ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2022
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016333
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულებულების დამტკიცების შესახებ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2022 წლის 29 აპრილი
ქ. ქობულეთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №14 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი
დანართი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
სამსახურის დებულება
.
თავი I
ზოგადი დებულებები და საქმიანობის პრინციპები
მუხლი 1🔗
1 .ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (შემდგომში - „სამსახური“) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.
3. სამსახურის სრული დასახელება: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.
4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სამსახურში შემავალი განყოფილებებისაგან.
5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს.
6. პირველადი სტრუქტურული ერთეული - ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.
7. პირველადი სტრუქტურული ერთეული _ ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის პრინციპები
1. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;
ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;
გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით;
ვ) მიუკერძოებლობა;
ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა;
თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.
თავი II
სამსახურის უფლებამოსილებები, სამსახურის ხელმძღვანელობა
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებამოსილებები:
3.1. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მოკლე და საშუალო ვადიანი ეკონომიკური პროგნოზირება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება;
3.2. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შეფასება, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე;
3.3. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის საკითხებზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინვესტიციო პორტფელის შექმნა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში კატალოგის, გზამკვლევის ან სხვა დამხმარე პუბლიკაციების შექმნა) და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინვესტიციო განვითარების შესაძლებლობების ანალიზი;
3.4. მუნიციპალური ქონების აღრიცხვა, მართვა და პრივატიზების უზრუნველყოფა;
3.5. წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურ განკარგვაზე;
3.6. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უძრავი ქონების აღსარიცხავად მასალების საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;
3.7. წინადადებების შემუშავება სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტზე გადმოცემის შესახებ;
3.8. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარი განხილვა, სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის განხორციელება, ქონების მიღება-ჩაბარების პროცესის უზრუნველყოფა;
3.9. ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
3.10. მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
3.11. საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
3.12. სამსახურის კომპეტენციასთან მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
3.13. ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების განხილვა, შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;
3.14. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების ეფექტურად მართვა;
3.15. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;
3.16. მუნიციპალური ქონების გამოყენების მონიტორინგი და მათი ექსპლოატაციის ეფექტურობის შეფასება, ამორტიზირებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით პროექტების მომზადება;
3.17. მონიტორინგის შედეგების გაანალიზება, არსებული ხარვეზების გამოვლენა, რომელიც წარმოადგენს საფუძველს მონიტორინგის ჯეროვნად განუხორციელებლობისა, წინადადებების წარმოდგენა ხელშეკრულებაში აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს;
3.18. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება;
3.19. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებსა და დასახლებებში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
3.20. სოფლის მეურნებობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით;
3.21. სოფლის მეურნეობის მიმართულებით გარკვეული მიზნობრივი პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
3.22. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობების გაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
3.23. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტრუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნა;
3.24. ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემა;
3.25. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
3.26. შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
3.27. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება;
3.28. ელექტრონული ტენდერის შესახებ სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის მომზადება, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ელექტრონული ტენდერის გამოქვეყნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
3.29. მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის შემუშავება;
3.30. შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი;
3.31. შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;
3.32.მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
3.33.მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავება;
3.34.მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
3.35. მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
3.36.სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება და თავის კომპეტენციის ფარგლებში მერის, მერის პირველი მოადგილისა და მერის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება;
3.37. თავის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
3.38. თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომ - სამსახურის უფროსი), რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-სა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურეობრივ მოვალეობებს;
დ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ვ) იხილავს მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს შესაბამის დასკვნას რეაგირებისთვის;
ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;
თ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მუნიციპალიტეტის მერს, მერის პირველ მოადგილეს, მერის მოადგილესა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს;
ი) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
კ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
ლ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში/სამუშაო ჯგუფებში;
მ) ესწრება მერის თათბირებს;
ნ) დადგენილი წესით მართავს სამსახურისთვის გადაცემულ ქონებას;
ო) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მოკლე და საშუალო ვადიანი ეკონომიკური პროგნოზირება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება;
პ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შეფასება, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე;
ჟ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის საკითხებზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინვესტიციო პორტფელის შექმნა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში კატალოგის, გზამკვლევის ან სხვა დამხმარე პუბლიკაციების შექმნა) და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინვესტიციო განვითარების შესაძლებლობების ანალიზი;
რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და/ან ითანხმებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ს) უზრუნველყოფს მერის და მერიის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას;
ტ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;
უ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისთვის მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე, მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის-განყოფილების უფროსი;
4. პირველადი სტრუქტურული ერთეული _ ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსის მოადგილე და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე (შემდგომში - მოადგილე).
2. უფროსის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
3.სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევს უფროსის მიერ განსაზღვრული განყოფილებების საქმიანობას;
ბ) სამსახურის უფროსისადმი წინადადების წარდგენას ქვედანაყოფის საკადრო საკითხებთან, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
გ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესის, ფორმებისა და მეთოდების, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოვალეობების განსაზღვრა;
დ) ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტროლს;
ე) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენა ქვედანაყოფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ვ) ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულებს მერის/მერის პირველი მოადგილის/მერის მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
4. სამსახურის უფროსის მოდგილე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია არის სამსახურის უფროსის წინაშე.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის მერიას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება;
ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება;
გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
3. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები
1. მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) უზრუნველყოფს განყოფილების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-სა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მერისადმი წარსადგენად შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს;
დ) განყოფილებაში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად განყოფილების თანამშრომელთა შორის, რა დროსაც ძირითადად ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით;
ე) სამსახურის ხელმძღვანელს მერისადმი წარსადგენად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) წარმოადგენს განყოფილებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილის, სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
თ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში/სამუშაო ჯგუფებში;
ი) ესწრება მერის თათბირებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;
3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით.
4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
5. მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების პროფესიული საჯარო მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ხოლო ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
6. პროფესიულ საჯარო მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფლებამოსილებები
ა) მუნიციპალური ქონების აღრიცხვა, ქონების მართვა და პრივატიზების უზრუნველყოფა;
ბ) წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურ განკარგვაზე;
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უძრავი ქონების აღსაღრიცხავად მასალების საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;
დ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტზე გადმოცემის შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირების საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარი განხილვა, სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის განხორციელება, ქონების მიღება-ჩაბარების პროცესის უზრუნველყოფა;
ვ) ზედამხედველობა მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
ზ) მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ი) სამსახურის კომპეტენციასთან მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
კ) ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების განხილვა, შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;
ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა.
მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;
ნ) მუნიციპალური ქონების გამოყენების მონიტორინგი და მათი ექსპლოატაციის ეფექტურობის შეფასება, ამორტიზირებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით პროექტების მომზადება;
ო) სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
3. განყოფილების საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელი.
მუხლი 9🔗.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილების უფლებამოსილებები:
ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებსა და დასახლებებში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
ბ) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით;
გ)სოფლის მეურნეობის მიმართულებით გარკვეული მიზნობრივი პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
დ)ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობების გაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ე)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტრუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნა;
ვ) ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემა;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
3. განყოფილების საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელი.
მუხლი 10🔗.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფლებამოსილებები:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ბ) შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;
გ) სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება;
დ) ელექტრონული ტენდერის შესახებ სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის მომზადება, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ელექტრონული ტენდერის გამოქვეყნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ე) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის შემუშავება;
ვ) შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი;
ზ) შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;
თ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავება;
ი) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
კ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. თავისი მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა ქმედებები, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მის მიზნებსა და ინტერესებს. მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
3. განყოფილების საქმიანობის კოორდინაციას და უშუალო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელი.
თავი IV
სხვა დებულებები
მუხლი 11🔗
სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით.
მუხლი 12🔗
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.