წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მეწარმეობის გნვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 29.04.2022
ძალის დაკარგვა 28.06.2022
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016633
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,201 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2022 მიღება
28.06.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზი ჭეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
შერჩევის კრიტერიუმი
ჯამი 100
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მეწარმეობის გნვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2022 წლის 29 აპრილი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მეწარმეობის გნვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეწარმეობის განვითარების პროგრამის  განხორციელების წესი თანახმად №1 დანართისა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს პროგრამის ბიზნეს იდეის ფორმა თანახმად №2 დანართისა. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ბიზნეს გეგმის შეფასების ფორმა თანახმად №3 დანართისა. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი დანართი №1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეწარმეობის განვითარების პროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეწარმეობის განვითარების პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) განხორციელების წესი წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეწარმეობის განვითარების საბიუჯეტო პროგრამის განხორციელების ძირითად საფუძველს და მარეგულირებელ აქტს. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზნები პროგრამის მიზნებს წარმოდგენს: ა) სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერა; ბ) აგროტურისტული პოტენციალის განვითარება; გ) ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა; დ)  დასაქმების ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) თანასწორობა; გ) საჯაროობა; დ) მიუკერძოებლობა; ე) კოლეგიურობა; ვ) საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა. მუხლი 4🔗. პროგრამის პარტნიორი 1. პროგრამის პარტნიორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი: ა) ვისგანაც მუნიციპალიტეტს გააჩნია გრანტის მიღების უფლება; ბ) რომელიც არაფინანსურად  მხარს უჭერს პროგრამის განხორციელებას. მუხლი 5🔗. პროგრამის საკოორდინაციო სამდივნო 1. პროგრამის საკოორდინაციო სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), წარმოადგენს წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) სათათბირო ორგანოს, რომელიც იქმნება  მერის ბრძანების საფუძველზე, პროგრამის კოორდინაციის, კონკურსის ორგანიზების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნით. 2. სამდივნოს შემადგენლობაში სავალდებულოდ და თანამდებობრივად შედიან: ა) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელი; ბ) საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის წარმომადგენელი; გ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯომარე; დ) მერის მოადგილე; ე) მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური; ვ) მერიის იურიდიულ საკითხთა განყოფილების წარმომადგენელი; ზ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი; თ) ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელი; ი) მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი. 3. მერი უზრუნველყოფს სამდივნოში, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და დასაქმების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო/ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელების და თემატური ექსპერტების მონაწილოებას,  მათი მიმართვის საფუძველზე. 4. სამდივნოს საქმიანობას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს მერის მოადგილე. 5. სამდივნოს საქმიანობის წესი, შემადგენლობა და  სამდივნოს წევრთა შემადგენლობის ცვლილება მტკიცდება მერის ბრძანებით, პროგრამის ბენეფიციარების, სამიზნე მუნიციპალიტეტ(ებ)ისა და შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის ცვლილების შესაბამისად. მუხლი 6🔗. პროგრამის საკონკურსო კომისია 1. პროგრამის ფარგლებში მიღებული განაცხადებიდან გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის მიზნით, იქმნება  საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია).  2. კომისიის შემადგენლობას სამდივნოს წარდგინებით წელიწადში ერთხელ ამტკიცებს მერი. 3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) მერის მოადგილე; ბ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯომარე; გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი; დ) ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი; ე) პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელები; ვ) ადგილობრივი არასამთავრობო ოგანიზაციის წარმომადგენელი. მუხლი 7🔗. პროგრამაში მონაწილეობის პირობები და პროგრამის ბენეფიციარი 1. პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწლეობას იღებს წყალტუბოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული: ა) 18 წელს  მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც პროექტის გამარჯვების შემთხვევაში წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება; ბ) ინდივიდუალური მეწარმე; გ) მეწარმე იურიდული პირი. 2. ბიზნეს იდეის წარდგენა ასევე შეუძლია ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და მეწარმე იურიდიულ პირს, რომელიც არ არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 3. პროგრამის ბენეფიციარად (შემდგომში - ბენეფიციარი) ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გადალახავს პროგრამის ბიზნეს იდეების გადარჩევის ეტაპს ან/და  გამარჯვებული პროექტის ავტორია. 4. პროგრამის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს: ა) საჯარო მოსამსახურე ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად); ბ) პოლიტიკური თანამდებობის პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად); გ) ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ ან/და მათი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიულ პირებში დასაქმებული პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად). მუხლი 8🔗. პროგრამის დაფინანსება 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი (პროგრამული კოდი: 02 11) და პარტნიორი ორგანიზაციიდან მოზიდული სახსრები, რომელიც უნდა შეადგენდეს პროგრამის საერთო ბიუჯეტის არანაკლებ 50%-ს. 2. პროგრამის დაფინანსების მიზნით პარტნიორი ორგანიზაციებისგან მოზიდული ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 3. მერი უფლებამოსილია პროგრამის განხორციელების წლის ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს ან მოამზადოს საბიუჯეტო ცვლილების პროექტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში, სადაც გათვალისწინებული იქნება ხარჯები, პროგრამის საინფორმაციო კამპანიის და პროგრამის საგანმანათლებლო აქტივობების დასაფინანსებლად. მუხლი 9🔗. პროგრამის განხორციელების ეტაპები 1. პროგრამა მოიცავს განხორციელების შემდეგ ეტაპებს: ა) ბიზნეს იდეების კონკურსის გამოცხადება; ბ) ბიზნეს იდეების მიღება; გ) ბიზნეს იდეების გადარჩევა; დ) ბენეფიციარების გადამზადება; ე) ბიზნეს გეგმების წარდგენა; ვ) ბიზნეს გეგმების შეფასება; ზ) გამარჯვებული პროექტების გამოცხადება; თ) გამარჯვებული პროექტების დაფინანსება; ი) გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი; კ) პროგრამის შეფასება. მუხლი 10🔗. კონკურსის გამოცხადება 1. ბიზნეს იდეების კონკურსს  სამდივნოს  წარდგინებით აცხადებს მერი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებიდან ორი თვის ვადაში. 2. ბიზნეს იდეების წარმოსადგენად საჭირო ფორმა მტკიცდება ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად. მუხლი 11🔗. ბიზნეს იდეების მიღება 1. ბიზნეს იდეები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში, როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით (tskaltubo1@gmail.com) და მას ენიჭება სპეციალური ნომერი. 2. სამდივნოს ხელმძღვანელის დავალებით, სამდივნოს ერთ-ერთი წევრს ეკისრება პასუხიმგებლობა, მიიღოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში რეგისტრირებული განაცხადები და შემოსული განაცხადის ფორმის არასწორად/არასრულად შევსების ან კონკურსის პირობებთან შეუსაბამო სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კონკურსანტებს აღმოუჩინოს შესაბამისი საინფორმაციო მხარდაჭერა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება  გაგრძელდეს ბიზნეს იდეების მიღების დასრულებიდან არაუმეტეს ერთი კვირისა. მუხლი 12🔗. ბიზნეს იდეების გადარჩევა 1. ბიზნეს იდეების გადარჩევას უზრუნველყოფს პროგრამის სამდივნო კონკურსის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში. 2. ბიზნეს იდეების გადარჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: ა) ბიზნეს იდეის ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირია (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე); ბ) ბიზნეს იდეის ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს; გ) ბიზნეს იდეის ავტორი ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან/და მეწარმე იურიდიული პირია, რომელიც არ არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; დ) ბიზნეს იდეა მოიცავს წარმოებას ან მომსახურების მიწოდებას, აგრარული, ტურისტული ან აგროტურისტული მიმართულებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან; ე) განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 15,000 ლარს; ვ) იდეის ავტორი არ წარმოადგენს ამ დანართის მე-7 მუხლის, მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს; ზ) იდეის ავტორი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში; თ) სრულად არის შევსებული ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული ბიზნეს იდეის ფორმა. მუხლი 13🔗. პროგრამის სასწავლო კომპონენტი 1. პროგრამის სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ქვეკომპონენტებს: ბიზნეს გეგმის შედგენის, საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმების, ფინანსების, მარკეტინგის შესახებ, ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის თემებს და სხვა რელევანტურ საკითხებს. 2. მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს სასწავლო მოდულის შეთავაზებას ბენეფიციარებისთვის. 3. სასწავლო კურსის წარმატებით გავლა დასტურდება სერტიფიკატით. სერტიფიცირებულ ბენეფიციარებს  უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს გეგმების წარდგენის ეტაპზე. 4. სასწავლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს პირისპირ, დისტანციურ ან ჰიბრიდულ ფორმატში. პროგრამის პირისპირ ფორმატში ჩატარების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ითვალისწინებს მონაწილეთა საჭიროებებს, მათ შორის უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში), მისაწვდომობას შშმ მონაწილეებისთვის უნივერსალური მისადაგების პრინციპზე დაყრდნობით. მუხლი 14🔗. ბიზნეს გეგმების წარდგენა 1. სასწავლო პროგრამის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში, ბენეფიციარები სამდივნოს წარუდგენენ  ბიზნეს გეგმებს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 2. ბიზნეს გეგმები მიიღება მუნიციპალიტეტის კანცელარიაში და მას ენიჭება ინდივიდუალური ნომერი. 3. სამდივნოს ხელმძღვანელის დავალებით, სამდივნოს ერთ-ერთი წევრს ეკისრება პასუხიმგებლობა, მიიღოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში რეგისტრირებული ბიზნეს გეგმები და მოამზადოს კომისიისთვის გადასაცემად. მუხლი 15🔗. ბიზნეს გეგმების შეფასება 1. ბიზნეს გეგმების შეფასებას უზრუნველყოფს პროგრამის საკონკურსო კომისია. 2. ბიზნეს გეგმების შეფასება შედგება ორი ეტაპისგან: ა) ფორმალური შეფასება; ბ) გასაუბრება. 3. გასაუბრების ეტაპი შესაძლებელია ასევე მოიცავდეს ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობას. 4.  შეფასების მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენს 100 ქულას, რომელიც ნაწილდება შემდეგი წესით: ა) ფორმალური შეფასება – მაქსიმალური ქულა 40; ბ) გასაუბრება – მაქსიმალური ქულა 35; გ) დამწყები ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი – 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად); დ) სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი  – 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად); ე) ქალი განმცხადებელი – 10 ქულა (ენიჭება ავტომატურად); ვ) შშმ ან საპენსიო ასაკს მიღწეული პირი განმცხადებელი – 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად); 5. ბიზნეს გეგმების შეფასების ფორმა მტკიცდება დანართი №3 -ის შესაბამისად. მუხლი 16🔗. გამარჯვებული პროექტების გამოცხადება 1. გამარჯვებული პროექტების შესახებ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას იღებს და მერს წარუდგენს, საკონკურსო კომისია, შეფასების პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. 2. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მინიმალური რაოდენობა უდრის პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხის მოცულობა (არ იანგარიშება სასწავლო და საინფორმაციო მხარდაჭერის კომპონენტებისთვის გამოყოფილი თანხა) გაყოფილი 15 000-ზე. 3. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის სულ მცირე ნახევარი განაწილდება სარეიტინგო სიაში საუკეთესო შედეგების მქონე ქალ განმცხადებლებზე. 4. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის მე-3 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა ვერ სრულდება, დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის ნახევარი ნაწილდება სარეიტინგო სიაში მყოფ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებზე, დარჩენილი რაოდენობა კი ივსება სარეიტინგო სიაში მყოფი ქალი კანდიდატებით, მათი შედეგების რიგითობის გათვალისწინებით. 5. საკონკურსო კომისიის ყველა წევრი ავსებს ამ დადგენილების #3 დანართით განსაზღვრულ შეფასების ფორმას და ყველა წევრის შეფასების ჯამური ქულის გათვალისწინებით დგება პროექტების რეიტინგული სია, საიდანაც გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება ამ მუხლის მე-2-მე-4  პუნქტებით განსაზღვრული წესების გათვალისწინებით. 6. გამარჯვებული პროექტის ავტორ ფიზიკურ პირს, გამარჯვებულად გამოცხადების მომენტიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 10 კალენდარულ დღეში, წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება. მუხლი 17🔗. პროექტების დაფინანსების წესი 1. პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორსა და მუნიციპალიტეტს შორის ფორმდება  ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი პროექტი და დაფინანსების მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 15 000 ლარს. 3. კომისიის გადაწყვეტილებით ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა შეიძლება დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ. 4. ბიზნეს გეგმის ნაწილობრივ დაფინანსების გადაწყვეტილება კომისიის მიერ საჭიროებს წერილობით დასაბუთებას. 5. პროექტის დაფინანსებისთვის გადაცემული თანხის სრული ათვისება უნდა მოხდეს პროგრამის მიმდინარეობის წლის ბოლომდე. აუთვისებელი თანხა რჩება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 6. პროექტის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით გათვალისწინებული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვისთვის ბენეფიციარისთვის თანხის ჩარიცხვა ხდება ეტაპობრივად, ხარჯის გაწევის წინასწარ წარმოდგენილი დოკუმენტის (ინვოისი) მიხედვით. მუხლი 18🔗. გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი 1. სამდივნოს ხელმძღვანელი, მერის ბრძანებით, ბენეფიციარების მიერ მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით, სამდივნოს წევრებისგან ქმნის სამუშაო ჯგუფს. 2. სამუშაო ჯგუფი ბიზნეს გეგმის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხების ათვისების დაწყებიდან მისი სრულად ათვისებამდე პერიოდში, ბენეფიციართა საქმიანობის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მონიტორინგს ახორციელებს  არანაკლებ  2-ჯერ. 3. მონიტორინგის ფორმები და მეთოდოლოგია მტკიცდება მერის ბრძანებით. მუხლი 19🔗. პროგრამის შეფასება 1. პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით სამდივნო შეიმუშავებს და ამტკიცებს პროგრამის განხორციელების წლიურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს როგორც რაოდენობრივ (დასაქმებულთა ოდენობა, წლიური შემოსავლის ზრდა), ისე თვისობრივ მაჩვენებლებს. 2. პროგრამის განხორციელების წლიურ ანგარიშს საკრებულოს წარმოუდგენს სამდივნოს ხელმძღვანელი, არაუგვიანეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენამდე. 3. საკრებულო ცნობად იღებს და აფასებს პროგრამის განხორციელების წლიური ანგარიშს. მუხლი 20🔗. პროგრამის საინფორმაციო კამპანია კონკურსის გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე სამდივნო შეიმუშავებს და მერი ამტკიცებს  პროგრამის საინფორმაციო კამპანიის და კომუნიკაციის გეგმას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, განსახორციელებელი აქტივობების, მხარდამჭერი ორგანიზაციების,  საკონტაქტო პირების, ვადებისა და შესრულების ინდიკატორების შესახებ. მუხლი 21🔗. პროგრამის განხორციელების გამჭვირვალობის სტანდარტები 1. სამდივნოს  ხელმძღვანელი ვალდებულია  პროგრამის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე  უზრუნველყოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი. 2. პროგრამის ფარგლებში პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) პროგრამის განხორციელების წესი; ბ) შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამა; გ) სამდივნოს საქმიანობის წესი და მისი შემადგენლობა; დ) მერის ბრძანება კომისიის შექმნის შესახებ; ე) პროგრამის საკომუნიკაციო სტრატეგია; ვ) გამარჯვებული ბიზნეს გეგმების ჩამონათვალი; ზ) პროგრამის შეფასების ანგარიში; თ) პროგრამის ფარგლებში შექმნილი მეთოდოლოგიური მასალა და განაცხადების შაბლონები. 6. ინფორმაცია პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს იმგვარი ფორმით, რომ მისი გამოქვეყნების დროს დაცული იყოს ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაცია, და კომერციული საიდუმლოება. დანართი №2 ბიზნეს იდეის ფორმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეწარმეობის განვითარების  პროგრამა 1. ბიზნეს იდეის ავტორი         --------- ფიზიკური პირი                       -------- იურიდიული პირი 1.1. ბიზნეს იდეის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირი (ივსება ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის შემთხვევაში) სახელი  ------------------------------------ გვარი  -------------------------------------- პირადი ნომერი ----------------------------------- რეგისტრაციის მისამართი  ----------------------------------------------------------------------------------- ტელეფონი  --------------------------------------------- ელ.ფოსტა ----------------------------------------------- 1.2. ბიზნეს იდეის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის წარმომადგენელი (ივსება მხოლოდ იურდიული პირის შემთხვევაში) იურდიული პირის დასახელება ------------------------------------------------------------- წარმომადგენლის სახელი/გვარი  ------------------------------------------------------------ საიდენტიფიკაციო კოდი  ----------------------------------- რეგისტრაციის მისამართი  ---------------------------------------------------------------------------- ტელეფონი  --------------------------------------------- ელ.ფოსტა ----------------------------------------------- 2. ბიზნეს კომპონენტი ------- საქონლის/პროდუქტის შექმნა    -------- მომსახურების მიწოდება    ------- კომბინირებული  ---------- აგრო წარმოება/მომსახურება      ---------- ტურიზმი          ---------- აგროტურიზმი 3. ბიზნეს იდეის მოკლე აღწერა 3.1. ბიზნესის განხორციელების (პროდუქტი/მომსახურება, წარმოება/მიწოდება) გეოგრაფიული არეალი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3.2. აღწერეთ პროდუქტი ან მომსახურება, რომლის წარმოებას და მიწოდებას გეგმავთ ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3.3. დასაქმებულ პირთა არსებული რაოდენობა -----------   და საპროგნოზო რაოდენობა ------------ 3.4. ბიზნეს იდეის განხორციელებით სარგებლის მიმღებთა ჯამური რაოდენობა ------------ მათ შორის ქალი ------------- ----------- დოკუმენტზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ არ ვარ რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და არ გამაჩნია რაიმე ვალდებულება სახელმწიფოს ან სხვა პირების მიმართ. ------------ დოკუმენტზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ არ ვარ საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკური თანამდებობის პირი, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის მიერ ან მონაწილოებით შექმნილ იურდიულ პირში დასაქმებული და არც მათი ოჯახის წევრი. ხელმოწერა: თარიღი დანართი №3 ბიზნეს გეგმის შეფასების ფორმა № შერჩევის კრიტერიუმი ფორმალური შეფასება მაქს. ქულა/შეფასება გასაუბრება მაქს. ქულა/შეფასება ქულების ჯამი მაქს. ქულა/შეფასება მოტივაცია – რატომ გადაწყვიტა აღნიშნულ ბიზნესში ოპერირება და პროგრამაში მონაწილოება 2 6 8 ბიზნესის მართვის ორგანიზაციული ხედვა – რა ფორმით იქნება დაფუძნებული და ვინ რა პოზიციებზე იქნება, მათი გამოცდილება. 2 5 7 მომსახურება ან პროდუქტის აღწერა – დეტალურად აღწერილია ის მომსახურება ან პროდუქტი რომლის შექმნას ან განვითარებას გეგმავს ბენეფიციარი. 4 6 10 მომხმარებლების და ბაზრის აღწერა – დეტალურად აღწერილია მომხმარებელი და ბაზარი სადაც ბენეფიციარი გეგმავს გაყიდვებს. 3 6 9 საწარმოო გეგმა – ბენეფიციარს ზუსტად აქვს წარმოდგენილი პროდუქტი ან მომსახურების წარმოების გეგმა, დათვლილია მისი თვითღირებულება. 4 6 10 გაყიდვების გეგმა – ბენეფიციარს ზუსტად აქვს წარმოდგენილი პროდუქტი ან მომსახურების გაყიდვების გეგმა და წარმოებული პროდუქტის და მომსახურების გასაყიდი ფასი და მოგების მარჟა. 4 6 10 წარმოდგენილი ბიუჯეტის რეალისტურობა – ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უკავშირდება მის საწარმოო და გაყიდვების გეგმას. მოძიებული აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოთხოვნილი დაფინანსების ფარგლებში შესძლებს მისი წარმოების ან მოსახურების გასავითარებლად აღწერილი პროდუქტის და მომსახურების  ყიდვას 5 5 10 რისკების შეფასება – ბენეფიციარს შეფასებული აქვს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და სისუსტეები. რეალისტურად უყურებს რისკებს. 3 5 8 პროექტის მდგრადობა – ბენეფიციარის მიერ შექმნილი პროდუქტი და მომსახურება საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნება მდგრადი. 3 5 8 ჯამი 30 50 80 ავტომატურად მისანიჭებელი ქულების კატეგორია დამწყები ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი 5 5 კოოპერატივი 5 5 ქალი განმცხადებელი 10 10 შშმ ან საპენსიო ასაკს მიღწეული პირი განმცხადებელი 5 5 ჯამი 100