1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ირჩევენ საკრებულოს წევრები თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.

2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება რეგლამენტით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმ