📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.04.2022
ძალაში შესვლა 01.05.2022
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016289
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,749 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.04.2022 მიღება
01.05.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 16.03.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2017 ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 14.11.2017 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 14.08.2020 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2022 წლის 29 აპრილი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​3 მუხლის პირველი ნაწილის, 239-ე მუხლის მე-14, 27-ე და 31-ე ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანდართული დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვლის №17 დადგენილება (გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე: matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.135.016217). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეროსტომ ლორთქიფანიძე დანართი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) წარმოადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 5. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 6. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. 7. სამსახურს აქვს დამღა, მრგვალი ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით, რომლის გამოყენებით დასტურდება სამსახურის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელება. 8. სამსახურის დაფინანსების წყაროა შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი. 9. სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა შუახევი, თამარ მეფის ქ. №22. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხრციელება: ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე; ბ) მუნიციპალიტეტის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე; გ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე. 2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია: ა) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება; ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), მუნიციპალიტეტის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება; გ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კიოსკების) კონტროლი; ე) გარე ვაჭრობისა და დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; ვ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; ზ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე, სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი; თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება, მითითებების გაცემა; ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება; კ) მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება; ლ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული, მის მიერ საკონტროლო ობიექტების სამოქმედო პროგრამებისა და ღონისძიებათა პროექტების შეთანხმება; მ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად სანიტარიული ზედამხედველობის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; ო) სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური და სხვა პროგრამების შესრულება; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; ჟ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის კონტროლი, ინსპექტირების დოკუმენტების მომზადება; შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ინსპექტირება; რ) შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადება; ს) შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონული მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენა. ტ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის საჭირო და სხვა სახის საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის მომზადება;. უ) ნებართვას დაქვემდებარებული, მშენებარე ობიექტების კონტროლი; ფ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოებზე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება; ქ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოების ფარული სამუშაოების კონტროლი. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა; ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე; გ) აწარმოოს კონტროლი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე განათების, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვებსა და გარე ვაჭრობაზე; დ) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; ე) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ვ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი, დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მითითება ხმაურის ინსოლაციის და დასუფთავების დამდგენი სანიტარიული ნორმების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის შესახებ; ზ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საწარმოო ძალთა განლაგების, სამრეწველო და სხვა დანიშნულების საწარმოებისა და ობიექტებისათვის ტერიტორიის შერჩევაში, მიწის კომისიის მუშაობაში სათანადო დასკვნების გაცემასა და მის შესრულებაზე კონტროლის საქმეში; თ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები წინამდებარე დებულებაში და შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ზედამხედველობის სფეროში მიღებულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; კ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები; ლ) ორგანიზება გაუწიოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად თანამშრომელთა მივლინებას; მ) დადგენილი წესის მიხედვით სათანადო ვადებში უზრუნველყოს ინფორმაციის წარდგენა მერთან; ნ) მიიღოს ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის სამსახურის კომპეტენციაში; ო) განახორციელოს სანიტარიული კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში; პ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. სამსახური ვალდებულია: ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე; ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვისა და გარე ვაჭრობის საკითხებზე მიღებული დადგენილებების, ბრძანებებისა და განკარგულებების შესრულებაზე; გ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი; დ) აწარმოოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი; ე) აწარმოოს ახალი და სარეკონსტრუქციო, გარემოსდაცვითი და სხვა სამეურნეო ობიექტების (რომლებიც თავიანთი საწარმოო საქმიანობით ზემოქმედებენ გარემოზე) მშენებლობის და ექსპლუატაციაში შეყვანის დადგენილი ვადების შესრულებაზე, აგრეთვე მათი მშენებლობის პროექტებით და სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი; ვ) აწარმოოს საზოგადოებისათვის საშიში ნივთიერებების გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს არსებული ნორმების დაცვაზე კონტროლი. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება. მუხლი 5🔗. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება 1. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის კონტროლი, ინსპექტირების დოკუმენტების მომზადება; შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ინსპექტირება. ბ) შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადება. გ) შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონული მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენა. დ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის საჭირო და სხვა სახის საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის მომზადება, . ე) ნებართვას დაქვემდებარებული, მშენებარე ობიექტების კონტროლი. ვ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოებზე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება. ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოების ფარული სამუშაოების კონტროლი. 2. განყოფილებას მართავს განყოფილების უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და მერის წინაშე. მუხლი 6🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; გ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; ე) შუახევის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს, წარდგინებებს და წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას; ზ) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას; ი) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; კ) უშუალოდ უძღვება სამსახურს წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, 49-ე, 51-ე, 51​2, 51​3, 52-ე, 53​3, , 55-ე, 55​2 , 55​3, 55​6, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ტ-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-ე-76-ე, 77​1, 77​2 , 82​5, 86-ე, 103-ე, 119​1 ; 125-ე მუხლის მე-8, მე-13-მე-16 ნაწილებით, 125​4, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე, 135-ე, 135​1, 146​1, 148-ე, 150-ე, 150​1, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151​2, 152-ე, 152​2 , 153​4 , 156​1, 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 158​5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159​1, მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს; მ) ამზადებს მერის სამართლებრივი აქტების პროექტებს; ნ) სამსახურის საქმიანობაში სამართალშემოქმედების ამაღლების მიზნით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; ო) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას; პ) მონაწილეობს მერის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ჟ) ესწრება მერიის ხელმძღვანელი პირების თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს; რ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს სამსახურის საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმნისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; უ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და ფუნქციებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. მუხლი 7🔗. სხვა დებულებანი 1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.