,,თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების-სოფელ დართლოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.162.016573
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №37

2022 წლის 4 მაისი

ქ. ახმეტა

 

,,თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების-სოფელ დართლოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების-სოფელ დართლოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის N23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2019,  010250050.35.162.016509) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართები: ,,თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ დართლოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების  რეგულირების წესები“ (დანართი N1) და ,,განაშენიანების რეგულირების გეგმა“  ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი N2, დანართიN3)  ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი
📎 დანართები (3)
ნორმატიული-აქტი-4 PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ნორმატიული-აქტი-2

დანართი N1

თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ დართლოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ დართლოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების საგანი, მიზნები და პრიორიტეტები

1. თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ დართლოს (შემდგომში -სოფელი/სოფელი დართლო) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (შემდგომში – განაშენიანების რეგულირების წესები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების (შემდგომში – განაშენიანების ძირითადი დებულებები) მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს სოფელ დართლოს ტერიტორიისათვის ქალაქთმშენებლობით საკითხებს, განსაზღვრავს სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

2. ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია, სოფლის სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა. აღნიშნული პირობები ასახული უნდა იქნას ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებში, ხოლო ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს და აზუსტებდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმას.

3. ამ დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, ქალაქთმშენებლობითი განვითარების პრიორიტეტია სოფლის ისტორიულ-კულტურული ფასეულობების შენარჩუნება და ურბანული განვითარება, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოსა და ლანდშაფტზე ზიანის მიყენების გარეშე.

მუხლი 2. ტერმინების განმარტება

1. გარდა წინამდებარე მუხლში მოცემული ტერმინთა განმარტებებისა განაშენიანების რეგულირების წესების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში და განაშენიანების ძირითად დებულებებში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა:

ა) კომბინირებული რეჟიმის ზონა მოქმედებს თუ მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი ხვდება წინამდებარე წესებით დადგენილი კონკრეტული ფუნქციური ან/და გეგმარებით შემზღუდავი ერთზე მეტი ზონის მოქმედების არეალში და ისინი ფარავენ ერთმანეთს.

ბ) შერეული რეჟიმის ზონა მოქმედებს თუ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება წინამდებარე წესებით დადგენილი ერთზე მეტი ზონა.

გ) გეგმარების შემზღუდავი ზონირება — ქალათმშენებლობითი დოკუმენტის ზონირების ნაწილი, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ახდენს ტერიტორიის იდენტიფიცირებას განაშენიანების შემზღუდავი პირობების ან/და სხვა რეგლამენტების მიხედვით;

დ) სახურავის კიდის საანგარიშო სიმაღლე (სიმაღლე) - სიმაღლე, რომელიც იანგარიშება შენობის საანგარიშო ფასადისა და გრუნტის შეხების ყველაზე დაბალი წერტილდან სახურავის კიდემდე.

ე) ხურხევა - შენობებს შორის გამავლი ბილიკები/ქუჩები;

თავი II

სოფლის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა და დაგეგმვის პირობები

მუხლი 3. სოფლის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტები

სოფელ დართლოს სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის სივრცითი-ტერიტორიული გეგმის, წინამდებარე განაშენიანების რეგულირების წესებისა და სოფელ დართლოს განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.

მუხლი 4. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პრინციპები და შემადგენლობა

1. სოფლის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პრინციპებია:

ა) მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა;

ბ) ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და დასახლებათა განვითარების საკითხების ჰარმონიზება;

გ) სოფლის სივრცით-გეგმარებითი განვითარება;

დ)ინვესტიციების მოზიდვა ტურისტული, სატრანსპორტო, საინჟინრო ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით;

ე) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესში საჯაროობის, ჩართულობისა და თანამონაწილეობის უზრუნველყოფა;

ვ) სოფლის არქიტექტურულ-გეგმარებითი და მხატვრულ-ესთეტიკური სრულყოფა;

ზ) სოფლის ისტორიული-კულტურული კავშირების, ისტორიული ლანდშაფტების დამახასიათებელი ნიშნების და ბუნებრივი ძეგლების შენარჩუნება;

თ) სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება;

2. განაშენიანების რეგულირების გეგმისა და მისი გეგმარებითი დავალების შემადგენლობა განისაზღვრება განაშენიანების ძირითადი დებულებებით.

მუხლი 5. ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების პროცედურა

1. სოფლის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ქვეყნის სამშენებლო პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოსთან შეთანხმებით.

2. სოფელი დართლოს განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების პროცედურა განისაზღვრება განაშენიანების ძირითადი დებულებებით.

3. სოფელი დართლოს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს დაგეგმვის დოკუმენტების მიზნების ფორმირების, შემუშავების, განხილვისა და შეთანხმების პროცესში ორგანიზებულ საჯარო განხილვებში. საჯარო განხილვების ორგანიზებას ახორციელებს დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყება. საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება დასაგეგმარებელ ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებით, მასმედიის ელექტრონულ და ბეჭდვით საშუალებებში განცხადებებისა და შეტყობინებების მეშვეობით, ასევე მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნებით.

მუხლი 6. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება

1. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემდგომი დახვეწისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან იქმნება სათათბირო ორგანო - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“ (შემდგომში - საბჭო), რომელიც წინამდებარე წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გასცემს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.

2. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება შესაძლებლია გაიცეს მხოლოდ იმ ობიექტების მშენებლობის მიზნით, რომელთა მშენებლობაც წინამდებარე წესების თანახმად, საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.

3. წინამდებარე წესებით დადგენილი ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა დაუშვებელია.

თავი III

სოფელ დართლოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები

მუხლი 7. ფუნქციური ზონები და მათი რეგლამენტები

1. სოფლის ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონები (ქვეზონები):

ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა' (ლსზ') - ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა' (ლსზ') წარმოადგენს დასახლების (ადმინისტრაციულ) საზღვრებში ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა წინამდებარე წესების შესაბამისად.

ა.ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში' (ლსზ') მშენებლობის დასაშვები ძირითადი სახეობებია: კიბე, საფეხმავლო ხიდი, საინფორმაციო დაფა, ტურისტული მარშუტის მანიშნებლები, წყარო.

ა.ბ) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში' (ლსზ') სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მშენებლობის დასაშვები სახეობაა: ცხოველების გადაადგილების შემზღუდავი ბარიერები, რომლის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნიშნულიდან არ უნდა იყოს 1.20 მ, სალოცავი ხატები, ლაშქრობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები შემდეგი პარამეტრებით: განაშენიანების მაქსიმალური ფართობი 8 კვ.მ, მაქსიმალური სიმაღლე მიწის ყველაზე დაბალი ნიშნულიდან - 3 მ, სახურავის მაქსიმალური დახრა-180, დამტკიცებული ტურისტული მარშრუტების ფუნქციონირებისთვის საჭირო მცირე არქიტექტურული ნაგებობები, პანორამული გადასახედები.

ბ) საკულტო ზონა' – (საკზ') მოიცავს სოფლის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ საკულტო გამოყენების ტერიტორიებს. გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობებია: საკულტო შენობა-ნაგებობები და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო დამხმარე შენობა-ნაგებობები.

გ) სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) - სარეკრეაციო ქვეზონა რომელიც მოიცავს სოფლის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ ან დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორი(ებ)ს: სკვერი, პარკი და სხვა მსგავსი ტიპის გამწვანებული სივრცეები.

გ.ა) გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობებია: ხურხევა, მოედანი, სკამი, განათების ბოძი, აბრა, მიმართულების მანიშნებლები, სასმელი წყლის შადრევანი. საყრდენი კედელი.

გ.ბ) სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მშენებლობის დასაშვები სახეობაა: არსებული ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების (ნანგრევი, ფუნდამენტი) ფუნქციური აღდგენა, ადაპტაცია.

დ) სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) - წარმოადგენს სატრანსპორტო ქვეზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ და მოიცავს არსებულ და საპროექტო ავტოსადგომებს, ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილ გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზა-გამყოფებს.

ე) სასოფლო-სამეურნეო ზონა 1 (სოფზ-1) - სასოფლო-სამეურნეო ქვეზონა, რომელიც მოიცავს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, რომელიც განკუთვნილია სახნავ-სათესი ან/და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისთვის;

ვ) საცხოვრებელი ზონა 2 (სზ 2) - მოიცავს სოფლის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი ფუნქციის მქონე ტერიტორიებს. აღნიშნულ ზონაში დომინირებული სახეობაა ინდივიდუალური საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები:

  • კოშკი: განაშენიანების ფართი - 3.5 X 3.5 მეტრი, სიმაღლე - 14 მ, სართულის მინიმალური სიმაღლე, იატაკიდან ძირითად კონსტრუქციამდე - 2.5 მ.;

  • ციხესახლი: მაქსიმალური განაშენიანების ფართი: 8 X 8 მ, სიმაღლე - 9 მ, სართულის მინიმალური სიმაღლე იატაკიდან ძირითად კონსტრუქციამდე - 2.5 მ., სახურავის მაქსიმალური დახრა - 18 0.

  • სახლი: განაშენიანების მქასიმალური ფართობი - 8 X 14 მ, მაქსიმალური სიმაღლე - 7 მ, სართულის მინიმალური სიმაღლე იატაკიდან ძირითად კონსტრუქციამდე 2.5 მ., სახურავის მაქსიმალური დახრა18 0.

ვ.ა) გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:

ვ.ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი;

ვ.ა.ბ) საოჯახო სასტუმრო;

ვ.ა.გ) საოჯახო, არასამეწარმეო მეფრინველეობა-მეცხოველეობის, ტექნიკურ - სამეურნეო შენობა-ნაგებობები და ინდივიდუალური სახელოსნოები სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

ვ.ა.დ) საბავშვო მოედანი;

ვ.ა.ე) საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ვ.ა.ვ) აფთიაქი;

ვ.ა.ზ) კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზი კულტურული ღონისძიებებისათვის);

ვ.ა.თ) საცალო სავაჭრო ობიექტები;

ვ.ა.ი) საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტები;

ვ.ა.კ) კვების ობიექტები;

ვ.ბ) სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებით დასაშვები სახეობებია:

ვ.ბ.ა) პოლიკლინიკა (სოფლის დასახლებებისთვის);

ვ.ბ.ბ) საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა;

ვ.ბ.გ) ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობის საამქრო, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით (სოფლის დასახლებებისთვის);

ვ.ბ.დ) ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის)

ვ.ბ.ე) ოფისი;

ვ.ბ.ვ) კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობები.

2. ამ მუხლში მითითებული ყველა ზონისათვის გამოყენების დასაშვებ სახეობას განეკუთვნება ხაზობრივი ნაგებობები: გაზსადენი, წყალსადენი, წყალარინების მილი, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი.

3. პირველი კლასის მახასიათებლების მქონე სავაჭრო ჯიხურის და დროებითი პავილიონის მშენებლობის ნებართვის გაცემა უნდა მოხდეს II კლასის მშენებლობებისათვის დადგენილი წესით.

მუხლი 8. განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებების განხორციელების პირობები

1. კონკრეტული ფუნქციური ზონების ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას ქალაქთმშენებლობით დოკუმენტში და საჭიროებს იმავე პროცედურების გავლას, რაც მისი დამტკიცებისთვის არის დადგენილი.

2. განაშენიანების რეგულირების გეგმაში მიწის ნაკვეთების გამიჯვნა/გაერთიანება წარმოადგენს ცვლილებას ქალაქთმშენებლობით დოკუმენტში და ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით (გამარტივებული წესით).

3. განაშენიანების რეგულირების გეგმაში შემავალი მიწის ნაკვეთების გამიჯვნა/ გაერთიანება დასაშვებია მხოლოდ წინამდებარე წესებით და განაშენიანების რეგულირების გეგმით დადგენილი მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების ხაზების (წითელი ხაზების) შეუცვლელად.

4. დაუშვებელია განაშენიანების რეგულირების გეგმაში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ გეგმას.

მუხლი 9. გეგმარების შემზღუდავი ზონები და მათი რეგლამენტები

1. გეგმარების შემზღუდავი ზონები სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებში აისახება უფლებრივი ზონირების რუკებში:

ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები;

ბ) გარემოს დამცავი ზონები.

2. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები მოიცავს:

ა) ძეგლის ინდივიდუალური (ფიზიკური) დაცვის ზონა (არეალი);

ბ) ძეგლის ვიზუალური დამცვი ზონა (არეალი);

გ) ისტორიული განაშენიანების დამცავი ზონა;

ე) ისტორიული ლანდშაფტის დამცავი ზონა;

3. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე სამუშაოების გამხორციელება დაშვებულია ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. გარემოს დამცავი ზონა 2 (გდზ-2) მოიცავს დაცული ლანდშაფტის ტერიტორია, სადაც ხორციელდება დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის დაცვა და აღდგენა, დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის დაურღვევლად. სამშენებლო საქმიანობა დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ მისი დაცვის, აღდგენის, ადგილობრივი მოსახლეობისათვის დასაბუთებული საჭიროების და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის დაურღვევლად. აღნიშნულ ზონაში მოქმედებს „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის და “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის რეგულაციები. ყოველგავი საქმიანობა, წინამდებარე წესებით განსაზღვრულ გარემოს დამცავ ზონებში, უნდა განხორციელდეს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

5.გარემოს დამცავი ზონა 3 (გდზ-3) მოიცავს სოფლის ტერიტორიაზე არსებული მდინარის წყალდაცვით ზოლს. განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად, სოფლის ტერიტორიაზე გამოყოფილია 10მ-იანი მდინარის წყალდაცვითი ზოლი (ორივე მხარეს). მდინარის წყალდაცვით ზოლში მოქმედებს სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად. აღნიშნულ ზოლში აკრძალულია:

            ა) მშენებლობა და რეკონსტრუქცია, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა;

   ბ) საჰაერო დაფრქვევის გზით მრავალწლოვანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების შეწამვლა შხამქიმიკატებით;

        გ) მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების, აგრეთვე  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ნარჩენების შენახვა, დაგროვება და განთავსება

მუხლი 10. კომბინირებული რეჟიმის ზონები

1. კომბინირებული რეჟიმის ზონა მოქმედებს თუ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ვრცელდება წინამდებარე წესებით დადგენილი ერთზე მეტი ზონა და ისინი ფარავენ ერთმანეთს.

2. თუ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ვრცელდება კომბინირებული რეჟიმის ზონა, მაშინ მისი სამშენებლოდ განვითარებისას მოქმედებს ყველაზე მკაცრი ზონის რეგულაციები.

მუხლი 11. შერეული რეჟიმის ზონა

1. შერეული რეჟიმის ზონა მოქმედებს თუ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება წინამდებარე წესებით დადგენილი ერთზე მეტი ზონა.

2. თუ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე ვრცელდება შერეული რეჟიმის ზონა, მაშინ მისი სამშენებლოდ განვითარებისას არცერთი ზონის მოთხოვნა არ უნდა დაირღვეს.

მუხლი 12. განაშენიანების არქიტექტურულ-მხატვრული მახასიათებლები

1. ამ მუხლის მიზანია სოფლის ტერიტორიაზე განაშენიანებისთვის დამახასიათებელი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულების შენარჩუნება და ჩამოყალიბება.

2. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება როგორც ახალ მშენებლობაზე (მათ შორის პირველი კლასზე), ასევე რეკონსტრუქციაზე.

3. შენობა-ნაგებობის ფასადსა და სახურავზე გამოყენებული უნდა იქნას ხანძარმედეგი მასალები ან გამოყენებული მასალა დამუშავდეს ხანძარმედეგი საშუალებებით. შენობა-ნაგებობების სახურავი უნდა აღიჭურვოს თოვლის დაცურების საწინააღმდეგო სისტემებით დანართი-(ალბომი#5) შესაბამისად. სახურევებზე სამერცხლულების მოწყობა დაუშვებელია.

4. სახურავის დახრის კუთხე არ უნდა აღემატებოდეს 180 -ს. სახურავისა და შენობა-ნაგებობის ფასადის მოპირკეთება უნდა მოხდეს ფიქალით. შესაძლებელია, წინამდებარე პუნქტში მოყვანილი ცხრილის შესაბამისი მასალების გამოყენება შენობა-ნაგებობის ზედაპირის ლესვისას, მოპირკეთებისას და გადახურვისას:

  სახურავი ფიქალი სახურავი მუქი ნაცრისფერი, შავი კედელი ფიქალი კედელი თიხა ლესვა კედელი ბეტონი, ცემენტით ლესვა, კედელი ხე კარ-ფანჯარა ხე ან მუქი , ნაცრისფერი აივანი ტრადიციული აივანი ყველაფერი დანარჩენი
სზ2
 

MIN

50%

MAX

40%

 

MAX

30%

     
რზ1                  
სოფ.ზ1                  
ტზ1                  
ლსზ’                  
საკზ’                  

5. შენობა-ნაგებობებზე კარ-ფანჯრის მოეწყოს ხის ფაქტურის მასალით.

6. აივნები მოეწყოს ხის მასალის, ტრადიციული ელემენტებისა და მახასიათებლების გათვალისწინებით, წინამდებარე წესების დანართი-(ალბომი#5) -ში მოცემული ნიმუშების შესაბამისად

7. ღობეები, ჭიშკრები, შენობის გარე კიბეები, მცირე არქიტექტურული ფორმები (სარეკლამო აბრები) დამზადდეს ხის, ფიქალის ან ლითონის მასალებისგან (ლითონის ფერები). ეზოებში და საზოგადოებრივ სივრცეებში ბილიკები, ბორდიურები, ტერასები შეიძლება მოეწყოს მხოლოდ ნატურალური მასალის გამოყენებით: ქვა, ფილაქანი, ხე, ხის მორი, ხის კოჭი, ფიცარნაგი, ქვისღორღი, რიყისქვა. აკრძალულია ჭედური ლითონის გამოყენება, გარდა სარეკლამო აბრების და განათებებისა დანართი-(ალბომი#5) შესაბამისად.

8. საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობები მოპირკეთდეს ნატურალური ქვის წყობით, ხის ან მწვანე ღობით (შესაძლებელია ლითონის ბადესთან ერთად), მიწაყრილი გაზონით და სხვა მსგავსი ტიპის მასალით დანართი-(ალბომი#5) შესაბამისად.

9.სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტების დაპროექტება-მშენებლობა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მომსახურება არ ხორციელდებოდეს ან/და მომსახურების პროცესი არ აღიქმებოდეს გზიდან/ქუჩიდან.

10. ექსტერიერის ელემენტები და მოწყობილობები/დანადგარები:

ა) განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 7 %-ს; სარეკლამო დაფების,აბრების და წარწერების დამზადება შესაძლებელია ხით, ფიქალით ან ლითონის ელემენტებით. შესაძლებელია ფასადზე მხატვრობა (მაგ. საღებავებით დაიწეროს წარწერები ლოგოებით).დაუშვებელია „ლაითბოქსის“ გამოყენება.

ბ) სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდნენ შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. მათი არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი ფასადებთან ერთად, ერთიან ვიზუალში გადაწყვეტა.

გ) დაუშვებელია ინდივიდუალური გათბობა-კონდიცირების სისტემის მოწყობა სასტუმროებსა და აპარტამენტის ტიპის საცხოვრებლებში, გარდა მცირე ზომის, (10 ნომრამდე) სასტუმროებისა. აღნიშნული ტიპის ობიექტებისთვის, გათბობა-კონდიცირების ცენტრალური სისტემა არ უნდა იყოს აღქმადი ცენტრალური ქუჩიდან.

დ) ანტენები (სატელიტური, რადიო და სხვა) უნდა განთავსდეს სახურავზე. ტექნიკური აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია მათი განთავსება შენობის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე.

ე) ღიობების დამცავი საშუალებები (ჟალუზების, გისოსების და სხვა) უნდა მოეწყოს ერთიანი პროექტის საფუძველზე, მათი ფასადებთან ერთად ერთიან ვიზუალში გადაწყვეტით.

11. საკულტო ზონებში, საკულტო შენობა-ნაგებობების ფასადი უნდა მოპირკეთდეს ფიქალის ქვით. ლესვა უნდა განხორციელდეს თიხის ხსნარით ან მოპირკეთდეს ბუნებრივი ქვით.

12. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში ღობის მშენებლობა აკრძალულია გარდა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

მუხლი 13. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები

1. მიწის ნაკვეთებზე შენობა-ნაგებობების განთავსება უნდა მოხდეს განაშენიანების ძირითადი დებულებების მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 14. სატრანსპორტო და საფეხმავლო უზრუნველყოფა

1. ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფილია ან უზრუნველყოფილი იქნება ფუნქციონირებისთვის საჭირო საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, გარდა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სამშენებლო მიწის ნაკვეთი შესაძლოა უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ საფეხმავლო გზით თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს რთულ რელიეფზე, არ გააჩნია მისასვლელად სამანქანო გზა და მწვანე ნარგავების ჭრის გარეშე სამანქანო გზის მოწყობა შეუძლებელია.

3. განაშენიანების რეგულირების გეგმით განსაზღვრულ ტერიტორიებზე უნდა მოეწყოს საზოგადოებრივი ფუნქციის მქონე ავტოსადგომები. ავტოსადგომზე ავტომობილებისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა იყოს ღრუტანიანი ბეტონის ფილები შიგნით გამწვანებით დანართი-(ალბომი#5) შესაბამისად.

მუხლი 15. შეუსაბამო ობიექტები.

1. მიწის ნაკვეთებს და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც არ შეესაბამებიან წინამდებარე წესების მოთხოვნებს, ენიჭებათ შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსი, რომელსაც ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

2. შეუსაბამო ობიექტების განვითარება დასაშვებია მხოლოდ წინამდებარე წესების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

3. შეუსაბამო ობიეტებზე დაიშვება მხოლოდ სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებიც არ ზრდის შეუსაბამობის ხარისხს.

თავი V

გარდამავალი დებულებები

მუხლი 16. გარდამავალი დებულებები

იმ ობიექტებზე, რომლებზეც განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის/წერილობითი დასტურის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა/წერილობითი დასტური, ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი.

ნორმატიული-აქტი-3

ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება

განაშენიანების რეგულირების გეგმა

სოფელი დართლო

ალბომი #1

(ტექსტური ნაწილი)

განმარტებითი ბარათი

თბილისი 2018

\\Server\f\TEMP\თუშეთი\_თუშეთი 20,09,2018\satitulo_Page_1.jpg

\\Server\f\TEMP\თუშეთი\_თუშეთი 20,09,2018\satitulo_Page_2.jpg

კონსულტაციებისთვის საავტორო ჯგუფი მადლობას უხდის:

თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას

ზაზა ლაგაზიძეს, ლადო კახოიძეს, აშირ აბაშიძეს, ავთანდილ გარსევანიშვილს, გიორგი ცოცანიძეს, ნანული აზიკურს, ეთერ თათარაიძეს, ამირან არაბულს, დავით მუმლაძეს, დევი კახოიძეს, გოჩა ღულელაურს, პაატა აბულიძეს, გიორგი აბულიძეს, მარინე მიქელაძეს, დალი მიქელაძეს, ნინო სულხანიშვილს, ირაკლი ვეშაგურიძეს, ზურაბ ინაშვილს, ბადრი ვადაჭკორიას, გივი მეტრეველს, მალხაზ მიმინოშვილს, სტანისლავ მარონს, სოსო არჯევანიშვილს, დავით ქააძეს, კობა მელიქიშვილს, ბადრი ჭიბალაშვილს, ლაშა ხუნდაძეს, დავით ბუქვაიძეს, ლაშა გაგოიძეს, თამაზ დათუკიშვილს, ზაზა ლორიას, ალექსანდრე ჯალაღანიას, გია მუჯირს, ლევან ადამიას, ბექა ფაჯიშვილს, ნიკა ლებანიძეს, გიორგი ძაგნიძეს, შალვა შალიბაშვილს, ვასილ ზაქაიძეს, გრიშა სეთურიძეს, სანდრო ონოფრიშვილს, კაკო ბუქვაიძეს, ანზორ გოგოთიძეს.

სარჩევი

1. შესავალი 7

1.1 განაშენიანების რეგულირების გეგმის აღწერა. 8

1.2 მიწა და საკუთრება 8

2. დასახლება განსახლების სისტემაში, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივ დონეზე; 11

2.1 არსებული მდგომარეობის აღწერა 11

2.2 პროექტით გათვალისწინებული ზოგადი კონცეფცია 13

3. ისტორიული განვითარების მიმოხილვა; 14

4. ბუნებრივ–კლიმატური პირობები 15

4.1 გელოგიური საფრთხეები 16

4.2 კლიმატური პირობები 17

5 მოსახლეობა, დემოგრაფია; 19

5.1არსებული მდგომარეობის აღწერა 19

5.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები 20

6. ადგილობრივი წარმოება; 21

6.1 არსებული მდგომარეობის აღწერა 21

6.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები 21

7. ტურისტული ინფრასტრუქტურა; 22

7.1 კონტექსტი 22

7.2 არსებული მდგომარეობის აღწერა 23

7.3 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები 24

8. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ობიექტები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა რესურსები; 25

8.1 არსებული მდგომარეობის აღწერა 25

8.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები 26

9.კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვის ზონები; 27

9.1 არსებული მდგომარეობის აღწერა 27

9.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები 27

9.2.1 ზოგადი დამცავი ზონირება. 27

10. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა; 27

10.1 არსებული მდგომარეობის აღწერა 27

10.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები 28

11. საინჟინრო ინფრასტრუქტურა; 29

11.1 არსებული მდგომარეობის აღწერა 29

11.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები 30

12 გამწვანება და კეთილმოწყობა; 32

12.1 არსებული მდგომარეობის აღწერა 32

12.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები 32

13. მიწათსარგებლობის სტრუქტურა, მახასიათებლები და ტენდენციები; 32

13.1არსებული მდგომარეობის აღწერა 32

13.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები. 33

14. არსებული მდგომარეობის სივრცით–გეგმარებითი ანალიზი; 36

15. ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT) ანალიზი; 37

15.1 STRENGTHS ძლიერი მხარეები 37

15.2 WEAKNESSES სუსტი მხარეები 38

15.3 OPPORTUNITIES შესაძლებლობები 39

15.4 THREATS საფრთხეები 39

16. სამომავლო მისია/ფუნქცია; 40

17. განვითარების რეკომენდაციები, წინადადებები; 40

18.სამოქმედო გეგმა (ეტაპები); 41

18.1 პირველი ეტაპი 41

18.2 მეორე ეტაპი 42

18.3 მესამე ეტაპი 42

19. განაშენიანების რეგულირების გეგმის ეფექტიანობის შეფასება; 42

20. განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელების ეტაპები და რიგითობა. 42

21. საინჟინრო ნაწილი (განმარტებითი ბარათი) 43

21.1 წყალმომარაგების სისტემა 43

21.2 კანალიზაციის სისტემა 46

21.3 ელექტროტექნიკური ნაწილი 47

21.4 ელექტროტექნიკური ნაწილი-გარე განათება 50

22. დანართი - გეგმარებითი დავალება (გდ) და განკარგულება 42 52

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების (N1182 15.08.2016წ.) საფუძველზე განხორციელდა ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შედგენა. (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N569 02.11.2016 წ.).

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია დამუშავდა 3 ეტაპად:

1. სოფელ დართლო განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შედგენისათვის წინასაპროექტო კვლევა და სტრატეგიული განვითარების ხედვა (კონცეფცია);

2. სოფელ დართლოს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება;

3.სოფელ დართლოს განაშენიანების რეგულირების გეგმა და დასახლების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები.

სოფელ დართლოს განაშენიანების რეგულირების გეგმა (შემდგომში დართლოს გრგ) მიზნად ისახავს, გრგ-ს წინასაპროექტო კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი მიმართულებების და ხედვის ეტაპზე დეკლარიებული შემდგომი მიზნების მიღწევას:

  • მდგრადი განვითარების, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და სტუმრებისთვის ჯანსაღი, ღირსეული, მიმზიდველი და უსაფრთხო ცხოვრების, დასვენების და საქმიანობისთვის გარემოს ჩამოყალიბების და მართვის სამართლებრივ-ნორმატიული და ფუნქციური გეგმარებითი წინაპირობების შექმნას.

სოფელ დართლოს გრგ-ს ძირითადი ამოცანებია:

  • ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების და მთლიანად ისტორიული განაშენიანების დაცვა და განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენა;

  • საბაზისო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და დაგეგმარება (წყლის და კანალიზაციის);

  • სტრუქტურული ზონირების, ზოგადი და კონკრეტული უფლებრივი ზონირების და განაშენიანებისა და გამოყენების წესების შექმნა;

  • ურბანული გარემოს დაგეგმარება, ტურისტული და სოციალური ინფრასტრუქტურის, პარკების და ღია სივრცეების დაგეგმვა და დაგეგმარება.

განაშენიანების რეგულირების გეგმის აღწერა.

სოფელ დართლოს სივრცით-გეგმარებითი როლი განისაზღვრა ქვეყნის ქალაქთმშენებლობითი კანონმდებლობით, „ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმაში“ დასახული ამოცანების და მიზნების გათვალისწინებით, ასევე წინასაპროექტო კვლევის და სტრატეგიული განვითარების ხედვის საფუძველზე.

თუშეთის დასახლებული ადგილების ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების საკითხები, ამ ეტაპზე, ექვემდებარება ქალაქთმშენებლობით რეგულაციებს რიგი საკანონმდებლო დოკუმენტების საფუძველზე, მათ შორის:

– საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“;

– საქართველოს კანონი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“;

– საქართველოს მთავრობის დადგენილება N16, 03.01.2014წ. „ტექნიკური რეგლამენტი – თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა“;

– საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“;

– საქართველოს მთავრობის დადგენილებით N57, 24.03.2009წ. „მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;

– ტექნიკური რეგლამენტი -,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები’’ (საქართველოს მთავრობის დადგენილება N59, 15.01.2014წ.).

  1. მიწა და საკუთრება

მოკლე ისტორიული მიმოხილვა ჩვეულებითი სამართლის ჭრილში

ისტორიულად, თუშეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ბინადარ ცხოვრებას ეწეოდა და ამდენად, სავარგულების გამოყენებისა და განაწილების საკითხი აქტუალურად იდგა დღის წესრიგში.

განირჩეოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რამდენიმე ტიპი:

  • საძოვარი

  • სახნავი

  • სათიბი

ისტორიულად, ცალკე ტიპად არ ყოფილა გამოყოფილი არასასოფლო მიწა, თუმცა თუშური სოფლები თავის მხრივ წარმოადგენს საქალაქო ტიპის დასახლებას, სადაც ნაგებობები განლაგებულია ერთმანეთთან ახლოს, შიდა ეზოების გარეშე, იშვიათად, მცირე ეზოებით და მათ უშუალოდ ემიჯნებათ ქუჩა.

თუშეთისთვის დამახასიათებელ, უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს ბოსლები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება მიჩნეული იქნას თუშური სოფლის განუყოფელ, ურბანული ტიპის დასახლებად, არც წმინდად სასოფლო-სამეურნეო ფუნქციას ატარებდა და იგი ძირითადად ზამთარში, ბინადარი მოსახლეობისა და დარჩენილი პირუტყვის გამოსაზამთრებლად გამოიყენებოდა.

მოცემული საკითხის მიმოხილვისას განსაკუთრებულად უნდა გაესვას ხაზი საკუთრებათა ტიპებს, რომლებიც წარმოადგენდა თუშეთის სათემო სამართლის ერთერთ ძირითად საფუძველს.

უძრავ ქონებასთან მიმართებაში განირჩეოდა საკუთრების შემდეგი ტიპები:

  • საკომლო საკუთრება;

  • საგვარეულო საკუთრება;

  • საჯარო საკუთრება;

  • სასოფლო საკუთრება;

  • სათემო საკუთრება;

  • „სათუშო“ საკუთრება;

თუშეთისთვის დამახასიათებელია, რომ უძრავ ქონებაზე, ისტორიულად, ინდივიდუალური საკუთრება არ არსებობდა და იგი საერთო საკუთრებაში იმყოფებოდა. აღნიშნული წესი აწესრიგებდა სავარგულების საკუთრების საკითხს, ხოლო, ბოლო დრომდე დაშვებული გამონაკლისების გარდა, ვრცელდებოდა ნაგებობებზეც. გამონაკლისს ასევე წარმოადგენდა სოფლის ბოსლების ტერიტორიაზე (საზამთრო სოფელი) საკუთრივ კომლის საკუთრებაში არსებულ ბოსლის მომიჯნავე სასოფლო მიწა, მოგვიანებით კი ასევე ძირითადი სოფლის მიმდებარე მცირე, საბოსტნე მიწის ნაკვეთები, რომლებიც იმყოფებოდა კომლის საკუთრებაში და სოფლის მიერ განაწილებას არ ექვემდებარებოდა.

კერძო (საკომლო) საკუთრების გასხვისება დასაშვები იყო მხოლოდ გვარის ან სოფლის თანხმობით და იმ პირობით, რომ ქონება გადაეცემოდა ამავე სოფლის, გვარის, ან მეგობარი (მეკოდე), ნათესავად აღიარებული სოფლის მცხოვრებს.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (სახნავი, სათიბი, საძოვარი) თუშეთში ყოველთვის წარმოადგენდა საჯარო - საგვარეულო/სასოფლო საკუთრებას და მისი საკომლო, მით უმეტეს, ინდივიდუალურ საკუთრებაში ქონა იყო დაუშვებელი. სასოფლო და სათემო საკუთრებაში ასევე შედიოდა მიწის ნაკვეთები, რომლებიც მიკუთვნებული იყო სასოფლო ან სათემო სალოცავისთვის და წარმოადგენდა თავისებურ აღკვეთილებს ან იყენებდნენ რელიგიური რიტუალებისთვის.

დაუშვებელი იყო საჯარო თავყრილობების, დღეობებისა და ხატის ადგილების, სასოფლო ან სათემო საბრძოლო ციხეების და „სათუშო ქონების“ განკერძოება. ამგვარ ქონებას ასევე განეკუთვნებოდა სავარგული მიწა (სათიბი, საჴნაური), რომელიც სოფლის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა და საერთო ძალებით (ოჩხარა) მუშავდებოდა, ხოლო მოსავალი იყოფოდა კომლებს შორის სულადობისა და სხვა საჭიროებათა გათვალისწინებით. ასევე სოფლის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა მიმდებარე საძოვრები, სადაც მხოლოდ საქონლისა და ცხენის ძოვება იყო ნებადართული. რაც შეეხება ცხვრის საძოვრებს, ის მდებარეობდა სოფლისგან მოშორებით, ხშირად რამდენიმე კილომეტრის მანძილზე და შესაძლოა ყოფილო როგორც სოფლის, ისე რომელიმე გვარის საკუთრებაში.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ზოგადად და მათ შორის თუშეთში ოფიციალურად დამკვიდრდა „საბლის“ მიწის ინსტიტუტი.

თავად ცნება -,,საბლის მიწა" მომდინარეობს ძველქართული მიწის საზომი ერთეულიდან - საბელი, რომელიც ცხენის დაბმული ძოვების მანძილს (ოცი ნაბიჯი ან 18 მეტრი) აღნიშნავდა და ძველად ნაკვეთების დაყოფის სტანდარტს წარმოადგენდა. აქედან მომდინარეობს თავად ეს ცნებაც და გულისხმობს საერთო საკუთრების მიწას, რომელიც ექვემდებარებოდა რეგულარულ განაწილებას.

საბლის მიწა ძველებურად რჩებოდა სოფლის საკუთრებაში, თუმცა ადრინდელისგან განსხვავებით ნაწილდებოდა კომლებს შორის სარგებლობაში. ამგვარი განაწილება დასაშვები იყო მხოლოდ სოფლის საჯარო ყრილობაზე, სოფლის საზოგადოების ერთსულოვანი თანხმობით ან კენჭისყრით. საბლის მიწიდან მიღებული მოსავალი ეკუთვნოდა კომლს და სოფლის მიერ განაწილებას აღარ ექვემდებარებოდა.

საჯარო საკუთრების ერთგვარ სახეს წარმოადგენდა ხატის მიწა და ხატის ტყე და განიხილებოდა, როგორც "ხატის" (ხთისშვილის) საკუთრება. რეალურად, ამგვარი მიკუთვნება საჯარო საკუთრების ერთგვარ ფორმას წარმოადგენდა, რომლის ტერიტორიაზეც ვრცელდებოდა მოქმედებათა შეზღუდვის გარკვეული რეჟიმი. ეს მიწა ან ტყე არ ექვემდებარებოდა განკარგვას ან გამოყენებას იმგვარად, რაც უშუალოდ და პირდაპირ არ ემსახურებოდა ხატის მიზნებს და არ უკავშირდებოდა რელიგიურ რიტულალებს. ხატის ტყეში აკრძალული იყო ნადირობა, შეშის ჭრა ან გამოტანა, კენკრის, სოკოს ან სხვა საკვების შეგროვება (გარდა დღეობების საჭიროებასთან დაკავშირებული მიზნებისა), რაიმე ნივთის გამოტანა და ის ერთგვარ ნაკრძალს წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკუთრება, იმ სახით, როგორითაც ის არსებობს დღეს, თუშეთისთვის უცხო იყო, სათემო და ზოგად - „სათუშო“ საკუთრება შესაძლებელია განხილულ იქნეს, როგორც სახელმწიფო საკუთრების თავისებური, თუშეთისთვის დამახასიათებელი შემთხვევა, რადგან ამგვარ საკუთრებას დაქვემდებარებული ნივთები ატარებდნენ საჯარო ნივთის ხასიათს და იმყოფებოდნენ საერთო საზოგადოებრივ მფლობელობაში. ამგვარ მიწებს ძირითადად კახეთის მეფეთა მიერ თუშთა საზოგადოებისთვის გადაცემული მიწები (ალვანის გვერდი, შირაქ-სამუხი), განეკუთვნებოდა. აღნიშნულთან ძალიან ახლოს დგას სასოფლო საკუთრება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ განეკუთვნებოდა სათემო ან „სათუშო“ საკუთრებას, მნიშვნელოვან წილად ატარებდა საჯარო ნივთის ბუნებას და განიხილებოდა, როგორც სოფლის საერთო საკუთრება. საჯარო და საერთო საკუთრების მიმართ სარგებლობის უფლების შეზღუდვა იყო დაუშვებელი.

2. დასახლება განსახლების სისტემაში, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივ დონეზე;

2.1 არსებული მდგომარეობის აღწერა

ისტორიულად ფიზიკურ-გეოგრაფიული სპეციფიკა განსაზღვრავდა მოსახლეობის განსახლებისა და სამეურნეო საქმიანობის თავისებურებებს, რაც, საბოლოო ჯამში, მთისა და ბარის მოსახლეობისა და მათი განსახლების ტერიტორიათა შერწყმის ტენდენციით გამოიხატებოდა.

სტატისტიკური მონაცემები ნათლად ასახავს თუშეთიდან ბარისკენ მიგრაციული პროცესების დინამიკას. ბარისკენ მოსახლეობის ლტოლვა სხვადასხვა მიზეზით იყო განპირობებული. ამ პროცესმა ძირეულად შეცვალა თუშების ცხოვრებისა და განსახლების გეოსოციალური სურათი. თუშეთში 50–ზე მეტი სოფელი და ნასოფლარია შემორჩენილი. მხოლოდ რამოდენიმე მათგანში ცხოვრობს მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე .

ძირითადმა საცხოვრისმა გადაინაცვლა ბარის სოფლებში — ზემო ალვანში, ქვემო ალვანსა და ლალისყურში, ხოლო თუშეთმა და შირაქმა საზაფხულო და საზამთრო საძოვრებისა და სეზონური საცხოვრისის ფუნქცია შეიძინა. ამჟამად თუშეთში მუდმივად სულ რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

დასახლებები ხასიათდება უმნიშვნელო როლით განსახლების სისტემის მდგრადობის მიღწევაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ამ გარემოებას განსაკუთრებით ხელს უწყობს დასახლებათა შორის სუსტი ფუნქციურ-გეგმარებითი კავშირები.

ახმეტის მუნიციპალიტეტი თავისი საკვანძო მდებარეობით ლაგოდეხი-სოხუმის ღერძისა და ომალო-წითელი ხიდის ღერძების კვეთაზე რეგულარული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო კარკასის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, თუმცა ეკონომიკასა და ინფრასტურქტურასთან დაკავშირებული პრობლემები: რეგიონული და მუნიციპალური საგზაო ინფრასტრუქტურის არაადეკვატური მდგომარეობა (უგზოობა განსაკუთრებული სიმძაფრით ჩანს თუშეთში!), რეგიონული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უმოქმედობა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, მოსახლეობის შემოსავლების დაბალი დონე, რეგიონიდან საზღვარგარეთ მიგრაცია აფერხებს მუნიციპალიტეტის ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გზაზე უმთავრეს ამოცანაში, საქართველოს განსახლების ღერძების ერთიანად განვითარებაში, ჩართვას.

სოფელი დართლო (42°26′19″ ჩ. გ. 45°34′58″ ა. გ.) მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 15, ახმეტიდან კი 102 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე.

სოფელი დართლოს ფართი 407 ჰა, სოფლის განაშენიანებული ტერიტორიის ფართი 3,4 ჰა , ნაგებობის რაოდენობა 102. დეტალური გეგმარების არეალის ფართია - 14.6 ჰა. დეტალური დაგეგმარების არეალი მოიცავს ტერიტორიას, რომელიც უშუალოდ სოფ. დართლოს არსებული განაშენიანების მიმდებარედ მდებარეობს. პროექტირებისას მეტი დეტალიზაციით არის დამუშავებული და ამ ტერიტორიის ფარგლებში ხდება  სოფლის ძირითადი სტრუქტურული განვითარების განსაზღვრა.

სოფელი დართლო მდებარეობს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, რომლის მართვაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია“, ხოლო ამ ტერიტორიაზე პოლიტიკის ფორმულირებას ახდენს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) დაცული ტერიტორიების სააგენტო, ინტეგრირებული მიდგომით თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალთან და ეროვნულ პარკთან ერთად, როგორც თუშეთის დაცული ტერიტორიები. ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესებისა და ტერიტორიის ეკოლოგიური ფუნქციების მაქსიმალური შენარჩუნების მიზნით, ბუნებრივი ფასეულობებიდან და სასოფლო–სამეურნეო გამოყენებისა და ეკონომიკური განვითარების დონიდან გამომდინარე, თუშეთის დაცული ლანდშაფტი დაყოფილია ბუნების დაცვის გრადაციულ ზონებად.

სოფლის ადმინისტრაციულ საზღვრებს შიგნით მოქცეული ტერიტორია წარმოადგენს დაცულ ლანდშაფტს.

2.2 პროექტით გათვალისწინებული ზოგადი კონცეფცია

თუშეთში ტურისტული ნაკადების მატებასთან, დართლო უნდა აქციოს თუშეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ თუ რეგიონალუღ ქვე ცენტრად, მაგრამ სამწუხაროდ რიგი ფაქტოერბის გათვალისწინებით ამის გაკეთება არის რთული განსახორციელებელი.

  • განვითარებისას არის საშიშროება შენობების მაშტაბის გაზრდის რაც დაამახინჯებს და შეცვლის დართლოს ერთიან სივრცით სტრუქტურას და დაუკარგავს მის პირვანდელ იერსახეს.

სოფლის საზღვარი

პროექტის ფარგლებში კვლევაზე დაყრდნობით გადგინდა სოფლის ადმინისტრაციული საზღვარი. კვლევა მოიცავდა ისტორიული მეხსირების გაცოცხლებას, ასევე მოსაზღვრე სოფლებთან და თუშეთის დაცულ ტერიტორიებთან კონფლიქტური საკითხების აღმოფზვრა დარეგულირებას.

მომზადებული საზღვარი გეოსაინფორმაციო სისტემების (GIS) საშუალებით, გადაეცემა დამტკიცებაზე ახმეტის საკრებულოს.

დართლო-იახსრის ტყეც სოფლის ადმინისტრაციულ საზღვარშია მოქცეული. იგი სხვა ტოპონიმებთან ერთად წარმოადგენს იახსრის ხატის კომპლექსის შემადგენელ ნაწილს, რომელშიც შედიოდა: დარბაზი, საბრძანისი, სადროშე კოშკი, მილიონა, ხატის ტყე და ყანებიდა წარმოადგენდა თუშებისთვის საკულტო ადილს.

3. ისტორიული განვითარების მიმოხილვა;

სოფელი დართლო

დართლო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. ის აქტიურია მოსახლეობით და ტურისტებით. სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანი სახლებისა და კოშკების აღდგენა 4 წელია მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართული არიან ადგილობრივი და დაღესტანელი მშენებლები. პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 1 344 102 ლარია. სახლების რეაბილიტაციის გარდა დართლოში ეწყობა გარე ინფრასტრუქტურაც. დართლო განლაგებულია საკმაოდ რთულ, დამრეც რელიეფზე, სახლები ტერასულადაა განლაგებული. სოფელში მჭიდრო განაშენიანებაა, ერთმანეთან მომიჯნავე სახლები ვიწრო ბილიკებს ქმნიან. სოფლის მხატვრულ გამომსხველობას ცხადია დიდწილად განაპირობებს არქიეტქტურული მემკვიდრეობა, რომელთა შორისაც 8 კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძეგლებია. სოფლის აღმოსავლითით, ბორცვზე ორი კოშკია განლაგებულია ზღვის დონიდან 1837 მეტრის სიმაღლეზე. სოფელსა და ამ კოშკებს ერთმანეთთან აცალკევებს საკმაოდ ღრმა ხევი, რომელშიც მიედინება მდინარე -„დიდი ხევი“. სოფლის ასეთი განლაგება მნიშვნელოვნად დამახასიათებელი ნაწილია, ის გამოირჩევა თავისი არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი თავისებურებებით. მას უნიკალურობას სძენს ბუნებრივი ლანდშაფტის და ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების ერთიანობა, მათი ჰარმონიული შერწყმა. დართლოს აქვს მრავალი აღქმის წერტილი ყველა მხრიდან და მისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეხუთე ფასადი.

რეკომენდაცია“

მნიშვნელოვანია არამარტო სოფლის მდებარეობა, არამედ მისი კულტურული მემკვიდრეობა ისტორიული არქიტექტურა, სახლების მნიშვნელოვანი რაოდენობა უნიკალურია. ამავდროულად ბოლო პერიოდში გაჩენილია რამდენიმე ნაგებობა, რომელიც მკვეთრად ამოვარდნილია (მასშტაბით, მასალითა თუ ფაქტურით) ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების საერთო რიტმიდან. დართლოს განაშენიანება, ორი დამოუკიდებელი უბნად შეგვიძლია დავყოთ- ახალი და ძველი. დასავლეთით განაშენიანებულია ბოსლები, ძირითად ეს თანამედროვე მშენებლობა სოფელს დიდად უცვლსი ისტორიულ იერსახეს.

შესაბამისად, ვფიქრობთ შესამუშავებელია ქალაქგეგმარებითი ხედვა და რეგულაციები, რათა არ დეგრადირდეს ისტორიული, ძალზედ სენსიტიური ქსოვილი. ამასთანავე უმნიშვნელოვანესია ძეგლებზე სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელდება, სარესტავრაციო მეთოდოლოგიის სრული დაცვით.

4. ბუნებრივ–კლიმატური პირობები

4.1 გელოგიური საფრთხეები

საფრთხეები:

სოფელი დართლოს ტერიტორიული საზღვრები მოიცავს სამხრეთ ექსპოზიციის ფერდს, რომელიც რთული გეოლოგიური შემადგენლობით და ინტენსიური გამოფიტვით ხასიათდება, ნიადაგ-მცენარეული საფარი დეგრადირებულია, როგორც შედეგი ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების ერთობლიობისა (ფერდობის დიდი დახრა, ინტენსიური ძოვება). ეს ყოველივე რელიეფის მაღალი ენერგიის ფაქტრორთან ერთობლიობაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის არსებული და ახალი მეწყრული სხეულების გააქტიურება-გაჩენისათვის.

სოფლის ტეროტორიულ საზღვრებში ხვდება მნიშვნელოვანი მეწყრული უბანი, რომელიც 90 ჰა-მდე ფართობს მოიცავს, გარდა ამისა ადგილი აქვს მდინარისპირა ფერდობის მკვეთრ ეროზიას, 2-2.5 კმ-იან უბანზე პირიქითა ალაზნის ხეობის გასწვრის, მთლიანად აღნიშნული ეროზიული უბნის ფართობი 24-25 ჰა-ს შეადგენს.

უშუალოდ სოფლის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში პირიქითა ალაზნის მარცხენა ფერდზე ფიქსირდება ორი ღვარცოფული ხევი (რომლებიც სოფელზე გადის), გარდა აღნიშნულისა კიდევ ორი ღვარცოფული ხევი კვეთს სოფლის ტერიტორიალურ საზღვრებს აღმოსავლეთ ნაწილში. ასევე პოტენციურად ღვარცოფულია სოფლის მოპირდაპირე მარჯვენა ფერდზე განვითარებული ხევების სისტემა, რომელიც უშუალოდ სოფლის ქვედა საზვართან უერთდება მდინარეს. კრიტიკული ნალექის ოდენობის შემთხვევაში, სეზონური მზრალობითა და ფონური დენუდაციით განპირობებული არსებული და ახალი მეწყრული ფერდები კვეებავს პოტენციურად საშიშ ღვარცოფულ პროცესებს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ტერიტორიის შემდგომი მდგრადი განვითარებისათვის.

გამოსავალი:

განაშენიანებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ადაპტირება ადამიანის სიცოცხლისა და ნაგებობების უსაფრთხოების უძრუნველყოფის მიზნით. ფერდობული პროცესების სტაბილიზაციისათვის აუცილებელი საინჟინრო, ბიო-საინჟინრო და ბიო-ღონისძიებების გატარება. მათ შორის:

  • ფერდობებზე მიმდინარე ფართობული და ხაზობრივი ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები: ფერდობის ბუნებრივი გამწვანება, ფერდობების გამაგრება გეოტექსტილის, გეობადეების, გეომატების და სხვა საშუალებებით. იმავდროულად მეწყერ და ღვარცოსაწინააღმდეგო ღონისძიებებს წარმოადგენენ და შეამცირებს ინერტული მასალის დაგროვებას პოტენციურად ღვარცოფულ ხეობაში.

  • პასიური დაცვის საინჟინრო ღონისძიებები: ფერდობსამაგრი კედლები და სხვა ტიპის სამაგრი კონსტრუქციები, ფერდობების ანკერებით გამაგრება, კონტრფორსები, ფერდობების მიტვირთვა, მოპირკეთება

  • ღვარცოფგამტარი არხის მოწყობა (სოფლის განაშენიანებულ ტერიტორიაზე): ღვარცოფგამტარი არხების შემთხევვაში მნიშვნელოვანია დამცავი კდლების მოწყობა, რომლებიც გათვლილი უნდა იყოს ნაკადის შესაძლო სიმაღლეზე. კედლები შეიძლება მოეწყოს როგორც ქვით მოწყობილი მიწაყრილის, ასევე გაბიონების ან ბეტონის კონსტრუქციის ფორმით. ამავე დროს მნიშვნელოვანია არხების ფსკერის მოგება ქვით (ადგილობრივი მასალით) ბეტონის გამაგრებით, რაც ზრდის ღვარცოფის მოძრაობის სიჩქარეს და შესაბამისად არხის გამტარუნარიანობას სოფლის ფარგლებში. არხების სიგანე უნდა იყოს მაქსიმალური, რამდენადაც ამის საშუალებას მოგვცემს არსებული განაშენიანება.

  • ბარაჟირება (Check dams) ბარაჟირება წარმოადგენს მცირე კაშხლების მიმდევრობას, რომლების ღვარცოფის (მეწყრის ხეობაში ეწყობა განსაკუთრებით დახრილ მონაკვეთზე, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს დახრა და შესაბამისად ღვარცოფული ნაკადის ენერგია. ბარაჟირება მნიშვნელოვნად ამცირებს ხეობაში ეროზიის დონეს და იცავს შემდგომი დაღღმავებისა და ფერდობების ჩამოშლისაგან.

  • ფერდობზე ძოვების და ფარების გადარეკვის რეგულირება

შემოთავაზებული ღონისძიებები ზოგად-სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. საფრთხის გამოვლინების ინტენსიურობიდან, მოსალოდნელი მასშტაბებიდან, ტექნიკური და სხვა შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საჭირო იქნება კონრეტული ოპტიმალური გადაწყვეტილების შერჩევა, ღონისძიების ან ღონისძიებათ კომპლექსის სახით.

4.2 კლიმატური პირობები

საშუალო ტემპერატურა და ნალექიანობა
"საშუალო დღიური მაქსიმუმი" (მყარი წითელი ხაზი) ​​გვიჩვენებს დღის საშუალო მაქსიმალურ ტემპერატურას ყოველთვიურად. მსგავსად, "დღიური საშუალო მინიმალური" (მყარი ლურჯი ხაზი) ​​გვიჩვენებს საშუალო მინიმალურ ტემპერატურას. ცხელი დღეები და ცივი ღამეები (წყვეტილი წითელი და ლურჯი ხაზებით გამოსახული) აჩვენებს საშუალო ტემპერატურას დღე-ღამის ყველაზე ცხელი და ყველაზე ყინვიანი ღამეებისას.
ღრუბლიანი, მზიანი და ნალექიანი დღეები
მაქსიმალური ტემპერატურა
მაქსიმალური ტემპერატურის დიაგრამა გვიჩვენებს ტემპერატურის სხვადასხვა მაჩვნებელებს ერთი თვის განმავლობაში
ნალექების რაოდენობა
ქარის სიჩქარე
ქარის ვარდი

5 მოსახლეობა, დემოგრაფია;

5.1არსებული მდგომარეობის აღწერა

სტატისტიკური მონაცემები თვალნათლივ ასახავს თუშეთიდან ბარისკენ დაწყებული მიგრაციული პროცესების დინამიკას. ბარისკენ მოსახლეობის ლტოლვა სხვადასხვა მიზეზებით იყო განპირობებული, როგორიცაა: გვაროვნულ-თემობრივი ინსტიტუტების რღვევა და სახელმწიფოებრივი ფორმების დამკვიდრება, ნატურალური მეურნეობის რღვევა და სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების განვითარება, მკაცრი კლიმატურ-გეოგრაფიული პირობები და შეზღუდული საარსებო სივრცე. ბოლოს, 1959 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ პოლიტიკური მოსაზრებებით გააუქმა კოლექტივები თუშეთში და მოსახლეობა იძულებით ჩამოასახლა ბარში.

XX საუკუნის II ნახევარში, ზემოხსენებული პროცესების შედეგად, ძირეულად შეიცვალა თუშების ცხოვრებისა და განსახლების გეოსოციალური სურათი. თუშების ძირითადმა საცხოვრისმა თუშეთიდან გადაინაცვლა ბარის სოფლებში — ზემო ალვანში, ქვემო ალვანსა და ლალისყურში, ხოლო თუშეთმა და შირაქმა საზაფხულო და საზამთრო საძოვრებისა და სეზონური საცხოვრისის ფუნქცია შეიძინა.

რათქმაუნდა ეს მოვლენები აისახა სოფელ დართლოზეც, რომლის მთლიანი ფართობიც 40700 მ² , სადაც 1886 წელს 212 მოსახლე იყო, 2002 წელს 9, 2014 წელს ამ ადამიანების რაოდენობა 0-ს შეადგენდა. დღევანდელი 2017 წლის მონაცემებით ზამთარში არც ერთი მკვიდრი მოსახლე არ ფიქსირდება.

მთიდან ბარისკენ მიგრაციის პერიოდი იწყება სექტემბრის ბოლოს, თუშეთში მიმავალი ერთადერთი სამანქანო გზის დაკეტვამდე, უკან დაბრუნება კი იწყება ივნისიდან.

ცხრილი 1.1 დართლოს მოსახლეობის მონაცემები წლების მიხედვით

დასახელება წელი მკვიდრი
დართლო 1886 212
დართლო 2002 9
დართლო 2014 0
დართლო 2017 0
დართლო 2018 0

5.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები

მოსახლეობის დაბრუნება სოფლში და მთლიანად თუშეთში არის ერთ-ერთი ძირითადი მიზანიდა გამოწვევვა რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ჩვენი პროექტის ფარგლებში.

ჩვენს მიერ ადგილზე კვლევისას დადგინდა თითოეულ სახლზე და ნანგრევზე მეპატრონეთა ვინაობა, მათი ოჯახების დაახლოებითი შემადგენლობა, სახლის ფართის და ოთახების გათვალისწინებით, სტუმრების სავარაუდო ტევადობა, რის მიხედვითაც განვსაზღვრეთ მოსახლეთა რაოდენობა.

მაცხოვრებელთა დაბრუნებისა და გრგ-ს მიხედვით, მათი რიცხვის გაზრდის შედეგად მოსახლეობის რაოდენობა გახდება 660 (შედის სასტუმროების დატვირთვაც).

ამისთვის საჭიროა:

  • უსაფრთხო გზა, რომელიც იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში.

  • ცენტრალიზებული საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფა ან თხევადი აირით მომარაგების სისტემის შექმნა.

  • ცენტრალიზებული საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფა.

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

  • ლოკალური გადაადგილებისთვის საჭირო საზოგადოებრივი ტრანსპორტი(კვადროციკლი)

  • არსებული და ასაშენებელი შენობების ზამთრის სეზონისთვის ადაფტაცია. (თბოსაიზოლაციო მასალა)

  • სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზია

6. ადგილობრივი წარმოება;

6.1 არსებული მდგომარეობის აღწერა

სოფელ დართლოში ფიქსირდება ერთი ადგილობრივი წარმოება:

ბიოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის, სხვა პროდუქციის წარმოება, შენახვა, რეალიზება.

6.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები

ტურისტების რაოდენობის მატებასთან ერთად სოფელში უნდა გაჩნდეს ადგილობრივი საკვებით უზრუნველყოფის სისტემა, რომელმაც უნდა აწარმოოს საჭირო ინგრედიენტები თუშური და საერთო ქართული კერძებისთვის. თუშეთი შეიძლება იქცეს საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიგონად, რისი პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

ასევე უნდა მოხდეს მატყლისგან დამზადებული ტრადიციული კოლორიტული ხალხური ხელსაქმის ნიმუშების (ნაბადი, ფარდაგი, ნოხი, ქუდი, ქეჩა, ჭრელი წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი - „ჩითები“ ცხენის მოსაკაზმი „ჩული“) წარმოების გაფართოვება. აღსანიშნავია, რომ საქსოვად საუკეთესო თვისებების მქონე თუშური ჯიშის ცხვრის მატყლი ერთადერთია მთელ მსოფლიოში, რომელიც ღრუღეროიანია და სითბო-სიცივეს შესანიშნავად არეგულირებს, მისგან თექას თუშეთში ისტორიულად ამზადებდნენ, ხოლო მწყემსები ნაბადების სახით და მთაბარობისას კარვების გადასახურად იყენებდნენ.

ცენტრალიზებული საიმედო ენერგომომარაგების და გაზმომარაგების უზრუნველყოფა საშუალებას მისცემს მეცხოველეობით დასაქმებულ ფერმერებს თუშეთის სოფლებში აამოქმედონ, რამდენიმე თანამედროვე მეცხვარეობის და მერძევეობის ფერმა, რაც გაზრდის ზამთრის პერიოდში თუშეთში დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობას, რომელზეც სრული მოცულობით ამოქმედდება მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონით გათვალისწინებული შეღავათების პაკეტი.

7. ტურისტული ინფრასტრუქტურა;

7.1 კონტექსტი

ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობა და ტურისტული ნაკადების მკვეთრი ზრდა საქართველოში ცალსახად განაპირობებს ფაქტს, რომ ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები ადეკვატურად იყოს გათვალისწინებული გეგმარებით დოკუმენტებში. შედეგად, თუშეთის უნიკალური ისტორიულ-არქიტექტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა, რომელიც წარმოადგენს ტურისტული მიმზიდველობის მთავარ ფაქტორს, შექმნის მოთხოვნებს ადგილობრივი სერვისების განვითარებისათვის, მათ შორის განთავსების ადგილებზე, კომუნიკაციაზე, ტრადიციულ მეურნეობის პროდუქციაზე და ა.შ.

საქართველო - ტურიზმის ინდუსტრია ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად 25-28% -ით იზრდება. ძირითადი სტატისტიკური მახასიათებელია უცხოელი ვიზიტორების საზღვრის გადაკვეთა. 2017 წლის მონაცემებით ზრდა რეკორდულია და 7.5 მლნ. ვიზიტორი შეადგინა. მათ შორის, 24 საათზე მეტი ხნით შემოსულმა ვიზიტორთა (ტურისტთა) რიცხვმა 3.5მლნ. მიაღწია. წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით ზრდა 28%. ასეთი ტენდენციის შენარჩუნების მაღალი ალბათობაა შემდეგი 5 წლის განმავლობაში, რაც, სავარაოდოდ, 2020 წლისათვის 10 მლნ. ვიზიტორს გადააჭარბებს. ეკონომიკური მონაცემებით ტურიზმის წვლილი მშთ-ში 7.1% და მთლიანმა გენერირებულმა შემოსავალმა 2.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

თუშეთი და აღმოსავლეთ კავკასიონი, ჯერ კიდევ შენარჩუნებული მთის სოფლები შუასაუკუნოებრივი არქიტექტურითა და ბუნებასთან  თანაცხოვრების ჰარმონიული მაგალითებით, არის ტურისტების მოზიდვის უმნიშვნლოვანესი ფაქტორი.

დართლომ უნდა შეინარჩუნონ ზემოთხსენბული თვისებები და აგრეთვე შეუქმნან ტურისტებს კომფორტული ცხოვრების და დასვენების პირობები.

7.2 არსებული მდგომარეობის აღწერა

მოძიებული ინფორმაციის თანახმად დართლოში იდენტიფიცირებულია ხუთი საოჯახო სასტუმრო კერძოდ:

  1. სს „ დართლო ‘’- საკონტაქტო პირი: მარიკა ოთიურიძე

  2. სს „ სამციხე “ - საკონტაქტო პირი : შორენა ელანიძე

  3. სს „ შუნი “ - საკონტაქტო პირი: თამარ იდოიძე

  4. სს. - საკონტაქტო პირი: მარიამ ონიანი

  5. სს. ‘’კვავლო’’ - საკონტაქტო პირი: ბესიკ გაწირიძე

მიუხედავად იმისა, რომ კვავლო უშუალოდ არა არის დართლოს საზღვრებში, განთავსების ობიექტის დაფარვის ზონის მიხედვით უნდა ითქვას, რომ შეიძლება განიხილებოდეს როგორც დამატებითი ღამისთევის ადგილი. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მარიამ ონიანის საოჯახო სასტუმრო 2018 წლის სეზონიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

საერთო ჯამში დართლოში 91 ღამისგასათევი ადგილია, თუმცა არსებული პირობები და განფასება განსხვავებული. ერთი ღამისთევის ღირებულება 25 დან 70 ლარამდე მერყეობს, რასაკვირველია ფასი განსხვავებულია არამარტო განთავსების ხარისხის, არამედ დამატებითი კვებითი მომსახურების ხარჯზე.

არსებული მდგომარეობით თუშეთში არის 11 ტურისტული მარშუტი, რომელთაგან

სოფლის ტერიტორიის არეალში ხვდება შემდეგი მარშუტები:

5. დართლო-კვავლო:  ორდღინი, კესელო-დართლო-დანო-კვავლო. 25კმ, 1-2 დღე

7. დოჭუ: ომალო-კესელო-ღელე-გოგორათა-დოჭუ-გოგრულთა-კეხის მთა-ხახაბო-ომალო; 27 კმ, 2 დღე.

8. გონთა: ომალო-გონთას მთა-ნაყაიჩო-ჯვარბოსელი-დოჭუ-ომალო, 49 კმ, 3 დღე,

9. წოვათა: ომალო-დართლო-ფარსმა-ნაყაიჩოს უღელ.-ვერხოვანა-დოჭუ-ომალო, 4 დღე, 63 კმ.

11. დაქუეხი ანუ თუშეთი-ხევსურეთის ბილიკი, აწუნთის უღელტეხილი; 5-6 დღე, 73 კმ.

1,2,3 ბილიკები ერთდღიანი მარტივი ბილიკებია, 4,5,6,7 - ორდღიანი საშუალო სირთულის წრიული ბილიკები, 8,9,10,11 კი, მრავალდღიანი რთული. მათგან ორი,  10 და 11 წარმოადგენს ე.წ. ღერძულ მარშრუტებს, რომლებიც თუშეთს აკავშირებს ხევსურეთთან, კახეთთან და უკანა ფშავთან. ასევე შემდგომში - იორის ხეობით

რაც შეეხება დატვირთულობას აქტიურ სეზონზე ტურისტთა რიცხვი მიხედავად იმისა, რომ თავად საოჯახო სასტუმროების მფლობელები დატვირთულობას 50-90% აფასებენ 4 თვიან სეზონზე საშუალოდ 700 მდე სტუმარი სტუმრობს. არცერთი საოჯახო სასტუმრო არ ახორციელებს ვიზიტორთა სტატისტიკას, რაც საერთო რაოდენობის დასაზუსტებას შეუძლებელს ხდის.

ხუთიდან სამი სასტუმრო განთავსებულია ონლაინ დაჯავშნის ვებგვერდებზე. ისინი ძირითად მომსახურეობებთან ერთად გვთავაზობენ ისეთ დამატებით სერვისს როგორიცაა ტრანსპორტირება, ცხენით მომსახურეობა, გიდობა, ასევე აღსანიშნავია რომ ‘’სამციხეს’’ აქვს ველოსიპედების გაქირავების სერვისიც. სხვა სოფლებთან შედარებით ყველა საოჯახო სასტუმროს შენარჩუნებული აქვს ტრადიციული იერსახე.

საოჯახო სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი 10%ია.

სასტუმრო „ სამციხე “ სასტუმრო „ დართლო “

http://dartlo.ge/images/098.jpg

7.3 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები

სოფელი დართლო ხელოვნებათმცოდნეების მიერ მიჩნეულია განსაკუთრებულ განაშენიანებად, იგი ხშირად მოხსენებულია როგორც მუზეუმ-სოფელი, მუზეუმი ღია ცის ქვეშ. იგი გამოირჩევა განსაკუთრებულად მდიდარი არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ხასიათის მასალებით. სოფელი ეს ბოლო წლებია რაც ვითარდდება და ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრად.

მაგრამ, მოსახლეობიის ან ტურისტების ზრდამ არ უნდა გამოიწვიოს სოფლის შენობების მაშტაბის ზრდა არამედ დარჩეს ისტორიული თუშეთის ფარგლებში.

ამასთან ერთად წელს დაანონსდა ათი ციხე-სოფლის აზომვითი სამუშაოები, მათ შორის სოფელ კვავლოს. შემდგომ მათი აღდგენა-რესტავრაცია, კონკრეტული ფუნქციის არის მნიშვნელოვანი დამატებითი ტურისტების მოსაზიდად, რადგან კვავლო დართლოსთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, რაც სოფელ დართლოს ტურისტების რიცხვს გაზრდის.

სოფელში შესაქმნელია ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემო. ამისთვის საჭიროა:

  • სოფელში სხვადასხვა თანამედროვე ტიპის სახურავები უნდა შეიცვალოს ფიქალის გადახურვით.

  • მოეწყოს საჯარო სივრცეები „საჯარეები“ ტურისტების დასვენებისთვის და გართობისთვის (მოედნები).

  • ფიქალის ფილებით მოიკირწყლოს ბილიკები.

  • მცირე საოჯახო სასტუმროები, რომელიც არსებულ ნაგებობებში განთავსდება.

  • დაემატოს კვების ობიექტები.(კაფე, რესტორანი)

აღსანიშნავია, რომ 11 ტურისტულ მარშუტს ემატება კიდევ ერთი - მეთორმეტე:

12(საპროექტო). ომალო-დოჭუ-ჯვარბოსელი-ვერხოვანა

-წოვა-საყორნოს უღელტეხილი (ყადორი)-ილტოს ხეობა-ბირკიანი-დუისი.

8. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ობიექტები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა რესურსები;

8.1 არსებული მდგომარეობის აღწერა

XXI საუკუნის დასაწყისში, საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მხარეა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და რევიტალიზაცია ქვეყანაში კულტურული გარემოს და ტურისტული მიმზიდველობის გაზრდის მიზნით.

თუშეთი და სოფ. დართლო უნიკალური კულტურული ტრადიციის და არქიტექტურის მატარებელი პუნქტებია.

სოფ. დართლოში ჩატარდა სახელოვნებათმცოდნეო ექსპედიცია, მაგრამ მის ფარგლებში სოფელ დართლოში არ გამოვლინდა არქიტექტურული ობიექტები, რომლებსაც უნდა მიენიჭოს ძეგლის სტატუსი, დაუდგინდეს ვიზუალური და ფიზიკური დაცვის ზონები.

დართლო, როგორც ზოგადად თუშეთი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებით, რომელთა დიდი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებულია, დღემდე აქვს შენარჩუნებული მაღალი კულტურული ფასეულობა. ნაგებობათა ნაწილს მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი, მაგრამ, სამწუხაროდ აღნიშნული ვერ ქმნის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით ეროვნული კანონმდებლობა იძლევა გარკვეულ მექანიზმებს, ისინი ზოგჯერ არასათანადოდ, ძირითად შემთხვევაში კი საერთოდ არაა გამოყენებული, კერძოდ:

  • არ ჩატარებულა კულტურული მემკვიდრეობის სათანადო ინვენტარიზაცია, არ არის გამოვლენილი ტერიტორიის არქიტექტურული და არქეოლოგიური პოტენციალი;

  • კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს ძეგლის სტატუსი მიენიჭათ მათი იდენტიფიკაციის გარეშე, ისე, რომ ფიზიკურ გარემოში შეუძლებელია მათი, როგორც შესაბამისი სტატუსის მქონე უძრავი ნივთების ზუსტი იდენტიფიკაცია;

  • მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ნაგებობათა ძირითადი ნაწილი ერთიან კომპლექსად განიხილება, არ არსებობს კომპლექსური ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტი, არ არსებობს ძეგლთა ანსამბლებისა და კომპლექსების ერთიანი განვითარების კონცეფცია, დამტკიცებული კონსერვაციის გეგმის ან სხვა დოკუმენტის სახით;

  • არ არის დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, შესაბამისი რეჟიმები;

  • ადგილობრივ თვითმმართველობაში არ არსებობს შესაბამისი საკადრო და ადმინისტრაციული რესურსი ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემათა გადასაჭრელად, ასევე, ადგილზე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით გამართული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ყოველივე ზემოაღნიშნული ძალიან ართულებს, ხშირად კი შეუძლებელს ხდის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, მის დაცვას და ზოგადად, ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ინტერესების რეალიზაციას.

8.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები

დართლოს ქალაქთმშენბლობითი დოკუმენტაციის დასამუშავებლად შეიქმნა საინფორმაციო ბაზა, მათ შორის შესაბამისი ინფორმაცია არსებული შენობა–ნაგებობების, ქალაქთმშენებლობითი და ინფრასტრუქტურის შესახებ. ასევე ჩატარდა არსებული განაშენიანების დაფარვითი ინვენტარიზაცია. განაშენიანების დაფარვითი ინვენტარიზაცია წარმოადგენს საყრდენი გეგმის საინფორმაციო ბაზის შემადგენელ ნაწილს. განაშენიანების დაფარვითი ინვენტარიზაციის მიზანია შეიქმნას კომპლექსური საინფორმაციო ბაზა ტერიტორიის არსებული მდგომარეობის შესახებ.

კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში, დაფარვითი ინვენტარიზაცია არის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების გამოვლენის, ამ ობიექტებისა და მათი გარემოს შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. დაფარვითი ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული კომპლექსური საინფორმაციო ბაზა ტერიტორიის არსებული მდგომარეობის შესახებ არის ისტორიულ- კულტურული საყრდენი გეგმის საინფორმაციო ნაწილის საფუძველი.

ძეგლის ნიშნების მქონე შენობები არ არის გამოვლენილი სოფელ დართლოში.

9.კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვის ზონები;

9.1 არსებული მდგომარეობის აღწერა

ძეგლის ოფიციალური სტატუსი მხოლოდ ორ შენობას აქვს, რომელთაც ავტომატურად მიენიჭებათ 50 მეტრიანი ფიზიკური დაცვის არეალი და 500 მეტრიანი ვიზუალური დაცვის არეალი

9.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები

ჩვენი წინადადების მიღების შემთხვევაში, ძეგლების ინდივიდუალური ვიზუალური დაცვის არეალი ფარავს ყველაფერს და ძეგლების ინდივიდუალური ფიზიკური დაცვის არეალი ფარავს მხოლოდ ამავე ძეგლებს.

9.2.1 ზოგადი დამცავი ზონირება.

დართლოს განაშენიანებულ ტერიტორიას ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა აქვს მინიჭებული. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კანონის 37-ე და 39-ე მუხლებით განსაზღვრულია ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონები და რეჟიმები.

10. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;

10.1 არსებული მდგომარეობის აღწერა

სოფელი დართლო მთავარ გზის პირას მდებარეობს, რომელიც აკავშირებს დართლოსთან მდებარე უახლოს სოფლებს (ომალო-დართლო-ჭეშო-ფარსმა). გზაჯვარედინზე გზა აღმოსავლეთის მიმართულებით მიდის სოფელი დართლოს ძირში, ჩრდილო-დასავლეთით კი, გზა დართლოს ბოსლების გავლით ადის სოფელ კვავლოსთან.

დღევანდელი მდგომარეობით, თუშეთში საავტომობილო მიმოსვლა შესაძლებელია მხოლოდ (პირობითად 5 თვემდე) მაისისა და ოქტომბრის თვეებს შორის პერიოდში, ამიტომაც ჯერ-ჯერობით ზამთრის სეზონის შესაბამისი რეკრეაციული ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის.

ამჟამად დართლოში საზოგადოებრივი სატრანსპორტო რეისების არ სრულდება.

10.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები

მოძრაობის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მისაღები ყველა ვიწრო ადგილში და უპირველესად, ქანობიან მონაკვეთებზე და მრუდებში, სადაც შესაძლებელია იყოს ავტომობილების არაკონტროლირებადი მოძრაობა ან გზიდან გადასვლის საშიშროება - გზის სავალი ნაწილის კიდის აღსანიშნავად ბოძკინტები და ზღუდარები (ლითონის უსაფრთხოების ბარიერები ფოლადის ბაგირით). შემავალი გზების მთავარ გზასთან გადაკვეთებში და ცუდი ხედვის გზაჯვარედინებზე თუ მრუდებში, უნდა დამონტაჟდეს ცილინდრული სარკეები.

