,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის N107/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-39/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.035.016968
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-39/ნ

2022 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის №107/ნ ბრძანებაში (სსმ, №43, 29/03/2007) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე- 4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს განათლების ა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;“.

2. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის ტერიტორიული სამსახური (ფილიალი) იქმნება ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით, სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. ცენტრის ტერიტორიული სამსახურის (ფილიალი) კომპეტენცია, ფუნქციები, საქმიანობის წესი და სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ტერიტორიული სამსახურის (ფილიალი) დებულებით, რომელიც მტკიცდება ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანებით, სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი