შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2022
ძალაში შესვლა 01.05.2022
ძალის დაკარგვა 05.02.2025
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016290
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე | შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.01.2025
📋 აუქმებს — 1 აქტი
- შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2022 წლის 29 აპრილი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება, თანდართული დანართის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილება (გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე: matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016199).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეროსტომ ლორთქიფანიძე
დანართი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
1.
მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.
2.
სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება მერის წარდგინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
3.
სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
ქონების, მიწის მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის განყოფილება;
ბ)
არქიტექტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება;
გ)
დაგეგმარების განყოფილება;
დ)
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება.
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას;
ვ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
თ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
ი) სასაფლაობის მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
კ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ლ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
მ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
ო) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
პ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ჟ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
რ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ს) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის ბრძანებების პროექტების შემუშავებას;
ტ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე, ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
უ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ფ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
ქ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;
ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
ქონების, მიწის მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის განყოფილება
1. ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ზ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
თ) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების აღრიცხვის, მატერიალურ-პასუხისმგებელ პირებზე ჩაბარება-გადაბარების, ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება და კონტროლი;
ი) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემისას საწყისი ღირებულების შესახებ ინფორმაციის მომზადება და გაცემა;
კ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აბონენტად აყვანისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გადაგზავნა შესაბამის დაწესებულებაში;
ლ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;
2. ბუნებრივი რესურსების საკითხებში განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება და შესაბამისი მასალების მომზადება;
ბ) გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების, მიწის და სატყეო მეურნეობის რაციონალური კომპლექსური სარგებლობის მართვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) ტყის სარგებლობასა და დაცვაზე სათანადო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე წინადადების მომზადება, ბუნებრივ სიმდიდრეთა ათვისებასა და გარემოს დაცვის საკითხების კონტროლი;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტში მიწის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაოთა ორგანიზაცია, მიწის გამოყოფის, დანიშნულების შეცვლის და გადაცემის შესახებ მასალების მომზადება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენა;
ვ) მიწის ერთი კატეგორიიდან სხვა კატეგორიაში გადაყვანისას მასალების მომზადება და წარდგენა დასამტკიცებლად;
ზ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ინფორმაციის გაცემა;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. სოფლის მეურნეობის საკითხებში განყოფილების ფუნქციებია:
ა) სოციალურ, სტიქიის და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;
ბ) შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციისა და აგრარული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისთვის აუცილებელი წინადადებების შემუშავება და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა;
დ) აგროსასურსათო, აგროგადამამუშავებელი, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების, მეფუტკრეობის, მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, აგროსაინჟინრო და ვეტერინარიის დარგების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტებისა და დაინტერესებული პირებისთვის დახმარების გაწევა პრობლემების გადაწყვეტაში;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ახალი ტექნოლოგიების, ცხოველთა მოვლა-მოშენების თანამედროვე მეთოდების და საკვები რაციონის შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
ზ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის (პირებისთვის) მიწოდება;
თ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის დარგებსა და სფეროებში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის ანალიზი და შეფასება;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) სოფლის მეურნეობის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების და ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
მუხლი 5🔗.
არქიტექტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციები
არქიტექტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას, განიხილავს და შეითანხმებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელ ყველა სახის გეგმარებით პროექტებს, საბინაო-საქალაქო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და კომუნალური დანიშნულების საპროექტო დოკუმენტაციას. საჭიროების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგენს აღნიშნულ დოკუმენტაციას ზემდგომ ორგანოებს ექსპერტიზის ჩასატარებლად ან შეთანხმების მიზნით;
ე) მუნიციპალიტეტისათვის საჭირო ყველა სახის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას. არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებების მომზადებას ყველა სახის მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, კაპიტალურ შეკეთებაზე (რემონტზე), რესტავრაციაზე, ტერიტორიების კეთილმოწყობაზე, საინჟინრო ნაგებობების და კომუნალური ობიექტების დაპროექტებზე;
ვ) საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის პროგრამასთან(უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობების, მიშენების ან დაშენების დემონტაჟისათვის საჭირო თანხებით და რესურსებით) დაკავშირებული საკითხების მართვას;
ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
თ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ი) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, უკანონოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული შენობების ლეგალიზაციას, შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარებას, მშენებლობის კონსერვაციას, მშენებლობების მიმდინარეობაზე კონტროლს;
კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით და სხვა დაფინანსებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
დაგეგმარების განყოფილების ფუნქციები
1. დაგეგმარების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ტერიტორიიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას;
დ) ტერიტორიის გამწვანების და მაწანწალა ცხოველებისაგან ტერიტორიის გაწმენდის საკითხებზე წინადადებების შემუშავებას;
ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების, სანიაღვრე და სარწყავი არხების ქსელის ნორმალური ფუნქციონირების გეგმის შემუშავებას;
ზ) გამწმენდ ნაგებობათა, ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნისა და შენახვაზე წინადადებების მომზადებას;
თ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას;
ი) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადებას;
კ) მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ლ) წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებელის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებელის ადმინისტრირების საკითხებზე;
მ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე;
ნ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში;
ო) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
ჟ) წინადადებების შემუშავებას და მომზადებას, გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე, კულტურის და სპორტის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე;
რ) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული ქონების ქირის ამოღებას;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება.
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების გეგმის, მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას;
ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
გ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის, ტერიტორიის გამწვანების და მაწანწალა ცხოველებისაგან ტერიტორიის გაწმენდის საკითხების შესრულებას;
დ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა შესრულებას;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების, სანიაღვრე და სარწყავი არხების ქსელის ნორმალური ფუნქციონირებაზე მონიტორინგს;
ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამის ნებართვის გაცემას;
ზ) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების ორგანიზებას;
თ) მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;
კ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამებთან დაკავშირებული საკითხების მართვას;
ლ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
მ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;
ნ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის კოორდინაცია, ტერიტორიის კეთილმოწყობის განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია;
ო) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის დაცვაზე სისტემატიურ კონტროლი;
პ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად დადებულ ხელშეკრულებებში შესატანი ცვლილების, აგრეთვე ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მშესაბამისი ღონისძიებების გატარებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ჟ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულებულ სამუშაოებზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პირობების შესრულების კონტროლი;
რ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარებისა და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება, მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად.