ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.05.2022
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016576
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსები ქარუმაშვილი | ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.05.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2022 წლის 4 მაისი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულება“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 15/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016458).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესს.
მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია (შემდგომ – „კომისია“) არის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ - „საკრებულო“) მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომ – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“), ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით (შემდგომ – „საკრებულოს რეგლამენტი“) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28-ე და 301 მუხლებით, ასევე საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრული წესით. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.
3. კომისიის შექმნის მიზანია საკრებულოში განსახილველი საკითხების წინასწარ მომზადება, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლი.
მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:
ა.ა) მუნიციპალიტეტის ქონების შეძენის, ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;
ა.ბ) იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
ა.გ) მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების, აგრეთვე ქონების გასხვისების შესახებ;
ა.დ) მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დადგენის შესახებ;
ა.ე) მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;
ა.ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის ქონების პირობით ან უპირობოდ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ;
ა.ზ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე/სარგებლობის უფლების მიმღებზე/მართვის უფლებით მიმღებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ;
ა.თ) პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ (გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა);
ა.ი) მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
ა.კ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწითსარგებლობის წესების დადგენის შესახებ;
ა.ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო მიმართულებების განსაზღვრის, ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვის, მასში კორექტივების შეტანის და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია შეიმუშაოს ისეთი ინიციატივები, რომლებიც განეკუთვნება საკრებულოს სხვა კომისიების კომპეტენციას, მაგრამ გავლენას ახდენს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების რომელიმე ასპექტზე;
გ) ამზადებს რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის მომზადების საკითხზე;
დ) შეისწავლის ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და ადმინისტრირების საკითხებს და ამზადებს რეკომენდაციებს;
ე) საჭიროების შემთხვევაში აწყობს გასვლით შეხვედრებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მიზნობრივ ჯგუფებთან და დაინტერესებულ პირებთან (მეწარმეები, ფერმერები და სხვ.);
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები და მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი იურიდიული პირების ხელმძღვანელები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა ინფორმაცია, დაესწრონ კომისიის სხდომებს და უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარეს შესაბამისი კომისიის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და საკრებულოს ფრაქციას.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის და აძლევს მათ დავალებებს;
თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს რეგლამენტით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, თანამდებობიდან გადადგომის, თანამდებობიდან გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
4. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. კომისიის თავმჯდომარე მოვალეა საკრებულო რეგლამენტით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, შეადგინოს და გამოაქვეყნოს კომისიის მუშაობის ანგარიში.
5. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება თანამდებობიდან გადადგომის/გადაყენების, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.
6. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, ამ კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა ან/და საკრებულოს თავმჯდომარემ. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
მუხლი 4🔗. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
ბ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;
გ) განახორციელოს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საკრებულოს რეგლამენტით დაკისრებული სხვა უფლებამოსილებები.
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) დაესწროს კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისგან;
გ) შეასრულოს მასზე დაკისრებული სხვა მოვალეობები.
3. კომისიის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით.
4. საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:
ა) კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;
ბ) მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 301 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (ფრაქციის გაუქმება, მისი ფრაქციიდან გასვლა ან გარიცხვა, ფრაქციის განცხადება მისი კომისიიდან გაწვევის შესახებ).
მუხლი 5🔗. კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისიის უფლებამოსილი წევრი. კომისიის სხდომები იმართება, როგორც წესი, თვეში ორჯერ.
2. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის შემადგენლობის 1/3-ის ინიციატივით.
3. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრთა წინადადებით კომისიის სხდომის დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები.
4. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა.
5. ცნობა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
მუხლი 6🔗. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
1. კომისია უფლებამოსილია სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით.
2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება ხელახალი კენჭისყრა.
3. კომისიის სხდომაზე განსახილველი პროექტები განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად.
4. კომისიის სხდომაზე განიხილება აგრეთვე კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და მათი შემოწმების შედეგები.
5. კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით - გადაწყვეტილებებს.
მუხლი 7🔗. კომისიის მუშაობის ზოგადი წესი
1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად კომისიის შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.
2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის მერს, აგრეთვე სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.
3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს კომისიის სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს კომისიის სხდომაზე გამომსვლელთა სიას. კომისიის სხდომაზე დამსწრე პირთა მონაწილეობა ხდება საკრებულოს რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილის წესით.
4. კომისიას უფლება აქვს მის მიერ განსახილველი საკითხების მოსამზადებლად მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები.
5. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც კომისიის წევრებს, ასევე კომისიის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს კომისიის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
6. კომისიამ მოხსენება (დასკვნა) მისთვის განსახილველად გადაცემული ნორმატიული აქტის პროექტებზე უნდა წარადგინოს საკრებულოს მიერ დაწესებულ ვადაში. თუ ვადა დაწესებული არ არის, კომისიისათვის ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ კომისია ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი მოხსენება (დასკვნა) საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.
7. თუ კომისიისათვის გადაცემული რამდენიმე პროექტი ეხება ერთი და იგივე საკითხს, კომისია წყვეტს თუ რომელ მათგანს გაუწიოს რეკომენდაცია, როგორც ძირითადს. დანარჩენ პროექტებზე ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა არ ხდება. თუ კომისიის ერთ-ერთი წევრი მაინც მოითხოვს სხვა რომელიმე პროექტის ძირითადად მიჩნევას, საკითხი წყდება კენჭისყრით.
8. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოსაზრების შეტანა კომისიის სხდომის ოქმში და საკრებულოს სხდომაზე მისი წარდგენა ან თანამომხსენებლად გამოსვლა. კომისიის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
9. კომისიის დასკვნას საკრებულოს სხდომაზე წარადგენს კომისიის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – კომისიის სხვა წევრი.
10. კომისიის გადაწყვეტილებები საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. გადაწყვეტილებებში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე კომისიის დასკვნა და საკრებულოს სხდომაზე კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი (მომხსენებლები).
11. კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის ჩატარების საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესი.
მუხლი 8🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები
1. კომისია უფლებამოსილია ცალკეული საკითხების მომზადებისა და კომისიის სხდომაზე წარდგენის მიზნით თავისი წევრებისგან შექმნას სამუშაო ჯგუფი.
2. კომისიის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს ერთდროულად რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში.
მუხლი 9🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
1. კომისიის გადაწყვეტილებით კომისიასთან შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან. საკონსულტაციო საბჭოში შესაძლებელია ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლების მოწვევა.
2. კომისიის საკონსულტაციო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
3. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე, საბჭოს წევრებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრული სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად.
4. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს, განიხილავს კომისიის კომპეტენციის სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
5. კომისიის თავმჯდომარის, კომისიის წევრის ან კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივით შეიძლება ჩატარდეს კომისიისა და საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა.
მუხლი 10🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. კომისიის სხდომის ოქმი შეიძლება შეადგინოს ასევე კომისიის მდივანმა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს კომისია სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 1 წლის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს.
მუხლი 11🔗. კომისიის სხდომის ოქმი
1. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, სხდომის თავმჯდომარის, სხდომაზე დამსწრე წევრებისა და მოწვეულ პირთა ვინაობა, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებები.
2. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო სხდომაზე მისი არყოფნის შემთხვევაში – სხდომის თავმჯდომარე.
3. სხდომის ოქმი საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში და ინახება საკრებულოს აპარატში.