2. 1. ესვ დაძაბულობის და იონური დენის სიმკვრივის დასაშვები დონეები დგინდება სამუშაო აგილებზე პერსონალის ყოფნის დროსთან დამოკიდებულებით

_თავი II — ელექტროსტატიკური ველის დაძაბულობის და_

2. ესვ დაძაბულობის ზღრულად დასაშვები დონე (E ზღ) დგინდება საათის განმავლობაში 60კვ/მ-ის ტოლი. ესვ ადამიანის ყოფნა დაძაბულობით 60 კვ/მ-ზე მეტი, დაცვის საშუალებების გარეშე დაუშვებელია.
3. ესვ დაძაბულობისას 15 კვ/მ-ზე ნაკლები და თუ იონური დენის სიმკვრივე არ აღემატება 20ნა/მ2-ს, ადამიანის ყოფნის დრო დასაშვებია მთელი სამუშაო დღის განმავლობაში.
4. ესვ დაძაბულობისას 150დან 20 კვ/მ-დე და იონური დენის სიმკვრივისას არა უმეტეს 25ნა/მ2-ისა, ადამიანის ყოფნის დასაშვები დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 საათს.
5. ესვ დაძაბულობისას 20კვ/მ და მეტი, პერსონალის ყოფნის დასაშვები დროის გამოთვლა წარმოებს გრაფიკის (დანართი 1), ან ფორმულის მიხედვით:

სადაც tდას – დასაშვები დრო, სთ; Eზღ – ესვ დაძაბულობის ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობა, 60კვ/მ-ის ტოლი; t1 – დრო, 1 საათის ტოლი, რომლის განმავლობაში დასაშვებია ზღ (სახელმწიფო სტანდარტის 12.1.045-84 მიხედვით);
Eფ და iფ - ესვ დაძაბულობის და იონური დენის სიმკვრივის ფაქტობრივი მნიშვნელობები, -ემპირიული კოეფიციენტი 0,25 კვ*მ/ნა –ის ტოლი.

თავი III. მოთხოვნები სამუშაო ადგილებზე კონტროლის ჩატარებისადმ

[https://legali.ge/law/54448/muxli-2-3/](https://legali.ge/law/54448/muxli-2-3/)

---

## მუხლი 3. 1. იონური დენის დაძაბულობის და სიმკვრივის გაზომვისას დაცული უნდა იქნეს ზღვრულად დასაშვები მანძილი გაზომვის მწარმოებელი ოპერატორისა და გაზომვის ხელსაწყოებიდან ძაბვის ქვეშ მყოფ დენგამტარ ნაწილებამდე მომ

_თავი III — მოთხოვნები სამუშაო ადგილებზე კონტროლის ჩატარებისადმი_

2. ესვ დაძაბულობა იზომება მშრალ ამინდში (ნალექების გარეშე) მიწის დონეზე არანაკლებ სამჯერ და განმსაზღვრელად ითვლება გაზომილი მნიშვნელობებიდან უდიდესი მნიშვნელობა. გაზომვები უნდა წარმოებდეს ხელსაწყოებით, რომელთა ცდომილება არა უმეტეს +10%-ია (დაძაბულობის გამზომი ცCG BYVG – 11L სახელმწიფო რეესტრი №974684 პრ.200 პ. 22 14.11.84).
3. სამუშაო ადგილზე იონური დენის სიმკვრივე განისაზღვრება დენის გაზომვის გზით 1მ2 ფართობის დამცველი რგოლით აღჭურვილი ლითონური ფირფიტის გავლით. დასაშვებია 0,25მ2 ფართობის ფირფიტის გამოყენება შემდგომი გადათვლით. ჩამოდინების დენის გაზომვა წარმოებს მუდმივი დენის ნანოამპერმეტრის საშუალებით, მგრძნობელობით არანაკლებ 10-10 ამპერი, რომელიც ჩართულია ჩამიწებული ფირფიტის გამომყვანის და მიწას შორის დაეკრანებული კაბელის გავლით. გარდამქმნელი ქვესადგურის ღია ნაწილში და საჰაერი ხაზების ახლოს სამუშაო ადგილზე იონური დენის სიმკვრივე იზომება მშრალ ამინდში (ნალექების გარეშე) ქარის სიჩქარისას 2მ/წმ-ზე ნაკლები და შეფარდებითი ტენიანობისას – არანაკლებ 60%.
4. პერსონალის ყოფნის დასაშვები დრო ქვესადგურის ღია ნაწილში და საჰაერო ხაზების ახლოს, ნალექების და ჭირხლისას (მოყინვისას) განისაზღვრება ფორმულის (თავი II, მუხლი 2, პუნქტი 5) მიხედვით, ან გრაფიკიდან იონური დენის სიმკვრივის მნიშვნელობის 10-ჯერადი გადიდებით.
5. ესვ დაძაბულობის და იონური დენის სიმკვრივის დასაშვები დონეების დაცვისადმი კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა) მუდმივი დენის ელექტროგადაცემის ახალი ხაზების ექსპლუატაციაში გაშვებისას;
ბ) დანადგარების კონსტრუქციების, სამუშაო რეჟიმების, დაცვის საშუალებების, სამუშაო ადგილების ყოველი ცვლილებისას;
გ) მიმდინარე სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობის წესით – ორ წელიწადში ერთხელ.
6. დაპროექტების სტადიაში დასაშვებია ესვ დაძაბულობის და იონური დენის სიმკვრივის განსაზღვრა ელექტროგადამცემის ხაზების და ელექტრული გამანაწილებელი დანადგარების ახლოს გამოთვლითი მეთოდით

[https://legali.ge/law/54448/muxli-3-3/](https://legali.ge/law/54448/muxli-3-3/)
