1. საკრებულოს რეგლამენტი მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;
გ) საკრებულოს წევრთა არა ნაკლებ 1/3-ის ინიციატივით.
დ) პეტიციის წესით.
3. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა