1. საკრებულოს კომისია უნდა შედგებოდეს არა ნაკლებ 3 წევრისაგან. საკრებულოს წევრს უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის შემადგენლობაში. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
2. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ღია კენჭისყრით.
3. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს საკრებულოს კომისიიდან და/ან შევიდეს საკრებულოს კომისიაში. საკრებულოს წევრის გასვლას საკრებულოს კომისიიდან და/ან შესვლას საკრებულოს კომისიაში ბიურო იღებს ცნობის სახით, კენჭისყრის გარეშ