გზებზე უსაფრთხოების პირობების უზრუნველსაყოფად, საგზაო ნიშნები და საგზაო მონიშვნა უნდა შესრულდეს `საგზაო მოძრაობის შესახებ~ საქართველოს კანონისა და EN 1436:2009, EN 1463-1:2009, EN 1463-2:2009, EN 1423:2012, EN 1424:2004 სტანდარტების შესაბამისობაში.

გზა მივა სოფელ დართლოს მთავარ შესალელთან და შეუერთდება სოფელ კვავლოს, მნიშვნელოვანია, რომ შიგნით სოფელში აიკრძალოს ავტომობილების მოძრაობა, რადგან ისტორიულად და ურბანულად ეს სოფელი არის საფეხმავლო და მანქანაზე მისი მორგება სრულიად დაარღვევს მისი ურბანული ქსოვილის სტრუქტურას. დართლოს შიდა გზები უნდა მოიკირწყლოს, მოეწყოს ტროტუარები, დაიხაზოს საგზაო მოძრაობის მაჩვენებლები.

სამანქანო გზასთან გათვალისწინებულია, პარკინგი (20 ავტომობილზე), საზოდაგოებრივი სანკვანძი, ნაგვის შეგროვების პუნქტი.

დართლოში და მთლიანად თუშეთში მოსახლეობის დარჩენა დამაგრებისათვის საჭიროა დაინიშნოს რეგულარული სატრანსპორტო მარშრუტები, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში და ექნება როგორც სარტანსპორტო ასევე სოციალური ფუნქცია.

11. საინჟინრო ინფრასტრუქტურა;

11.1 არსებული მდგომარეობის აღწერა

მეწყერსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურა

კავშირგამბმულობა

  • არის სატელიტური ინტერნეტი.

  • არის მობილური კავშირი.

  • არ არის რადიო.

ელექტროფიკაცია

  • ელექტროენერგია მიეწოდება ინდივიდუალური მზის პანელების მეშვეობით. რომლის სიმძლავრე გაზრდლი მოთხოვნის და სეზონის პირობებში არ იქნება საკმარისი.

  • სოფელში ისევე როგორც მთელს თუშეთში არ არის ელ. მომარაგების მაგისტრალური ქსელი, ასევე დართლოში არ არის ლოკალური ელ. ქსლი.

  • არ არის სოფლის გარე განათების სისტემა.

წყალმომარაგება

  • არის წყალგაყვანილობა, მხოლოდ რამდენიმე სასტუმროში. წყალი გამოყვანილია რბილი მილის საშუალებით.

გაზიფიკაცია

  • სოფელში ისევე როგორც მთელს თუშეთში არ არის გაზმომარაგების ქსელი

კანალიზაციის სისტემა

  • სოფელში არ არსებობს კანალიზაციის ცენტრალიზირებული სისტემა და გამწმენდი ნაგებობა. საპირფარეშოები მოწყობილია ეზოებში, ორმოები ხშირად საკმარისად ღრმაც კი არ არის კდოვანი ნიადაგის გამო. რაც მოსახლეობის და ტურისტების მატებასთან ერთად გამოიწვევს სანიტარულ კატასტროფას. მხოლოდ რამდენიმე შენობაში და ძირითადად სასტუმროებში არის სველი წერტილები, რომლის წყალმომარაგებაც და კანალიზაციაც კუსტარულად არის გაკეთებული.

მყარი ნარჩენების მართვა

  • სოფლის საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენების გატანა გადამუშავების სისტემა არ არსებობს. მთელი ნაგავი იყრება მდინარეში და ხეობებში.

11.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები

დართლოში და მთლიანად თუშეთში მოსახლეობის დარჩენა დამაგრებისათვის საჭიროა გაკეთდეს შემდეგი საინჟინრო ნაგებობები და ქსელები.

პროქტის ფარგლებში დართლოში უნდა აშენდეს შემდეგი საინჟინრო ქსელები:

  • კანალიზაციის ქსელი, გამწმენდი სისტემით.

  • წყალმომარეგების სისტემა

  • გარე განათება

  • ელექტროქსელი

  • გაზგაყვანილობა (პროექტი და შესრულება გაზის კომპანიების პოზიციია)

  • ძეგლების გარეგანი განათების პროექტი (რესტავრაციის პროექტის შემდგომ დამუშავდეს)

  • მობილური სატელეფონო კავშირი. (პროექტი და შესრულება ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების პოზიციია )

ჩამოთვლილი პროექტები დამუშავებულია პრინციპული სქემების დონეზე. პროექტები იხილეთ დანართებში.

ასევე გასათვალისწინებელია რომ ამ საინჟინრო ნაგებობებმა და ქსელებმა არ დაამახინჯონ სოფლის იერსახე.

თუშეთში ისტორიულად ნალექების გადაყვანა ხდებოდა ზედაპირული მეთოდით აქედან გამომდინარე სანიაღვრე სისტემის მოწყობა არ არის მიზანშეწონილი რომ არ დაირღვეს ისტორიული იერსახე.

საინჟინრო ქსელების საერთო მითითებები და შენიშვნები:

ახმეტის მუნიციპალიტეტში ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პირობები:

1. საინჟინრო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო შენობა ნაგებობების ვიზუალური მხარე შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დაპროექტდეს ტერიტორიის გამოყენების და განაშენების რეგულირები რეგულირების წესებით მაქსიმალური წესებით. მაგ: სათავე ნაგებობა შესაძლებელია დაიმალოს მიწაყრილით. ზედ დაითესოს გაზონი. შემოღობვა შიძლება მოხდეს მოხდეს ადგილობრივი მასალით ( თიხით ლესვა, ფიქალის მშრალი წყობა ან მისი იმიტაცია) სატრანსფორმატორო ჯიხური შეიძლება შეიფუთოს ლითონის ჟალუზებით. და შეიღებოს მუქი მწვანე ფერით.

2. მრიცხველის ჯიხურები დამონტაჟდეს შეძლებისდაგვარად მოფარებულ ადგილებში დამონტაჯდეს. როგორც მინიმუმი შეიძლება შეიღებოს შავი ფერის საღებავით(მაგ.ღობის შიგნით) შესაძლებელია ხის ყუთში მოთავსება.

3. ქსელები შეძლებისდაგვარად ჩაიდოს მიწაში და მოეწყოს საინჟინრო ქსელების გაერთიანებული ტრანშეები, რაც გულისხმომბს, წყალმომარაგების, გაზმომარაგების და ელ.მომარგების ერთიანი ან ერთმანეთთან კორდინებულ პროექტირება-მშენებლობის პროცესს.

მყარი ნარჩენების მართვა

სოფლის შესასვლეთან დაპროექტებულ ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 4 ნაგვის ურნა. 150 მოსახლეზე 1 ნაგვის ურნის ანგარიშით, რომლის გატანაც მოხდება 24 სთ-ში ერთხელ. სოფლის განაშენიანებულ ტერიტორიაზე ნაგვის მცირე ზომის ურნები შეიძლება განთავსდეს საზოგადოებრივ სივრცეებში ისე რომ არ გამოირჩეოდეს თავისი მასალით და ფერით, რომ არ მოხდეს სოფლის ისტორულ-კულტურული იერსახის დამახინჯება.

შესაძლოა გამოცხადდეს კონკურსი ურნების დიზაინის თაობაზე.

ნაგვის ურნების დიზაინისადმი მოთხოვნები:

  • ნაგვის ურნები უნდა იყოს დაფიქსირებული რათა არ შეიცვალოს მათი დაგეგმილი ადგილმდებარეობა;

  • ურნები უნდა იყოს გაუმჭვირვალე (არ უნდა იყოს გაკეთებული რკინის ბადით) სასურველია მათ ჰქონდეთ თავსახური. ყურადღება უნდა მიექცეს ნაგვის ურნის ღიობის ზომას (ის უნდა იყოს პრაქტიკული ნაგვის ჩასაყრელად). ურნები უნდა იხსნებოდეს გვერდიდან რათა მარტივად მოხვდეს ნაგვის პარკების ამოღება და ახლის განთავსება;

  • მასალა უნდა იყოს გამძლე და მედეგი გრაფიტისადმი;

  • ნაგვის ურნების დიზაინი თანხვედრრაში უნდა მოდიოდეს სხვა ქუჩის ელემენტებთან და ქუჩის იერსახესთან;

  • ნაგვის ურნებს ესაჭიროება რეგულარუული შემოწმება, შეცვლა და შეკეთება.

სამწუხაროს ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება ნაგვის სეპარირება, მისი ტიპის მიხედვით. ჩვენი რეკომენდაციით დასამუშავებელია თუშეთის ნაგვის მენეჯმენტის დეტალური გეგმა. რის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ნაგვის სეპარირების დანერგვა.

12 გამწვანება და კეთილმოწყობა;

12.1 არსებული მდგომარეობის აღწერა

რაიმე სპეციალურად გამწვანებული და კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცე არ არსებობს. არის მოედნების „საჯარების“ ჩანასახები.

12.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები

სოფელში დაგეგმილია მხოლოდ სამი მოედანი, რომლებიც კეთილმოეწყობა საზოგადოებრივი შეკრებებისთვის.

ორი, მთვარ გზასთან ახლოს მდებარე, მოედანი განლაგებულია სოფლის სამხრეთ ნაწილში. ერთი დიდი და მეორე შედარებით მცირე ზომის.

ხოლო მესამე ასევე მცირე მოედანი, განლაგებულია დასავლეთ ნაწილში, შუა უბანში, საკმაოდ მჭიდრო განაშნინებასთან.

დასამუშავებელია სამივე სივრცის კეთილმოწყობის დეტალური პროექტი.

13. მიწათსარგებლობის სტრუქტურა, მახასიათებლები და ტენდენციები;

13.1არსებული მდგომარეობის აღწერა

შენიშვნა: სოფელ დართლოზე ამ ეტაპზე არ არის არსებული წიტელი ხაზები.

თუშეთში არასდროს ჩატარებულა მიწისა და ნაგებობების აღწერა, შეფასება, მათი ფუნქციურ, ტიპოლოგიური თუ სხვა რაიმე სახის ანალიზი, არ შეფასებულა მიწისა და მასთან დაკავშირებული ქონებრივი სიკეთეების სარგებლობის ფორმები (კერძო, საჯარო) და ტიპები, მათი რესურსი და გამოყენების დასაშვები სახეები; არ არის გამოვლენილი და აღწერილი სოფლებში მდგარი ნაგებობები და ნაფუძარები, არ არის შესწავლილი მათი ტიპი, არ არის დადგენილი მათი გამოყენების ნებადართული სახეობების ჩამონათვალი, არ არის დადგენილი მესაკუთრე, ქუჩათა ქსელი, არ არის გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობა, არ არის შესწავლილი მხარის არქეოლოგიური პოტენციალი, სოფლების დონეზე არ არსებობს ნაგებობათა ფიზიკურ გარემოში იდენტიფიკაციის რაიმე ეფექტური შესაძლებლობა, არ არის აღწერილი, შესწავლილი და გამიჯნული კერძო და საჯარო მფლობელობა, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ცალკეული ნაგებობები, სადაც უკვე მოხდა საკუთრების უფლების აღიარება.

ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის არარსებობის გამო თუშეთის, მათ შორის მისი დასახლებების საკადასტრო მონაცემები არაზუსტი და მწირია, იგი ვერ ქმნის თუშეთის მიწის, ნაგებობების, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და მხარის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელ სრულფასოვან საფუძველს.

ახალი მშემებლობა მიმდინარეობს გაუაზრებლად, ყოველგვარი წინასწარი გეგმის და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე.

მუშაობს მხოლოდ პირად მფლობელობაში არსებობის პრინციპი (მიწა ჩემია და რასაც მინდა იმას ავაშენებ).

13.2 პროექტით გათვალისწინებული ქმედებები.

მოქმედი სტანდარტი, რომელიც დადგენილია დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისთვის, არ პასუხობს იმ რეალიებს, რომლებიც ახასიათებს საქართველოს მაღალმთიან სოფლებს, მათ შორის თუშეთში.

თუშეთის პირობებში, დასახლებათა ტერიტორიის მცირე ზომებიდან გამომდინარე, მოსაგვარებელი სივრცით-ტერიტორიული საკითხების ნომენკლატურა და გადაწყვეტილების ხასიათი ვერ შეესაბამება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაძლებლობებს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია შემუშავდეს ისეთი ინტეგრირებული გეგმარებითი დოკუმენტი, რომელიც შეითავსებს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნებს.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია თუშეთისთვის დადგინდეს სივრცითი რეგულირების განსაკუთრებული სტანდარტი, რის შესაძლებლობასაც იძლევა მოქმედი კანონმდებლობა.

ასეთ შემთხვევაში შეთავსებული გეგმის ფარგლებში მუშავდება დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება უფლებრივი ზონირების დამოუკიდებელი სავალდებულო რუკების სახით, სადაც დაცული, ჩამოყალიბებული განაშენიანებით განპირობებული ზონის სახეობაში აკრძალული იქნება ცვლილებების შეტანა და როგორც აუცილებლად შესასრულებელი, იმოქმედებს „ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმით“ დადგენილი ტერიტორიების გამოყენების სახეობისა და სამშენებლო განვითარების პარამეტრები.

დართლოში საჭიროა დაინერგოს საქართველოს კანონმდებლობთ გათვალისწინებული და აპრობირებული მიწათსარგებლობის სტრუქტურა და წესები, თუშური და კერძოდ ფარსმის თავისებურების გათვალისწინებით.

სოფ. დართლოს სიმცირის გამო ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონებად დაყოფა შეუძლებელია.

სოფელში გამოყოფილია შემდეგი ფუნქციური ზონები:

სოფლის სტრუქტურული განვითარება უნდა განხორციელდეს არსებული განაშენიანების ფარგლებში. რაც მოიცავს განაშენიანების ინტენსიური განვითარების შემდეგ ძირითად საკითხებს:

1.   კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია, მათი ფუნქციის განსაზღვრა.

2. განაშენიანებაში არსებული დეგრადირებული შენობების რეკონსტრუქცია-ადაპტირება.

3. განაშენიანებაში არსებული ნასახლარების/ნანგრევების და სხვა თავისუფალი სივრცეების ათვისება სადაც პროექტით დასაშვებია შენობის განთავსება - მათი აღდგენის ან  ახალი მშენებლობის განხორციელების მიმართულებით.

გარდა ამისა სოფლის ტერიტორიაზე გამოყოფილია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები.

გეგმარების შემზღუდავი ზონები- გარემოს დაცვის ზონა (გდზ-3)

დაცული და სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიები და მათი ქვეზონები:

  • ეროვნული პარკი:

  • ტრადიციული გამოყენების ზონა

  • სახელმწიფო ნაკრძალი

  • დაცული ლანდშაფტი:

  • ტრადიციული გამოყენების ზონა 2

  • სატყეო უბანი

ჩამოთვლილი ფუნქციური ზონების კონკრეტული განმარტებები და მათში არსებული შეზღუდვები იხილეთ „სოფ. დართლოს ტერიტორიების და განაშენიანების რეგულირების წესებში“ .

დართლოს სპეციფიკიდან გამომდინარე, უარი ითქვა განაშენიანების კოეფიციენტებით რეგულირების პრაქტიკაზე. შეიზღუდა შენობის მაქსიმალური გაბარიტი და სიმაღლე. სპონტანურობის მისახწევად უარი ითქვა შენობათშორისი მინიმალური მანძილის რეგულირებაზე და საკადასტრო ნაკვეთის საზღვრიდან დაცილებაზე.

14. არსებული მდგომარეობის სივრცით–გეგმარებითი ანალიზი;

არქაული დროიდან ზოგადად თუშეთი და კერძოდ დართლო შენდებოდა და ვითარდებოდა ერთიანი დაგეგმილი გეგმის გარეშე (გამონაკლის წარმოადგენს ისტორიულად სოფელ ომალოს „ბოსლები“ ამჟამად ქვემო ომალო. რომელიც საბჭოთა კავშირის დროს გაფართოვდა და იქცა თუშეთუს ადმინისტრაციულ ცენტრად.) მნიშვნელოვნია ამ ერთი შეხედვით ქაოსურ განაშენიანებაში შიდა კავშირების და ლოგიკის დანახვა, რადგან თითქოს ქაოსური განაშენიანება წარმოადგენს თუშეთის სოფლების უნიკალურიბის და მიმზიდველობის ძირითად ღერძს.

თუშეთის არქიტექტურის ისტორია პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ეპოქად:

  • არქაული დროიდან XX-ე საუკუნის 20-იან წლებამდე.

  • XX-ე საუკუნის 20-იანი 40-იანი წლები.

  • მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი. რომელშიც გამოსაყოფია რამოდენიმე ქვე ეპოქა.

სოფელ დართლოში სხვადასხვა დოზით სამივე ეპოქის არქიტექტურას ვხვდებით.

პირველი ეპოქისთვის დამახასიათებელია საბრძოლო სათავდაცვო კოშკები და ციხესახლები რომლებიც ხშირად ქმნიან მჭიდროდ შეკრულ და გამაგრებულ სოფელს. იმის გამო რომ შენობების ორიენტაცია და სიმაღლე არ არის ერთნაირი, სოფლის სტრუქტურაში რთული ამოსაკითხია მისი დონეებად დალაგებულობა და თითოეული დონის ერთ იზოგიფსზე დასმა.

საერთო გეგმარებით სტრუქტურში ამ სოფლის უნიკალური სახე იქმნება როგორც მისი გეგმარებითი დალაგებულობით ასევე ცალკეულ შემთხვევების უსისტემობით.

მეორე ეპოქას სოფელში უფრო დიდი გავლენა აქვს, აქ შემოდის დიდ აივნიანი სახლები და გახსნილი მოედნისებური სივრცეები.

მესამე ეპოქა კარდინალრად განსხვავებულია და თავის საფუძველში ატარებს დესტრუქციულ შინაარს, არქიტექტურული კუთხით შემოაქვს ახალი და თუშეთისთვის შეუსაბამო მასალები. ხოლო გეგმარებითი თვალსაზრისით ანგრევს ძველი მშენებლობის დაუწერელ კანონებს, რადგან აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არც რელიეფის თავისებურებებს და განაშენიანობის სიმჭიდროვეს, არც შენობების მაშტაბს.

თუშეთის სოფლების მშენობლობისას არ იყო წითელი ხაზების და კოეფიციენტების ცნება. განაშენიანების ძირითადი პრინციპებია:

  • შენობების მჭიდრო განლაგება.

  • შენობათაშორის უნიკალური პატარა ეზო/სივრცეების მოწყობა.

  • ეს ეზო/სივრცეები საერთო საზოგადოებრივი სტრუქტურის ნაწილია.

  • შენობების ერთგვარი ტერასული განლაგება. თითოეული დონე განლაგებული ერთი იზოგიფსის გასწვრივ. (ხშირ შემთხვევაში ეს რთულ შესამჩნევია რადგან შენობების სხვადასხვა სიმაღლის გამო ტერასულობა იკარგება.)

  • ამასთანავე თუშური სოფელი ინარჩუნებს ორგანიზებული-ქაოსის სტრუქტურას.

15. ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT) ანალიზი;

15.1 STRENGTHS ძლიერი მხარეები

  • მდებარეობა

  • თუშეთის ბრენდის არსებობა;

  • ადგილობრივი ბუნებრივი სამშენებლო მასალები;

  • ტურისტების მასპინძლობის გარკვეული გამოცდილება;

  • ტურისტული მიმზიდველობა;

  • მოსახლეობის ეკოლოგიური თვითშეგნების ტრადიცია;

  • ხალხური რეწვის მდიდარი ტრადიციები;

  • მატერიალური და არამატერიალური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა;

  • თუშური ცხვრის, ძაღლის და ცხენის ენდემური ჯიშები;

  • მეცხვარეობის უნიკალური ტრადიცია;

  • ტრადიციული სამზარეულო;

  • უნიკალური არქიტექტურა;

  • ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლები;

  • უნიკალური ბუნებრივი პირობები;

  • ადამიანების საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბებული ღირებული ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტი;

  • ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროების არარსებობა;

15.2 WEAKNESSES სუსტი მხარეები

  • ახალი თაობის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და, შესაბამისად, არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი კონტროლის არარსებობა;

  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სივრცითი მოწყობისა და ფუნქციონირების საკანონმდებლო გარემოს დაუხვეწაობა;

  • ტოპოგეოდეზიური, მიწის კადასტრის და მიწათსარგებლობის მონაცემების არარსებობა, მოუწესრიგებლობა ან არასრულყოფილი სახით არსებობა;

  • ჩამოუყალიბებელი სამისამართო სისტემა;

  • წინასწარი შეტყობინების და ზიანის შემცირების სისტემის არარსებობა (ბუნებრივი კატაკლიზმები და საგანგებო სიტუაციები)

  • დაურეგისტრირებელი საკუთრების უფლება უძრავი ქონების დიდ ნაწილზე;

  • მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სისტემის და კონცეფციის არარსებობა;

  • შიდა და გარე სატრანსპორტო სისტემის კონცეპტუალური ხედვის არარსებობა;

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა

  • განუვითარებელი ტურისტული ინფრასტრუქტურა;

  • განუვითარებელი საზოგადოებრივი სივრცეები;

  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების არაეფექტური სისტემა;

  • კომუნიკაციების (წყალი,კანალიზაცია, გაზმომარაგება, დენი) არ ქონა;

  • ავტოსადგომების არარსებობა;

  • საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის ხარვეზები და გაუმართაობა, ელექტროენერგიის უკმარისობა;

  • თუშეთის სოფლების მონოფუნქციურად განვითარება (ტურიზმზე ორიენტაცია);

  • ტურისტული მომსახურების და ინფრასტრუქტურის დაბალი დონე, სტანდარტების არარსებობა;

  • დაფარვითი ინვენტარიზაციის არარსებობა, დაუდგენელი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, არქეოლოგიური ფენები და მათი გავრცელების არეალები;

  • მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი(ზაფხულის პერიოდშიც);

15.3 OPPORTUNITIES შესაძლებლობები

  • ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ეფექტური დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელის მოწყობა;

  • ნატურალური და ეკოლოგიური პროდუქციის ფართო წარმოება და საექსპორტო რეალიზაცია;

  • სასტუმროების ქსელის სწრაფი განვითარების ტენდენცია;

  • ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ზრდის ტენდენცია;

  • ხალხური რეწვის, სუვენირების წარმოების განვითარება;

  • მძლავრი ტურისტულ რეკრეაციული პოტენციალის ზრდა; მრავალფეროვანი ტურიზმის განვითარება;

  • ხალხური რეწვის პოპულარიზაცია;

  • მუნიციპალიტეტის კულტურული მემკივდრეობის საერთაშორისო გლობალური მნიშვნელობის სტატუსების აღიარების შესაძლებლობები;

  • კულტურული და ბუნებრივი ასპექტების ჰარმონიზება;

15.4 THREATS საფრთხეები

  • გადაწყვეტილებების მიიღების სპონტანურობა, საჯარო და კერძო ინტერესების კონფლიქტის მაღალი რისკის არსებობა;

  • მიწის არასწორი პრივატიზაციის პოლიტიკამ შესაძლოა გამოიწვიოს კერძო და საჯარო ინტერესთა კონფლიქტები;

  • არათავსებადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა;

  • იაფფასიანი ტურიზმის არასისტემური განვითარება;

  • გაზრდილი ვიზიტორების რიცხვის შესაძლო უარყოფითი გავლენა ბუნებრივ და სოციო-კულტურულ გარემოზე;

  • ნარჩენების ზრდა ტურისტების მომრავლების ხარჯზე;

  • სოფლების მონოფუნქციური განვითრება;

  • არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მემკვიდრეობის განადგურება;

  • ადგილობრივი დიალექტის და ფოლკლორის შესაძლო დეგრადაცია ან გაქრობა;

  • ტრადიციული ყოფის გაქრობის საფრთხე;

  • სოფლის დაცარიელება ზაფხულის პერიოდშიც (გზის არ არსებობის და რთული მიღწევადობის გამო);

  • სოფლების მოსახლეობისგან დაცლა; მოსახლეობის მიგრაცია;

  • კლიმატის ცვლილება;

  • დაავადებული ტყეები;

  • ხანძრის შემთხვევები ტყეში;

  • საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურების შედეგად ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება (წყალი, ნიადაგი);

16. სამომავლო მისია/ფუნქცია;

სოფელი ამჟამად განვითრების გზაზეა, ის საცხოვრებელი და ტურსიტული ფუნქციით გამოიყენება. ვიზიტორთა რიცხი ყოველწლიურად იზრდება.

დართლოს სამომავლო მიზანია :

  • ომალო აწუნთას მარშრუტზე გადაადგილებული ტურისტების მოზიდვა.

  • ტურისტებისთვის საინტერესო გარემოს შექმნა.

  • შევინარჩუნოთ დართლოს უნიკალური გარემო, არქიტექტურა.

17. განვითარების რეკომენდაციები, წინადადებები;

სოფელ დართლოს წინაშე დგას შემდეგი გამოწვევები:

  • სოფელში მოსახლეობის ცხოვრების ხანგრძლივობის გაზრდა 12 თვემდე.

  • თანამედროვე გამოწვევების და მოთხოვნების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა.

  • კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა.

  • ეკონომიკურად სტაბილური მდგრადი გარემოს შექმნა.

  • ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვა.

  • სოფლის მეურნეობის ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა.

ეს გამოწვვები მჭიდროდაა გადაჯაჭვული და დამოკიდებული ერთმანეთზე. მაგალითად ტურისტების მოზიდვა შეუძლებელია თუ თუშეთმა დაკარგა თვითმყოფადი არქიტექტურა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, კულტურული თავისებურება, დამახასიათებელი სამზარეულო და ასე შემდეგ. მიმზიდველი სამზარეულოსათვის საჭიროა ადგილზე მოყვანილი პროდუქცია.

მაგალითად, პური არ უნდა ცხვებოდეს ალვანში არამედ უნდა არსებობდეს ადგილობრივი მცირე საცხობები. თუშური კერძები უნდა მზადდებოდეს ადგილობრივი პროდუქციისგან. ეს წინაპირობაა ეკონომიკური სტაბილუროობის მისაღწევად.

მოსახლეობის დაბრუნებისთვის საჭიროა: გზა(უწყვეტი კავშირი), მდგრადი და საიმედო ელექტროქსელი, თბოიზოლაციის სისტემით აღჭურვილი საცხოვრებელი, კომფორტული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ეს პუნქტები აუცილებელია ტურისტების მოსაზიდათაც.

მშენებლობა უნდა დაიგეგმოს და მიმდინარეობდეს გარემოში მინიმალური ზიანის მიყენების პრინციპით.

ასევე მნიშვნელოვანია რომ თუშეთი არ დარჩეს გარიყულ ზონად სადაც შეუძლებელია თანამედროვე ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი სერვისის მიღება. მაგალითად მობილური კავშირის დამყარება, ბანკიდან ფულის გამოტანა და სხვა ელემენტარული ფუნქციები.

18.სამოქმედო გეგმა (ეტაპები);

18.1 პირველი ეტაპი

  • ძეგლების აზომვა.აღდგენის პროექტის შედგენა. ძეგლის ფუქნციური ადაპტაციის კონცებცია;

  • წყალმომარეგების სისტემის მონტაჟი;

  • ჰიდრანტების მონტაჟი;

  • კანალიზაციის ქსელის და გამწმენდი სისტემის მონტაჟი

  • ელექტროქსელის მონტაჟი;

  • მყარი ნარჩენების გატანის სისტემის ამოქმედება

  • გეოსაფრთხეების კონტრღონისძიებისთვის სასურველია პრევენციული ღონისძიებების გატარება, როგორიცაა: ძოვების და სამეურნეო საქმიანობის რეგულირება, ბუნებრივი გამწვანების ხელშეწყობა, დრენაჟი და ჩამონადენი ნაკადების მართვა. ამასთან ერთად სასურველია გეოდინამიკური საფრთხეების პერიოდული მონიტორინგი.

18.2 მეორე ეტაპი

  • ფონურ შენობებზე სახურავების და შეუსაბამო ელემენტების შეცვლა რესტავრაცია

  • შენობების თბოსაიზოლაციო მასალით აღჭურვა.

  • ძეგლების რესტავრაცია;

  • სოფლის ქუჩების და ბილიკების გარე განათების მონტაჟი

  • რეგულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტი

18.3 მესამე ეტაპი

  • ინტერნეტ დაფარვის გაზრდა / ხარისხის გაუმჯობესება.

  • შიდა ქუჩების და მოედნების რეაბილიტაცია კეთილმოწყობა.

  • გაზგაყვანილობის რკალური ქსელის მონტაჟი

19. განაშენიანების რეგულირების გეგმის ეფექტიანობის შეფასება;

წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმა წარმოადგენს სოფ. დართლოს ეკონომიკური გამოცოცხლების რეალური, მდგრადი და ადგილობრივ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი შესაძლებლობების რეალიზების შემთხვევაში საკმარისი და აუცილებელი განაშენიანების მარეგლამენტირებელ დოკუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს მთავრობებსა (ადგილობრივი და ცენტრალური) და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ორმხრივად მიმზიდველი და მომგებიანი საქმიანობის დაწყებაზე მოლაპარაკებას; ამ გეგმისა და შესაბამისად მასზე მორგებული არსებითი, საგნობრივი და გაზომვადი შეთანხმების მიზანია ადგილობრივი და ეროვნული დონის მატერიალური დოვლათის შექმნა, ადგილობრივი ავთენტური მოსახლეობის ადგილზე დაბრუნება, დასაქმება და განვითარება, ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, მდგრადი ეკონომიკის შექმნისა და თუშური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.

20. განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელების ეტაპები და რიგითობა.

განაშენიანების რეგულირების ეტაპები ძირითადად პარალელურია, მაგრამ ამავდროულად გამოკვეთილია ძირითად ქმედებათა პრიორიტეტებიც, რაც წარმოდგენილია შესაბამისი ცხრილის სახით:

ეტაპობრივი ქმედებები 2-5 წელი
I ეტაპი II ეტაპი III ეტაპი

უსაფრთხოების თვალსაზრისით გადაუდებელი საინჟინრო-

ინფრასტრუქტურის განვითარება

მაგისტრალური საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და კომუნალური

მომსახურების განვითარება

უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია
საცხოვრებელი ფონდის გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარების პროცესის ხელშეწყობა

21. საინჟინრო ნაწილი (განმარტებითი ბარათი)

21.1 წყალმომარაგების სისტემა

სოფელ დართლოს განვითარების პროექტი ითვალისწინებს მთელი დასახლების სასმელი წყლით მომარაგების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია განისაზღვროს სასმელი წყლის ის რაოდენობა და ხარისხი, რომელიც დააკმაყოფილებს დასახლებას სრული დატვირთვის პერიოდშიც კი.

სავარაუდოდ, ახალი ცენტრალური ქსელის სათავე ნაგებობა მოეწყობა უახლოეს მდინარესთან,. საიდანაც წყალი თვითდინებით მიეწოდება150 მ3 მოცულობის რეზერვუარში. რეზერვუარი მოეწყობა ზღვის დონიდან1880 მ. სიმაღლეზე, , საიდანაც წყალი თვითდენით მიეწოდება სოფელს.

საქართველოს კანონის -„წყლის შესახებ“ - მიხედვით, წყალს, რომელსაციყენებენსასმელად, საყოფაცხოვრებოდანიშნულებითწყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდდასაკურორტოსაჭიროებისათვის, უნდა გააჩნდესსანიტარიულიდაცვისზონები. არსებობს სანიტარული ზონის სამი სარტყელი. პირველი სარტყელი, რომელსაც მკაცრი რეჟიმის ზონა ეწოდება, მოიცავს იმ ტერიტორიას სადაც მდებარეობს წყალმომარაგების წყლის ობიექტი. პირველ სარტყელში აკრძალულია:

  • იმპირთაცხოვრებადადროებითყოფნა, რომლებიცუშუალოდარარიანდაკავშირებულნიწყალსადენისნაგებობებისმომსახურებასთან, გარდაიმპირებისა, რომლებიც, წყალსადენისტექნიკურისაჭიროებიდანგამომდინარე, ჩარიცხულნიარიანმომსახურეპერსონალისსაშტატოგანრიგშიდასაქართველოსკანონმდებლობითგანსაზღვრულიპირებისგარდა;

  • ნებისმიერიმშენებლობა, გარდაწყალსადენისნაგებობებისა; ნებისმიერიდანიშნულებისსაცხოვრებელიდაადმინისტრაციულიშენობებისგანთავსება; ინერტულიმასალისმოპოვება; მილსადენისგაყვანა (გარდაწყალსადენისმომსახურებისათვისაუცილებელი ნაგებობისა); ჩამდინარეწყლებისჩაშვება, ბანაობა, პირუტყვისძოვებადადარწყულება, რეცხვა, თევზჭერა, შხამქიმიკატებისგამოყენებამცენარეთადაცვისმიზნით;

მეორე სარტყელი მოიცავს იმ ტერიტორიას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება წყალმომარაგების წყლის ობიექტებს და მათ შენაკადებს, ამ სარტყელში აკრძალულია:

  • ტერიტორიისანწყლისობიექტებისისეთიგამოყენება, რომელსაცშეუძლიაგამოიწვიოსწყლისხარისხობრივიანრაოდენობრივიგაუარესება;

  • მშენებლობა, მცენარეულისაფრისმოსპობა, სარკინიგზოდასაავტომობილოგზებისგაყვანა, მიწის უბნებისსასოფლო-სამეურნეოდანიშნულებითგამოყენება. ამსარტყელშისპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებებიდაიშვებამხოლოდსაქართველოსკანონმდებლობითგანსაზღვრულიორგანოების გადაწყვეტილებით.

მესამე სარტყელი მოიცავს მეორე სარტყლის მოსაზღვრე ტერიტორიას, რომლის არასასურველმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის ქიმიური გაბინძურება.

სოფლის წყალმომარაგების მუშაობისთვის გათვალისწინებულია რგოლური სისტემა. წყალი მიეწოდება პოლიეთილენის მილსადენით - d=110 მმ. ასევე გათვალისწინებულია ხანძარქრობის მარაგი - ერთეული ხანძრის შემთხვევაში 5 ლ/წმ-ში. სასმელი წყლის რეზერვუარში გათვალისწინებულია სახანძრო წყლის ხელუხლებელი მარაგი - 54 მ3

სასმელი წყლის მოთხოვნილების დეტალური ანგარიში, მაქსიმალური დატვირთვისთვის, წარმოდგენილია მომდევნო პარაგრაფში.

ვინაიდან ხდება მდინარის გადაკვეთა,  წყალსადენის მილი ჩაიდოს გარსაცმში, დიამეტრით 300 მმ-ფსკერის ქვეშ ერთი მეტრის სიღრმეზე.

სასმელი წყლის მოთხოვნილების ანგარიში

მოსახლეობის რაოდენობა აღნიშნულ სოფელში არის:

660 მცხოვრები

წყალმოთხოვნილებისანგარიში

დასახელება განზომილება რაოდენობა წყლისნორმადღ/ღ საშ წყლისხარჯიმ3/დღ/ღ
1 მოსახლეობა კაცი 660 140 92.4
2
ჯამი 92.4

საშუალო დღე-ღამურიხარჯისოფლისათვისარის 92.4 მ3/დღ

მაქსიმალურიდღე-ღამურიხარჯი შეადგენს Q დღ/ღ = K დღ/ღ/მაქ • Q დღ/ღ

მინიმალური დღეღამურიხარჯიშეადგენს Q მინ/დღ/ღ = K მინ/დღ/ღ • Q საშ/დღ/ღ

სადაც K დღ/ღ/მაქ = 1.1 - 1.3 ვიღებთ K=1.2

K დღ/ღ/მინ = 0.7 – 0.9 ვიღებთ K=0.8

Q მაქ/დღ/ღ = K დღ/ღ/მაქ • Q საშ/დღ/ღ = 1.2 •92.4 = 110.88 მ3/დღ/ღ

Q მინ/დღ/ღ = K დღ/ღ/მინ • Q საშ/დღ/ღ = 0.80 • 92.4 = 73.92 მ3/დღ/ღ

წყლის საათურიხარჯიწყლის qმ3/სთიქნება

q სთმაქ= K 4 მაქ • Q დღ/ღ/მაქ/24

q სთმინ= K 4 მინ • Q დღ/ღ/მინ/24

K 4 მაქ= αმაქ • β მაქ

K 4 მინ= αმინ • β მინ

თანახმად ცხრილისა N2СниП2.04.02-84*

სადაც αმაქ,დამინ კოეფიციენტები, ითვალისწინებს შენობების კეთილმოწყობას

αმაქ = 1.2 ÷ 1.4 ვიღებთ 1.3

αმინ = 0.4 ÷ 0.6 ვიღებთ 0.5

β კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის რაოდენობას

βმაქ = 2.2

βმინ = 0.07

აქედან გამომდინარე, K 4 მაქ= αმაქ • β მაქ = 1.3 • 2.2 = 2.86

K 4 მინ= αმინ • β მინ = 0.5 • 0.07= 0.035

q სთმაქ= K 4 მაქ • Q დღ/ღ/მაქ/24 = 2.86 •110.88 / 24 = 13.21 მ3/სთ

q სთმინ= K 4 მინ • Q დღ/ღ/მინ/24 = 0.035 •73.92 / 24 = 0.108 მ3/სთ

სოფლისთვის წამური ხარჯი შეადგენს

g$= \frac{gx1000}{3600} = 3.670ლ/წმ|$

ვინაიდან თითოეული ტრასსა დაცილებულია ერთმანეთისაგან საკმაო მანძილებით თითოეული ტრასაზე არის სახანძრო ჰიდრანტები q წ/ლ ხარჯს უნდა დაემატოს თითო სახანძრო ჰიდრანტისთვის საჭირო წყლის ხარჯი, რაც შეადგენს 5 ლ/წმ .

21.2 კანალიზაციის სისტემა

სოფლის ტერიტორიაარარისცალმხრივქანობიანი.ისიშლებამდინარის ორივე ნაპირზე 2მიმართულებით, შესაბამისად კანალიზირებისთვისგათვალისწინებულია 3 გამწმენდინაგებობის მოწყობა, რომლებიც განთავსებული იქნებატერიტორიისდაბალწერტილებში. გამწმენდი ნაგებობებისთვის შერჩეულ ტერიტორიებზე განთავსდება 1x2+1x8მ3/დღ-ღ, 1x8+1x60მ3/დღ-ღ და 1x2+1x20მ3/დღ-ღ წარმადობის გამწმენდები.რადგან სოფელშიზამთრის პერიოდში რჩება მოსახლეობის მცირე რაოდენობა, ამ პერიოდში ჩართული იქნება 3მცირე გამწმენდი დანადგარი საერთო მოცულობით 12მ3/დღღ-ში

კანალიზაციისქსელისთვისგათვალისწინებულიაპოლიეთილენისმილებიდიამეტრით 150-მმ.ჭებსშორისმანძილი 150 მმ. მილისთვის - 35მ-ს. გაწმენდილი წყლების ჩადინება მოხდება უახლოეს მდინარეში.

უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ გამწმენდი ნაგებობის მოცულობა გათვლილია სოფელში მცხოვრებლის და ტურისტების რაოდენობის გათვალისწინებით, თუმცა თითოეულ გამწმენდს შეუძლია გაწმინდოს თავისი მოცულობის ±25% კანალიზაციის ნარჩენი.

გამწმენდი ნაგებობების განთავსების ადგილები ჰიფსომეტრულად შერჩეულია ისე, რომ არ საჭიროებდეს დამატებით სატუმბის მოწყობას. იმ შემთხვევაში, თუ ახალი საცხოვრებელი გაშენდება გამწმენდ ნაგებობაზე დაბლა, საჭირო გახდება სატუმბის მოწყობა.

სქემაზე წარმოდგენილია სოფელ დართლოს ტერიტორიაზე მოსაწყობი გამწმენდი ნაგებობები და კანალიზაციის ქსელი.

წყალსადე3ნის და კანალიზაციის ქსელების სამშენებლო ღირებულება ლარებში:

წყალსადენის ქსელი-350875

რეზერვუარი-87000

კანალიზაციის ქსელი-324386

კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები-354761

ჯამი=1117022

21.3 ელექტროტექნიკური ნაწილი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოს ელ.მომარაგებისა და გარე განათების ტექნიკური პროექტი დამუშავებულია სოფელ დართლოს განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე, დაპროექტების მოქმედი წესებისა დანორმების შესაბამისად.

პროექტი ითვალისწინებს სოფლის ინტენსიური განაშენიანების ზონაში 250კვა10/0,4კვ. სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობას, ხოლო ნაკლები ინტენსიობის ზონებში, როგორც მდინარის ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს 100კვა10/0,4კვ. სატრანსფორმატორო ქვესადგურების მოწყობას. თოთოეული ქვესადგურის მოსაწყობად უნდა მომზადდეს შესაბამისი ზომის ბეტონის ბალიში, რომელზედაც დამონტაჟდება კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგური; ელ.დანადგართა უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად ქვესადგურის ირგვლივ მოეწყოს დამიწების კონტური და ტერიტორია შემოიღოს. ქვესადგურებამდე მაღალი ძაბვის შემოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის შესაბამისი სამსახური.

სოფლის ელ.მომხმარებლებისათვის ელ.ენერგიისმიწოდება ხორციელდება0,4კვ საკაბელო გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით. ელექტრომომარაგების ქსელის დაცვის, აღრიცხვისა და განაწილებისათვის გათვალისწინებულია გამანაწილებელი კარადები მრიცხველებით.

სულ სოფელში უნდა დამონტაჟდეს ოცდახუთი ასეთი გამანაწილებელი კარადა. დამატებით ერთი კარადა სამფაზამრიცხველით გათვალისწინებულია პარკინგის ელ. მომარაგებისათვის. კარადების კვება ხორციელდება სატრანსფორმატორო ქვესადგურის დაბალი ძაბვის მხრიდან, შესაბამისი კვეთის, ალუმინის ხუთძარღვიანი პლასტმასის ორმაგი იზოლაციის მქონე კაბელებით. კარადებიდან გამანაწილებელი ქსელი თითოეული საცხოვრებელი სახლის (ანსხვატიპისნაგებობის) ელ.ფარებამდე გათვალისწინებულია ალუმინის სამძარღვიანი კაბელებით. კაბელები ტარდება დამცავ მილებში და ეწყობა ტრანშეაში0,7მ.სიღრმეზე.

სოფლის ბილიკებისა და შიდამოედნების,ავტოპარკინგის განათებისათვის გამოყენებულია შუქდიოდური სანათები. პარკინგის განათება ხორციელდება კონსოლური სანათებით 9მ.სიმაღლის მეტალის ანძებზე; სოფლის შიდა მოედნების განათებისათვის გამოყენებულია2,5-3.0მ.-სსიმაღლის მეტალის ანძებზე ტორშერის ტიპის სანათები; ბილიკების განათება გეგმაზე ნაჩვენებია სქემატურად-ის მოეწყობა ბილიკების გასწვრივ, კონკრეტული შესაძლებლობებიდან გამომდინარე ,რიგშემთხვევაში შენობის კედელზე, ღობეზე, ან უშუალოდ გრუნტში ჩამონტაჟდება 30-50სმ. სიმაღლის საყრდენებზე.

გარე განათების ქსელების მართვისა და განაწილებისათვის გათვალისწინებულია გარე განათების კარადების მონტაჟი ,რომელთა კვებაც ხორციელდება ასევე სატრანსფორმატორო ქვესადგურის დაბალი ძაბვის მხრიდან, შესაბამისი კვეთის, ალუმინის ხუთძარღვიანი

პლასტმასის ორმაგი იზოლაციის მქონე კაბელებით. ალუმინის ხუთძარღვიანი კაბელებითაა გათვალისწინებული გარეგანათების გამანაწილებელი ქსელიც. გამანაწილებელი ქსელის დაცვა გაჟონვის დენებისაგან უზრუნველყოფილია კარადაში ჩამონტაჟებული დიფერენციალური დამცავი ამომრთველებით.

სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტრიენერგიით კვება უნდა განხორციელდეს 10 კვ. სიმძლავრის მაღალი ძაბვის (მიწისქვეშა) საკაბელო ქსელით. ელექტროენერგიის სოფლამდე მიყვანის განსაზღვრული ვერსია გადასაწყვეტია და  სხვადასხვა მნიშვნელივანი საკითხის გათვალისწინებით  საჭიროებს დეტალურ ანალიზს.

21.4 ელექტროტექნიკური ნაწილი-გარე განათება

მესტიის რაიონის სოფელ დართლოს ელ.მომარაგებისა და გარე განათების ტექნიკური პროექტი შესრულებულია ითვასაკაბელო ხაზის ჩადების სიღრმე მიწის ნიშნულიდან უნდა იყოს არანაკლები 0,7 მეტრის.

კაბელი უნდა გატარდეს პლასტმასის დამცავ მილში, ჩაიდოს 0,1მ. სისქის გაცრილი მიწის ფენაზე, უნდა დაიფაროს ამავე ფენით და სასიგნალო ლენტით.

22. დანართი - გეგმარებითი დავალება (გდ) და განკარგულება 42