საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №231
სარეგისტრაციო კოდი 390000000.10.003.023442
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2022
matsne.gov.ge 3,084 სიტყვა · ~15 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 საქართველოში ტყის  ფართობი შენარჩუნებულია
2 საქართველოში ტყეების ბუნებრივი ბიომრავალფეროვნება შენარჩუნებული და გაუმჯობესებულია
3 საქართველოს ტყეების სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნებული და გაუმჯობესებულია, ტყის დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფით
4 საქართველოს ტყეების პროდუქტიულობა გაუმჯობესებულია
5 ნახშირბადის ციკლებში საქართველოს ტყეების წვლილი გაზრდილია
6 საქართველოს ტყეების პროდუქტიულობის ფუნქცია შენარჩუნებულია მდგრად დონეზე
7 საქართველოში მერქნის გადამუშავებას ხელი ეწყობა
8 საქართველოს ეკონომიკაში სატყეო სექტორის წვლილი მდგრადი მართვის საფუძველზე გაზრდილი და აღიარებულია
10 ტყის  სექტორში სამუშაო პირობები არის ღირსეული და უსაფრთხო, ასევე სატყეო სექტორში დასაქმებულ პერსონალს აქვს სათანადო კვალიფიკაცია
11 სატყეო განათლება გაუმჯობესებულია
12 გაზრდილია შემოსავლის წყაროები სოფლის მოსახლეობისთვის
13 უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის წვდომა ტყეებზე
14 უზრუნველყოფილია ინფორმაციის გავრცელება და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა ტყის მართვასთან დაკავშირებული დაგეგმვის და   გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში
15 გაძლიერებულია ეროვნული პოლიტიკა, ინსტრუმენტები და ინსტიტუტები, ტყის მდგრადი მართვის ხელშესაწყობად
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 06.10.2021 საქართველოს ტყის კოდექსი საქართველოს კანონი 86% 22.05.2020 ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე V 86% 27.07.2021 საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 25.08.2021 „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე მართვის ორგანო ________________________________________________________ სატყეო უბანი ________________________________________    სატყეო ____________________________________ ტყითმოსარგებლე__________________________________________________________________________________ კვარტალი №_______,      ლიტერ(ებ)ი №__________,   ფართობი __________ ჰა  ჭრის სახე __________ კორომის შემადგენლობა   ––––––––––, ჭრის % ________ სიხშირე ––––––– სიმაღლის თანრიგი ––––––––  GPS კოორდინატები   X ______________ Y   Y _______________                                                   X ______________ Y   Y _______________ 85% 18.05.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №231 2022 წლის 2 მაისი    ქ. თბილისი საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 საქართველოს ტყის კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულება“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულება მუხლი 1🔗. მოწესრიგების მიზანი 1. „საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულების“ (შემდგომში − დებულება) შემუშავების მიზანია საქართველოს ტყის მდგომარეობის, ტყის მართვის ხარისხისა და მდგრადობის ანგარიშგების სამართლებრივი ინსტრუმენტების შექმნა. 2. დებულების მიზანია საქართველოს ტყის მართვის, სარგებლობის, მოვლა-აღდგენისა და დაცვის განხორციელებისა და შეფასების უზრუნველყოფა იმგვარად, რომ შენარჩუნებულ იქნეს ტყის ბიომრავალფეროვნება, პროდუქტიულობა, განახლების უნარი, სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებზე ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა ეკოსისტემების დაზიანება.    მუხლი 2🔗. ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების გამოყენების სფერო 1. ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები აღწერს ტყის მდგრადი მართვის მიზნებს, რომლებიც უნდა იქნეს მიღწეული საქართველოს ტყეების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და ტყის დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფით. 2. ტყის მდგრადი მართვის ინდიკატორები აღწერს კრიტერიუმების მიღწევის  გაზომვის პროცესს და ხელს უწყობს ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლებისა და ცვლილებების მონიტორინგს. 3. ტყის მდგრადი მართვის რაოდენობრივი ინდიკატორები გამოიყენება საქართველოს ტყეების სიცოცხლისუნარიანობის შესაფასებლად, ხოლო  ხარისხობრივი ინდიკატორები − ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკური, სტრატეგიული, საკანონმდებლო ჩარჩოს შესაფასებლად. მუხლი 3🔗. ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების სახელმძღვანელო პრინციპები საქართველოს ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) ეკოლოგიური პრინციპი – აღწერს ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტყის მართვის ელემენტებს; ბ) ეკონომიკური პრინციპი – აღწერს ტყის რესურსების სარგებლობით ქვეყნის შიგნით დამატებითი ღირებულებების შექმნის ჩარჩოპირობებს და საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში ტყის სექტორის წვლილს; გ) სოციალური პრინციპი – აღწერს ტყის რესურსებზე წვდომის, ტყის სექტორში შემოსავლის წყაროების შექმნის, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების უზრუნველყოფის კრიტერიუმებს; დ) მრავალფუნქციურობის პრინციპი – აღწერს პოლიტიკური, სტრატეგიული და მმართველობითი გადაწყვეტილებებისას ტყის ყველა ფუნქციის გათვალისწინების კრიტერიუმებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ტყის რესურსებიდან ერთი სახის სარგებლის მიღებისას მისი სხვა ფუნქციების შენარჩუნება; ე) გამჭვირვალობის პრინციპი – აღწერს იმ კრიტერიუმებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ტყესთან დაკავშირებული ნებისმიერი პოლიტიკური, სტრატეგიული და მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებისას ყველა დაინტერესებული მხარის – განსაკუთრებით ტყეზე დამოკიდებული სოფლად მცხოვრები მოსახლეობის – ინფორმირებულობა და ჩართულობა.  მუხლი 4🔗. ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები 1. ტყის მდგრადი მართვის პრინციპები ქმნის ტყის მართვის სფეროში პოლიტიკური, სტრატეგიული და ოპერატიული მართვის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების სახელმძღვანელო კრიტერიუმებს, რომლებიც ქმნიან ჩარჩოს ტყეების მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებისთვის, ტყის მართვის შედეგების მონიტორინგისა და მდგრადობის მიმართულებით განხორცილებული მიღწევის შეფასებისთვის. 2. ეკოლოგიური პრინციპის საფუძველზე, ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტყის მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად. 3. ეკონომიკურ პრინციპზე დაფუძნებული ტყის მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს მრავალფუნქციურობის პრინციპის კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად. 4. სოციალურ პრინციპზე დაფუძნებული ტყის მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს გამჭვირვალობის პრინციპის კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს,  განისაზღვრება დანართ №3-ის შესაბამისად. 5. გარდა ამ მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტებში მოცემული კრიტერიუმებისა და ინდიკატორებისა, ტყის მდგრადი მართვის შეფასება ხორციელდება სამართლებრივი, პოლიტიკური და ინსტიტუციური ჩარჩოს შეფასების კრიტერიუმებითა და ინდიკატორებით, რომლებიც განისაზღვრება დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება 1. ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული დანართებით განსაზღვრული ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგოში − სამინისტრო) ახდენს ინფორმაციის სისტემატიზაციასა და ანალიზს. 2. სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მასალების საფუძველზე, შეიმუშავებს დასკვნით ანგარიშს და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. 3. სამინისტროს მიერ ამ მუხლის საფუძველზე შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები ქმნის ტყის მართვის დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების საფუძვლებს და აისახება ტყის მართვის ორგანოებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებში. დანართი №1 ეკოლოგიური პრინციპი – ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტყის მართვა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გათვალისწინება არა მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე (სეგრეგაციის/გამიჯნვის მიდგომა), არამედ ასევე ყველა კატეგორიის ტყის მართვაში (ინკლუზიური/ინტეგრირებული მიდგომა) № კრიტერიუმი ინდ/ქვე-ინდ. № ინდიკატორები (დეტა- ლური ვერსიები) ინდიკატორების მოკლე სახელწოდებები საზომი ერთეულები მონაცემთა წყაროები მონაცემთა მიმწო დებელი შესაბ. ნაწ FOREST EUROPE-დან (FE) 1 საქართველოში ტყის  ფართობი შენარჩუნებულია 1.1 ტყის მთლიანი ფართობი ჰა                        ტყის კონტურის შიგნით არსებული ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია და სხვა ტერიტორია, რომელიც ტყის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილება FMBs და BFD FE 1.1 1.1.1 ტყის ფართობის წილი მიწის მთლიანი ფართობიდან % საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილება BFD FE 1.1 1.1.2 ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია ჰა % ტყის მთლიანი ფართობიდან. ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარის ერთი ან რამდენიმე სახეობით დაფარული, არანაკლებ 10 მ სიგანისა და სულ მცირე 0.5 ჰა მიწის ფართობი, სადაც ხეთა დგომის სიმჭიდროვე ფართობის ერთეულზე შეადგენს არანაკლებ 0,1 სიხშირეს NFI/FMP FMBs FE 1.1 1.1.3 ტყის მიწების ფართობი ჰა % მთლიანი ტყის ტერიტორიიიდან. ტყის კონტურის შიგნით არსებული მიწის ღია ფართობი: მიწა, რომელიც გამოიყენება სათიბად ან საძოვრად; სპეციალური დანიშნულების მიწა; მიწა, რომელიც მოიცავს ტყეში არსებულ ჭაობს, კლდეს, რიყეს ან ტყის გაშენებისთვის გამოუყენებელ სხვა მიწის ფართობს; სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა (სატყეო გზა, ხეტყის დასაწყობების ადგილი, საქმიანი ეზო) და სხვა. NFI/FMP 1.2 ტყის  ფართობი კატეგორიების მიხედვით ტყის კატეგორიები ჰა,  ტყის მთლიანი ფართობი საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილება BFD/FMBs 1.1-ის ნაწილი; 4.9; 4.3; 5.1; 6.10 1.2.1 დაცული ტყე ჰა, % ტყის მთლიანი ფართობიდან NFI/ FMP FMBs FE 1.1-ის ნაწილი 1.2.2 დაცვითი ტყე ჰა, % ტყის მთლიანი ფართობიდან NFI/ FMP FMBs FE 4.9 1.2.3 საკურორტო და სარეკრეაციო ტყე ჰა, % ტყის მთლიანი ფართობიდან NFI/ FMP FMBs FE 4.3-ის ნაწილი 1.2.4 სამეურნეო ტყე ჰა, % ტყის მთლიანი ფართობიდან NFI /FMP FMBs FE 5.1 2 საქართველოში ტყეების ბუნებრივი ბიომრავალფეროვნება შენარჩუნებული და გაუმჯობესებულია 2.1 ბუნებრივად წარმოშობილი ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია ჰა, % ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორიიდან NFI BFD FE 4.2-ის ნაწილი 2.2 ხელოვნურად წარმოშობილი ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია ჰა, % ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორიიდან NFI BFD FE 4.3-ის ნაწილი 2.3 ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობებით დაფარული ტერიტორიის  შემადგენლობის პროცენტული განაწილება % ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორიის სახეობრივი შემადგენლობა NFI BFD FE 4.1 2.4 ენდემური მერქნიანი სახეობების წილი შემადგენლობის მიხედვით  % ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორიიდან NFI BFD 2.5 ინტროდუცირებული  მერქნიანი სახეობების წილი შემადგენლობის მიხედვით  % ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორიიდან NFI BFD FE 4.4 2.6 საფრთხის ქვეშ მყოფი მერქნიანი სახეობების / წითელი ნუსხის მერქნიანი სახეობების წილი შემადგენლობის მიხედვით  % ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორიიდან NFI BFD FE 4.8 2.7 ტყის კორომების სტრუქტურა ტყის კორომების სტრუქტურა   ჰა კლასიფიცირებული იარუსების რაოდენობის მიხედვით იარუსების კლასზე (1, 2, მრავალი) NFI BFD - 2.8 ჰაბიტატი ხეები ჰაბიტატი ხეები მ​3/ჰა % ზრდადი მარაგში NFI BFD - 2.9 ზეხმელი ხე-ტყე მ​3/ჰა და ლპობის კლასის მიხედვით NFI BFD FE 4.5 2.10 ძირნაყარი ხე-ტყე მ​3/ჰა და ლპობის კლასის მიხედვით NFI BFD FE 4.5 2.11 მწიფეზე უხნესი/გადაბერებული კორომების ფართობი მწიფეზე უხნესი/გადაბერებული ტყეები ჰა FMP/NFI FMBs FE 4.3 3 საქართველოს ტყეების სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნებული და გაუმჯობესებულია, ტყის დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფით 3.1 ტყის კორომების განახლების უნარი განახლება დამაკმაყოფილებელი განახლების ფართობი ჰა კლასიფიცირებული სახეობების, სიმაღლის, დაზიანების და სიჯანსაღის მიხედვით NFI BFD FE 4.2 3.2 ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორიის დეგრადაცია   ტყის დეგრადაცია ჰა, % ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორიიდან აბიოტური, ბიოტური და ანთროპოგენური ფაქტორებით, კლასიფიცირებული სახეობების, მიზეზისა და დაზიანების სიმძიმის მიხედვით NFI BFD/FMBs FE 2.4 3.3 ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორიის ნიადაგის  ეროზია, ტყის ნიადაგის ეროზია ეროზირებული ტყის ნიადაგის ფართობი (ჰა). კლასიფიცირებული ეროზიის მიზეზისა და სიმძიმის მიხედვით. NFI BFD FE 2.5 4 საქართველოს ტყეების პროდუქტიულობა გაუმჯობესებულია 4.1 ზრდადი მარაგი მ​3/ჰა ტყის ტიპის, სახეობებისა და მერქნის ხარისხის მიხედვით NFI BFD FE 1.2 4.2 მერქნის შემატება მერქნის შემატება მ​3/ჰა კლასიფიცირებული ხის სახეობების მიხედვით NFI BFD FE 3.1-ის ნაწილი შემატება და ჭრები 4.3 ტყის განაწილება ხნოვანების მიხედვით ხნოვანების სტრუქტურა  ჰა; მ​3 კლასიფიცირებული ტყის ტიპისა  სახეობების მიხედვით NFI BFD FE 1.3 4.4 ტყის გადანაწილება დიამეტრის მიხედვით ჰა; მ​3 დიამეტრის ჯგუფების მიხედვით (20 სმ; 21-40 სმ; >41-60 სმ; >60; NFI/ FMP BFD FE 1.3 5 ნახშირბადის ციკლებში საქართველოს ტყეების წვლილი გაზრდილია 5.1 ნახშირბადის მარაგი ნახშირბადის მარაგი ტ/ჰა მკვდარ საფარში [/მიწისზედა მკვდარი საფარი], გამხმარ ხე-ტყეში, ნიადაგში, მიწისზედა და მიწისქვეშა ბიომასაში NFI BFD FE 1.4-ის (ტყის ნახშირბადი) ნაწილი 5.1.1 ნახშირბადის მარაგი ზრდად ხე-ტყეში ტ/ჰა გამოითვლება ცოცხალი მარაგის მიხედვით ( NFI იხ.  4.1) [ემისიის] ფაქტორის ტიპურ მაჩვენებელთან კომბინაციაში BFD FE 1.4-ის (ტყის ნახშირბადი) ნაწილი 5.1.2 ნახშირბადის მარაგი მიწისქვეშა ბიომასაში ტ/ჰა ინფორმაცია შეიძლება ეყრდნობოდეს [ემისიის] ფაქტორის საერთაშორისო ტიპიურ მაჩვენებლებს  BFD FE 1.4 -ის (ტყის ნახშირბადი) ნაწილი 5.1.3 ნახშირბადის მარაგი მკვდარ საფარში (მიწისზედა მკვდარი საფარი) ტ/ჰა ინფორმაცია შეიძლება ეყრდნობოდეს ემისიის ფაქტორის საერთაშორისო ტიპურ მაჩვენებლებს  BFD FE 1.4-ის (ტყის ნახშირბადი) ნაწილი 5.1.4 ნახშირბადის მარაგი ხმელ ხე-ტყეში (ძირნაყარი, ზეხმელში) ტ/ჰა NFI BFD Part of FE 1.4-ის (ტყის ნახშირბადი) ნაწილი 5.1.5 ნახშირბადის მარაგი ნიადაგში ტ/ჰა N/A BFD FE 1.4-ის ნაწილი ტ/ჰა  ტყის ნახშირბადი 5.2 ნახშირბადის მარაგი მოპოვებული ხე-ტყის რესურსებში ტ, % FIMS FMBs FE 1.4 და 6.9-ის ნაწილი 5.2.1 ნახშირბადის მარაგი გადამუშავებული ხე-ტყის პროდუქტებში ტ % FIMS-ის საოპერაციო მოდულიდან: გაყიდვების სტატისტიკა და ხის პროდუქტების წარმოების მოდელი FMBs 5.2.2 საშეშე ხე-ტყის გამოყენება ტ % ენერგიის დეპ. & FIMS-ის საოპერაციო მოდულიდან: გაყიდვების სტატისტიკა სორტიმენტების მიხედვით საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ FMBs დანართი №2 ეკონომიკური პრინციპი № კრიტერიუმი № ინდიკატორები (დეტალური ვერსიები) ინდიკატორების მოკლე სახელწოდებები საზომი ერთეულები მონაცემთა წყაროები მონაცემთა მიმწოდებელი შესაბ. ნაწ. FOREST EUROPE-დან (FE) 6 საქართველოს ტყეების პროდუქტიულობის ფუნქცია შენარჩუნებულია მდგრად დონეზე 6.1 კანონიერად და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის და დაუგეგმავი შემთხვევების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის მთლიანი მოცულობა შედარებული შემატებასთან (იხ. ინდიკატორი 4.2), კლასიფიცირებული ხის სახეობების მიხედვით დამზადებული ხე-ტყე მ​3  ხის სახეობა  ხარისხის მიხედვით მერქნის რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა FIMS   FMBs/გზდ FE 3.1-ის ნაწილი (ჭრები) FE 2.4-ის ნაწილი 6.1.1 კანონიერად მოპოვებული ხე-ტყის მოცულობა, კლასიფიცირებული ხის სახეობისა და ხარისხის მიხედვით მ​3/ხის სახეობა და ხარისხი FIMS-ის საოპერაციო მოდულიდან გზდ/FMBs FE 3.1-ის ნაწილი (ჭრები) 6.1.2 აბიოტური და ბიოტური ფაქტორებით დაზიანებული ხე-ტყის მოცულობა მ​3,  აბიოტური და ბიოტური დაზიანების ფაქტორის მიხედვით FIMS-ის ტყის ავადობის მონიტორინგის მოდული გზდ/FMBs FE 2.4-ის ნაწილი 6.1.3 უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობა, კლასიფიცირებული ხის სახეობისა და ხარისხის მიხედვით მ3/ხის სახეობა და ხარისხი FIMS-ტყის მართვის თითოეული ორგანოს შიდა აღრიცხვის სისტემა გზდ/FMBs  (NFA-ს გარდა) 6.2 ტყეებიდან კანონიერად და უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის (სამასალე და საშეშე ხე-ტყის ჩათვლით) ღირებულება მრგვალი ხე-ტყის ღირებულება ხის სახეობის და წლის მიხედვით: ლარი/მ​3 FIMS-ტყის მართვის თითოეული ორგანოს შიდა აღრიცხვის სისტემა გზდ/FMBs/საქართველოს ფინანსთა სამინისტრო/ MoESD FE 3.2 6.3 ხე-ტყის  (საშეშე ხე-ტყის ჩათვლით) და ხე-ტყისგან მიღებული პროდუქტების  მოხმარება[​1] ხე-ტყის და  პროდუქტების  მოხმარება მ3 მრგვალი ხე-ტყის ეკვივალენტი*[​2]; მ​3*/ ოჯახზე FIMS საოპერაციო მოდულიდან: გაყიდვების სტატისტიკა და  ხე-ტყის პროდუქტის წარმოების მოდელი საქსტატი/MoEPA/ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო FE 6.7 6.4 ხე-ტყის (საშეშე ხე-ტყის ჩათვლით) და ხე-ტყისგან მიღებული პროდუქტების იმპორტი და ექსპორტი ხე-ტყის  პროდუქციის იმპორტი და ექსპორტი მ3  მრგვალი ხე-ტყის ექვივალენტი სხვადასხვა პროდუქტისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო/სსიპ −  შემოსავლების სამსახური საქართველოს ფინანსთა სამინისტრო/ სსიპ − შემოსავლების სამსახური FE 6.8 7 საქართველოში მერქნის გადამუშავებას ხელი ეწყობა 7.1 სახერხების რაოდენობა, ტერიტორიული განაწილება და საოპერაციო სიმძლავრე[​3], კლასიფიცირებული კანონიერად და უკანონოდ მოქმედ სახერხებად სახერხები რაოდენობა და გადამუშავების სიმძლავრე მ​3-ში რეგიონების მიხედვით (ტერიტორიული განაწილება!) და კანონიერად / უკანონოდ მოქმედი სახერხების მიხედვით მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა გზდ - 7.2 ხე-ტყის მეორადი გადამუშავების ობიექტების (მაგ. სადურგლოები, საწარმოები) რაოდენობა, ტერიტორიული განაწილება  და საოპერაციო სიმძლავრე, კლასიფიცირებული კანონიერად და უკანონოდ მოქმედ ობიექტებად ხე-ტყის მეორადი გადამუშავების ობიექტები რაოდენობა და გადამუშავების სიმძლავრე მ3-ში რეგიონების მიხედვით (ტერიტორიული განაწილება!) და კანონიერად / უკანონოდ მოქმედი ხე-ტყის მეორადი გადამუშავების ობიექტების მიხედვით გზდ გზდ -  8 საქართველოს ეკონომიკაში სატყეო სექტორის წვლილი მდგრადი მართვის საფუძველზე გაზრდილი და აღიარებულია 8.1 მშპ-ში ტყის სექტორის წვლილი, კლასიფიცირებული შემდეგის  მიხედვით: ხე-ტყის პროდუქტები ტყის არამერქნული პროდუქტები საბაზრო მომსახურება (იხ. ინდიკატორი 10.1) მშპ-ში ტყის სექტორის წვლილი ლარი/ წელიწადში %/ წელიწადში საქსტატი/MoESD/ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო/FMBs საქსტატი/MoESD/ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო/FMBs FE 6.2 8.2 ფინანსური რესურსები ტყის მდგრადი მართვის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსები ტყის მდგრადი მართვისთვის ლარი/ჰა /წელიწადში % დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი, MBs/MEPA/საქართველოს ფინანსთა სამინისტრო MBs/MEPA/ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო FE 6.4 8.2.1 სატყეო სექტორის პოლიტიკის, მარეგულირებელი, მონიტორინგისა და ზედამხედველობის ამოცანებზე პასუხისმგებელი უწყებებისთვის (მაგ., ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი / სატყეო პოლიტიკის სამმართველო და გზდ / ტყის სექტორთან დაკავშირებული ზედამხედველობა) გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტი ლარი/წელიწადში დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი BFD/გზდ/FMBs 8.2.2 ტყის მართვის ორგანოებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტი კლასიფიცირებული შემდეგის მიხედვით:  მთლიანი ბიუჯეტი; სატყეო ღონისძიებებისთვის გათვლისწინებული ბიუჯეტის % (მ.შ. გზების მშენებლობა და მოვლა, ტყითსარგებლობა, ხე-ტყის დამზადება, სკოლებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ხე-ტყით უზრუნველყოფა); ტყის აღდგენისა და მოვლისთვის გათვლისწინებული ბიუჯეტის %; ტყის მართვის დაგეგმვისთვის გათვლისწინებული ბიუჯეტის %; ადმინისტრაციული ხარჯებისთვის (მ.შ. პერსონალის ხელფასები) გათავლისწინებული ბიუჯეტის %. ლარი/ჰა /წელიწადში % დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი FMBs/საქართელოს ფინანსთა სამინისტრო 8.2.3 მთლიან სახელმწიფო ბიუჯეტში  ტყის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის წილი  (8.2.1 + 8.2.2) % საქსტატი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 8.2.4 დონორების მხარდაჭერა სატყეო სექტორისთვის ლარი/წელიწადში FMBs/BFD/საქართველოს ფინანსთა სამინისტრო FMBs/BFD/საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 8.3 სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოების (მაგ.: NFA, აჭარის სატყეო სააგენტო,  APA, ახმეტის მუნიციპალიტეტი და ა.შ.) ნეტო შემოსავალი ტყის მართვის ორგანოების შემოსავალი ლარი წელიწადში FMBs FMBs FE 6.3 8.4 უკანონო ტყითსარგებლობით გამოწვეული ფინანსური ზარალი ფინანსური ზარალი ლარი წელიწადში გზდ/FMBs გზდ/FMBs 9 ტყის არამერქნული პროდუქტების კომერციული მიზნით გამოყენება და საქართველოს ტყეების მიერ უზრუნველყოფილი საბაზრო მომსახურებების[4] გამოყენება გაძლიერებულია, სხვა ეკოსისტემურ მომსახურებებსა და ტყის ფუნქციებზე კომპრომისის გარეშე 9.1 ტყის არამერქნული პროდუქტების რაოდენობა და საბაზრო ღირებულება ტყის არამერქნული პროდუქტები ერთ ტყის არამერქნულ პროდუქტზე წელიწადში: ნედლეულის რაოდენობა მ​3 ტონაში, ან სხვა შესაბამის ერთეულში ლარი/ერთეული FIMS FMBs/საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (სსიპ – შემოსავლების სამსახური) FE 3.3-ის ნაწილი არამერქნული პროდუქტები 9.2 იურდიული პირების მიერ მოპოვებული პროდუქტების რაოდენობა, შედარებული განსაზღვრულ მდგრად რაოდენობებთან, რომლებიც გათვალისწინებულია სალიცენზიო/სანებართვო ხელშეკრულებები ტყის არამერქნული პროდუქტების მდგრადი რაოდენობები კანონით დაშვებული რაოდენობის % FIMS FMBs - 9.3 ტყესთან დაკავშირებული საბაზრო მომსახურებების ღირებულება საბაზრო მომსახურებები ლარი ცალკეულ  რეალიზებულ მომსახურებაზე წელიწადში FMBs FMBs FE 3.4 დანართი №3 სოციალური პრინციპი № კრიტერიუმი № ინდიკატორები (დეტალური ვერსიები) ინდიკატორების მოკლე სახელწოდებები საზომი ერთეულები მონაცემთა წყაროები მონაცემთა მიმწოდებელი შესაბ. ნაწ. FOREST EUROPE-დან (FE) 10 ტყის  სექტორში სამუშაო პირობები არის ღირსეული და უსაფრთხო, ასევე სატყეო სექტორში დასაქმებულ პერსონალს აქვს სათანადო კვალიფიკაცია 10.1 ტყის სექტორში სხვადასხვა დონეზე (ცენტრალური, რეგიონული, რაიონული)  დასაქმებული პირები, კლასიფიცირებული გენდერის, ასაკობრივი ჯგუფის, განათლებისა და პოზიციის მიხედვით დასაქმება ტყის სექტორში რაოდ. /% ასაკობრივ ჯგუფზე რაოდ. /% სქესზე რაოდ. /% საქმიანობის კატეგორიაზე რაოდ. /% განათლების კატეგორიაზე FIMS; დარგვის, მოვლის, ხე-ტყის დამზადების ღონისძიებებსა და მერქნის გადამუშავებაში ჩართული კერძო კომპანიების ანგარიშები FMBs/კერძო კომპანიები *(დარგვის, მოვლის, ხე-ტყის დამზადების ღონისძიებებსა და მერქნის გადამუშავებაში ჩართული)/ BFD FE 6.5 10.2 ფატალური და არაფატალური უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე და პროფესიული დაავადებები, კლასიფიცირებული სამუშაოს ტიპისა და უბედური შემთხვევის სერიოზულობის მიხედვით შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უბედური შემთხვევების მთლიანი რაოდენობა; პროფესიული დაავადებების რაოდენობა; უბედური შემთხვევის % /კლასი; დაზიანების %/ კლასი FMBs/კერძო კომპანიები *(დარგვის, მოვლისა და ხე-ტყის დამზადების ღონისძიებებში ჩართული) უბედური შემთხვევის დაზღვევის სააგენტოები და ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიები FMBs/კერძო კომპანიები *(დარგვის, მოვლისა და ხე-ტყის დამზადების ღონისძიებებში ჩართული) უბედური შემთხვევის დაზღვევის სააგენტოები და ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიები FE 6.6 10.3 დასაქმებული ქალებისა და კაცების  საშუალო საათობრივი შემოსავალი, საქმიანობის, ასაკისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიხედვით. საშუალო საათობრივი შემოსავალი ლარი / სთ ადამიანური რესურსების მართვის სისტემა FMBs/კერძო კომპანიები *(დარგვის, მოვლის, ხე-ტყის დამზადების ღონისძიებებსა და მერქნის გადამუშავებაში ჩართული)/ BFD 10.4 ტყის მართვის და ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომლების, აგრეთვე კერძო კომპანიებისა და ლიცენზიის მფლობელების თანამშრომლების გადამზადება, საჭირო სერტიფიკატების მისაღებად, მოდულების მიხედვით კლასიფიცირებული დასაქმებულთა კვალიფიკაცია ტრენინგების რაოდენობა დატრენინგებული პერსონალის რაოდენობა FMBs/გზდ/კერძო კომპანიები/ ლიცენზიის მფლობელები FMBs/გზდ/კერძო კომპანიები/ ლიცენზიის მფლობელები 11 სატყეო განათლება გაუმჯობესებულია 11.1 სატყეო მეურნეობის და მასთან დაკავშირებული პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობა, კლასიფიცირებული მიღებული ხარისხისა და კვალიფიკაციის მიხედვით სატყეო მეურნეობის კურსდამთავრებულები კურსდამთავრებული სტუდენტების რაოდენობა (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) პროფესიული განათლების კოლეჯების კურსდამთავრებული სტუდენტების რაოდენობა უნივერსიტეტები/ პროფესიული განათლების კოლეჯები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო/ უნივერსიტეტები/ პროფესიული განათლების კოლეჯები 11.2 სოფლის მოსახლეობის წვდომა სატყეო განათლებაზე და ტრენინგზე ტრენინგები სოფლის მოსახლეობისთვის  შეთავაზებული ტრენინგების ან კურსების რაოდენობა მონაწილეთა რაოდენობა FMBs/EIEC FMBs/EIEC/სატყეო სექტორთან დაკავშირებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციები 12 გაზრდილია შემოსავლის წყაროები სოფლის მოსახლეობისთვის 12.1 ტყის არამერქნული პროდუქტებით სარგებლობის ნებართევბი, კლასიფიცირებული ცალკეული ტყის არამერქნული პროდუქტების მიხედვით შემოსავლის წყაროები ტყის არამერქნული პროდუქტებიდან ლიცენზიის მფლობელთა რაოდენობა სალიცენზიო ფართობების ადგილმდებარეობა და ზომა ტყის არამერქნული პროდუქტების რაოდენობა თითო ლიცენზიაზე (ტონა/ კგ) FIMS FMBs (APA-ს გარდა) 12.2 ხე-ტყის გამოყენება კანონიერი სახერხებისა და სადურგლოებისთვის  სოფლად, კლასიფიცირებული ხის სახეობებისა და ხის ხარისხების მიხედვით შემოსავლის წყაროები ხე-ტყის გადამუშავებიდან მ​3 მთლიანი დამზადებული ხეტყის % მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა FMBs (APA-ს გამოკლებით) /გზდ 12.3 შემოსავლის წყაროები სოფლის მოსახლეობისთვის ტურიზმის სექტორში დასაქმება ტურიზმის სექტორში ხარისხობრივი სამუშაო ადგილების რაოდენობა (მუდმივი პოზიცია / სეზონური პოზიციები) MoESD / მუნიციპალიტეტები / საქსტატი / GNTA/ FMBs MoESD / მუნიციპალიტეტები / საქსტატი / GNTA / FMBs 12.4 სატყეო სამუშაოებზე კანონიერად დასაქმებული სოფლის მოსახლეობის რაოდენობა დასაქმება სატყეო სამუშაოებში დასაქმებულთა რაოდენობა სამუშაო ადგილების რაოდენობა (მუდმივი პოზიცია / სეზონური პოზიციები) FMBs/კერძო კომპანიები FMBs/კერძო კომპანიები 13 უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის წვდომა ტყეებზე 13.1 ტყეების გამოყენება რეკრეაციისთვის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფისა და გამოყენების ინტენსივობა რეკრეაციისთვის წვდომის უფლება საჯარო რეკრეაციისთვის ხელმისაწვდომი ფართობი (ჰა) საჯარო რეკრეაციისთვის ხელმისაწვდომი სატყეო გზები და ბილიკები  (კმ) სარეკრეაციო ობიექტების (საპიკნიკე ადგილები, საბანაკო (კემპინგის) ადგილები, საფეხმავლო (ჰაიკინგის) ბილიკები და ა.შ.) რაოდენობა FMPS/FMBs FMBs FE 6.10 13.2 ძოვების ადგილები და მანძილი "ძოვების ადგილებსა" და „დასახლებებს" შორის ძოვებისთვის წვდომის უფლება ჰა, მ ან კმ FMPs FMBs 14 უზრუნველყოფილია ინფორმაციის გავრცელება და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა ტყის მართვასთან დაკავშირებული დაგეგმვის და   გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში 14.1 დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა ტყის მართვის დაგეგმვაში და გადაწყვეტილებების მიღებაში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა დაინტერესებულ მხარეებთან გამართული შეხვედრების რაოდენობა დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული უკუკავშირის რაოდენობა დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული და საბოლოო გადაწყვეტილებებში ასახული უკუკავშირის რაოდენობა შეხვედრების ოქმები BFD/FMBs 14.2 საქართველოში ტყის მდგრადი მართვის შესახებ საჯარო ინფორმაციის გავრცელების ეფექტური სისტემა კი/არა + ხარისხობრივი BFD//EIEC/გზდ/ NEA FMBs BFD/ FPD/EIEC/გზდ/NEA FMBs დანართი №4 სამართლებრივი, პოლიტიკური და ინსტიტუციური ჩარჩო № კრიტერიუმი № ინდიკატორები (დეტალური ვერსიები) ინდიკატორების მოკლე სახელწოდებები საზომი ერთეულები მონაცემთა წყაროები მონაცემთა მიმწოდებელი შესაბ. ნაწ. FOREST EUROPE-დან (FE) 15 გაძლიერებულია ეროვნული პოლიტიკა, ინსტრუმენტები და ინსტიტუტები, ტყის მდგრადი მართვის ხელშესაწყობად 15.1 პოლიტიკა, ინსტიტუტები და ინსტრუმენტები ტყის რესურსების შენარჩუნებისა და სათანადო გაძლიერებისათვის და მათი წვლილი ნახშირბადის ციკლებში ნახშირბადის ციკლები ხარისხობრივი MEPA/FMBs C.1 15.2 პოლიტიკა, ინსტიტუტები და ინსტრუმენტები ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად ეკოსისტემების სიჯანსაღე და სიცოცხლისუნარიანობა ხარისხობრივი MEPA/FMBs C.2 15.3 პოლიტიკა, ინსტიტუტები და ინსტრუმენტები ტყეების პროდუქტიულობის ფუნქციების შენარჩუნებისა და წახალისებისთვის პროდუქტიულობის ფუნქციები ხარისხობრივი MEPA/FMBs C.3 15.4 პოლიტიკა, ინსტიტუტები და ინსტრუმენტები ტყის ეკოსისტემებში ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსერვაციის და სათანადო გაძლიერებისთვის ბიოლოგიური მრავალფეროვნება ხარისხობრივი MEPA/FMBs C.4 15.5 პოლიტიკა, ინსტიტუტები და ინსტრუმენტები ტყის მართვაში დაცვითი ფუნქციების შენარჩუნებისა და სათანადოდ გაძლიერებისთვის დაცვითი ფუნქციები ხარისხობრივი MEPA/FMBs C.5 15.6 პოლიტიკა, ინსტიტუტები და ინსტრუმენტები სხვა სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციების და პირობების შენარჩუნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციები ხარისხობრივი MEPA/FMBs C.6 15.7 მოქმედებს ხე-ტყის პროდუქტების მიკვლევადობის ეფექტური სისტემა მიკვლევადობის სისტემა ხარისხობრივი MEPA/FMBs 15.8 არსებობს ტყეების მონიტორინგისა და ანგარიშგების კანონიერად დამტკიცებული და მეცნიერულად დასაბუთებული ეროვნული პროცესი ტყის მონიტორინგი და ანგარიშგება ხარისხობრივი MEPA/FMBs 15.9 შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ტყის მართვის გეგმებს დაქვემდებარებული ტყის ფართობი დამტკიცებული ტყის მართვის გეგმები ჰა, % ტყის მთლიანი ფართობიდან BFD ​[1] აშკარა (ხილული/გამოვლენილი) მოხმარება = წარმოება + იმპორტი - ექსპორტი. (აშკარა) მოხმარება გამოხატულია მრგვალი ხე-ტყის ეკვივალენტის მ³-ში. [​2] სხვადასხვა პროდუქტებისთვის: საშეშე ხე-ტყე, სხვა სამრეწველო მრგვალი ხე-ტყე, დახერხილი მერქანი, ხის პანელები, ქაღალდი და ფიცარი. (მ³ მრგვალი ხე-ტყის ექვივალენტი გამოხატავს მრგვალი ხე-ტყის რაოდენობას, რომელიც საჭიროა გარკვეული ხის პროდუქტის მ³-ის წარმოებისათვის. ეს საშუალებას იძლევა გამოიხატოს ურთიერთმიმართება მოხმარებული მრგვალი ხე-ტყის მოცულობასა და ტყიდან გამოტანილ მოცულობას შორის). [​4] საბაზრო მომსახურებების მაგალითები (Forest Europe: ტერმინების განმარტება): ეკოლოგიური მომსახურებები: წყლის დაცვა, ნიადაგის დაცვა; ბიოსფერული მომსახურებები: ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის რეგულირება; სოციალური მომსახურებები: ჯანმრთელობის დაცვა, ტურიზმი, რეკრეაცია, სპორტული აქტივობები (მაგ.: სანადირო და თევზჭერის ლიცენზიები, მართული სარეკრეაციო ადგილები ან ბილიკები სამთო ველოსპორტისთვის, ცხენოსნობა, სათხილამურო და სხვა სარეკრეაციო ღონისძიებები, ინფრასტრუქტურის დაცვა); კულტურულ/სულიერი მომსახურებები: სულიერი მომსახურება, კულტურული მომსახურება, ისტორიული მომსახურება; სხვა საბაზრო მომსახურებები: მაგ., გადახდა ტყიანი ტერიტორიების მესაკუთრეებისთვის/ტყის მართვის ორგანოებისთვის, გრუნტის მოპოვების, სატელეკომუნიკაციო ანძების, ქარის ელექტროსადგურების დამონტაჟების და ელექტროენერგიის განაწილებისთვის საჭირო ლიცენზიებისთვის; ეს მომსახურებები პირდაპირ ხელს უწყობს ტყის მართვის ორგანოს შემოსავლების ზრდას და საზოგადოებისა და ადამიანის კეთილდღეობას, იმ შემთხვევვაში თუკი ეს განხორციელდა ტყის დაცვითი ფუნქციებისთვის და ტყესთან დაკავშირებული ბიომრავალფეროვნებისთვის  ზიანის მიუყენებლად (რაც იზომება  3.3 ინდიკატორით).