ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2022
ძალის დაკარგვა 12.07.2022
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.105.016620
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2022 წლის 29 აპრილი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის, ,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და მე-25 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის №3 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 29 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისას გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების ზედა ზღვარს, გამოანგარიშების და ანაზღაურების განხორციელებისათვის საჭირო პროცედურებს;
2. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები უნაზღაურდება:
ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისათვის;
ბ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის;
გ) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისათვის.
მუხლი 2🔗.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ოდენობა
1. განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ასანაზღაურებელი ხარჯების ზედა ზღვარი თვეში 759 ლარის - საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 15 %-ის ოდენობით:
ა) საკრებულოს კომისიებში და საკრებულოს მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად - 100 ლარის ოდენობით;
ბ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის - 100 ლარის ოდენობით;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქებთან თვის განმავლობაში არანაკლებ ორი შეხვედრისათვის - 559 ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებსა და საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს, როგორც წესი, ყოველი თვის 1 რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს-მომდევნო სამუშაო დღეს).
2. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს კონკრეტული წევრისთვის განსაზღვროს ასანაზღაურებელი თანხა ზედა ზღვარზე ნაკლები ოდენობით, თუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისთვის დაუკავდება - 20 ლარი, ხოლო საკრებულოს ორგანოთა (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისთვის - 10 ლარი.
3. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და მისი ორგანოების (კომისია,დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, წინასწარ, სხდომის დაწყებამდე უნდა აცნობს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა, სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა საკრებულოს აპარატში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა ან/და აცნობოს საკრებულოს აპარატს იმ გარემოებების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის საკრებულოს წევრის სხდომაზე დასწრებას.
4. საკრებულოს წევრის მიერ სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ ფრაქციის ან უფრაქციო საკრებულოს წევრი პოლიტიკური შეხედულების გამო უარს აცხადებს საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების სხდომაზე საკითხთა განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ასეთ შემთხვევაში წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ;
5. ბოიკოტის დროს საკრებულოს არათანამდებობის პირს არ აუნაზღაურდება საკრებულოსა და მისი ორგანოების მუშაობაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებული ხარჯები.
მუხლი 4🔗.
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს აპარატის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე, რომელიც დგება საკრებულოს (გარდა თანამდებობის პირებისა) წევრის მიერ შესაბამისი თვის ბოლოსათვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი(ოქმი);
2. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის მაქსიმალურად განსაზღვრულ (თვეში 2 შეხვედრა მაინც) ოდენობაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარებისათვის ანაზღაურება შეუმცირდეს 100 ლარის ოდენობით.
მუხლი 5🔗.
საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათი
1. საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საკრებულოს წევრის, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობის შესახებ კალენდარული თვის განმავლობაში;
ბ) საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შესრულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის საპატიო (ჯანმრთელობა და ოჯახური მდგომარეობა) მიზეზით გაცდენის შესახებ;
დ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრის შესახებ.
2. საკრებულოს წევრს საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობის მიღებად ჩაითვლება ყოველ კონკრეტულ სხდომაზე განსახილველი საკითხების 50%-ზე მეტი საკითხის განხილვაზე დასწრება.
მუხლი 6🔗.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ამ წესის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის-ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.