1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახლად არჩეული საკრებულოს კანონმდებლობით დადგენილი რაოდენობა. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით.
2. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა მოიწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი.
3. თუ იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, ნაკლებია კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის რაოდენობაზე, საკრებულოს სხდომა წყდება. ახალარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომა მოიწვევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, მიმდინარეობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საკრებულოს აპარატი ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს პირველი სხდომის მიმდინარეობას.
6. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:
ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა