1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.Chokhatauri.ge და საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი. ასევე, პროექტის გაცნობა შესაძლებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
2. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, საკრებულოს ვებგვერდზე (www.chokhatauri.ge).
3. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.chokhatauri.g