1. საკრებულოში ინიციირების წესით წარმოდგენილი საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს:
ა) სამართლებრივი აქტის პროექტი ბარდება აღმასრულებელი ორგანოს საქმისწარმოებისა და საინფორმაციო მომსახურების განყოფილებას.
ბ) აღმასრულებელი ორგანოს საქმისწარმოებისა და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ სამართლებრივ აქტის პროექტს და გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს.
გ) საკრებულოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, განსაზღვრავს კომისიებში პროექტის განხილვისა და პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შემდეგ, საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ.გვერდზე პროექტების განთავსებას და მათ მიწოდებას საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და მერიისათვის .
ე) საკრებულოს კომისიები და მერი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადებში იხილავს წარმოდგენილ სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდის შესაბამის დასკვნას პროექტის ავტორსა და საკრებულოს აპარატს;
ვ) საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული შენიშვნების, დასკვნების და წინადადებების სისტემატიზაციას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
ზ) საკრებულოს ბიურო ისმენს წარმოდგენილ დასკვნებს და წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას საკითხის საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში მისი შეტანის რიგითობის შესახებ.
2. ინიცირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ შემოტანილი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილი უნდა იქნეს მასზე უარყოფითი დასკვნის მიუხედავად.
3. ინიცირების წესით შემოტანილი საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებული უნდა იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ პროექტი იწვევს არსებულ ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესატანი ცვლილებების ან/და დამატებების პროექტები და წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთიანი პაკეტის სახი