1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;
დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.
3. კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება:
ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;
ბ) კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შემთხვევაში;
გ) კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
დ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 301 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს იურიდიულ კომისიას. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდა