ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2022
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016351
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი | ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №06
2022 წლის 29 აპრილი
დაბა ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის წესი“ დანართი №1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი
დანართი N1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მართვის მოვლა-პატრონობის, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის ზოგად წესებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1.ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასაფლაო – ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად და რომელიც იმართება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ან მუნიციპალიტეტის მიერ შერჩეული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ;
ა) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;
ბ) საფლავი – სასაფლაოზე შემოსაზღვრული ან/და სხვაგვარად გამოკვეთილი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე სამარე;
გ) მეორეული დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწის მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე არსებულ სასაფლაოზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა
1. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ ცოტა ასი მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (სტატუსის მინიჭება) ხდება უკვე ფაქტობრივად არსებული სასაფლაოს მომიჯნავედ.
2. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განკარგულების ფორმით იღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა ხდება (გარდა კერძო სასაფლაოსი ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუძველზე.
3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:
ა) წყალმომარაგების სათავეებთან სანიტარული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში;
ბ) მდინარეების ხელოვნური წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო საყოფაცხოვრებო დანიშნულებით და /ან სხვა კულტურული გამაჯანსაღებელი მიზნით;
გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.
4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) არ უნდა იყოს მეწყრულ ზონაში;
ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;
გ) გრუნტის წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან:
დ) არ უნდა იყოს ზვავსაშიშ ზონაში.
მუხლი 4🔗.
სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
1.სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:
ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭას და მორთვას;
ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანას;
გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურეობას;
დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას;
ე) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების მორწყვას, კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და სხვა.
მუხლი 5🔗.
სასაფლაოს მოწყობა
1. სასაფლაოს მოწყობა (დაგეგმარება) უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნას:
ა) გასასვლელებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;
ბ) მწვანე ნარგავების განთავსება;
გ) სასაფლაოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა (წყალგაყვანილობა, საზოგადოებრივი ტუალეტი). დაკრძალვის წინ ცხედრის დასასვენებლად (სამოქალაქო პანაშვიდისთვის) განკუთვნილი სპეციალური შენობის განთავსება;
დ) სასაფლაოს გამწვანება, შემოღობვა, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ, დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა;
ე) სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დაგეგმარება წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
საფლავზე მეორეული დაკრძალვის შემთხვევები
იმ შემთხვევაში, როდესაც საფლავი მოუვლელია პრაქტიკულად დაკარგული აქვს საფლავის იერსახე, დაკრძალვიდან გასულია ორმოც წელზე მეტი და მიტოვებულია (უპატრონო) ასეთი ფართობი მეორეული დაკრძალვისათვის შეიძლება გაცემული იქნეს, როგორც ახალი ადგილი არსებული წესის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს მოწყობის წესი
1. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი; იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის /ხელმძღვანელის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა;
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან);
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ე) ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-3, მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
3. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილებას განკარგულების ფორმით იღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია მიწის ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოებისა და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.