“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1999 წლის 12 აგვისტოს №2-196 ბრძანებით დამტკიცებულ ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში დამატების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-131
სარეგისტრაციო კოდი
300.390.000.11.113.005.505
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 30/09/2002

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი    300.390.000.11.113.005.505

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-131

2002 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1999 წლის 12 აგვისტოს №2-196 ბრძანებით დამტკიცებულ ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების მე-17 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1999 წლის 12 აგვისტოს №2-196 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებას დაემატოს 991 პუნქტი შემდეგი რედაქციის:

„991 ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ეფექტიანად და ეკონომიურად ხარჯვის მიზნით დეპარტამენტის სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებას საფინანსო-საბუღალტრო მომსახურებას უწევს დეპარტამენტის ბუღალტერია”.

2. ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვ. გვარჯალაძემ უზრუნველყოს ამ ბრძანების „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო რეესტრში გატარება და გამოქვეყნება.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 3 სექტემბრის №2-120  ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1999 წლის 12 აგვისტოს №2-196 ბრძანებით დამტკიცებულ ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებაში დამატების შეტანის შესახებ”.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ დ. შერვაშიძეს.

დ. კირვალიძე