1. საკრებულოს საქმიანობის კოორდინირებისა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.

2. საკრებულოს ბიურო:

ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის და საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;

გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს დროებითი სამუშაო ჯგუფების დებულებებს; საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმებს;

დ) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომისა) საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

ე) ცნობად იღებს საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას;

ვ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებს, რეკომენდაციებს და წინადადებებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში გაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;

თ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს