„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Ordinance of the Government of Georgia (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №228 |
|
2022 წლის 2 მაისი ქ. თბილისი |
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ამავე წესით განსაზღვრულ შემთხვევებში პირბადის ტარების წესსა და პირობებს.“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირბადის გამოყენება აუცილებელია:
ა) დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ:
ა.ა) სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში;
ა.ბ) აფთიაქში;
ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) გადაადგილებისას.“.
3. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდების პროცესში, კომუნიკაციის მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს გამჭვირვალე პირბადე ან/და სახის ფარი (თუ შესაძლებელია უსაფრთხო დისტანციის დაცვა).“.
|