1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იქმნება დასახლების საერთო კრება, რომელიც არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.
2. დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებები, მოწვევისა და საქმიანობის წესი განისაზღვერება საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითთმმართველობის კოდექსითა“ და საერთო კრების ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულ