“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №320
2002 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2002 წლის 10 მაისის №1399- IIს (სსმ I, №10,13.05.2002) კანონიდან გამომდინარე და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 19 ივლისის №343 ბრძანებულებით დამტკიცებული ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების ტექსტში სიტყვები „საგადასახადო შემოსავლების“ შეიცვალოს სიტყვით: „ფინანსთა“;
ბ) დებულების მე-7 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გენერალურ ინსპექციაზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო გეგმის საფუძველზე ატარებს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის საფინანსო-სამეურნეო, კომპლექსურ და თემატურ შემოწმებებს;
„ბ) ფინანსთა მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე ატარებს ფინანსთა სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების საქმიანობის რიგგარეშე შემოწმებებს .“
გ) დებულების მე-11 მუხლის მეორე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ე” ქვეპუნქტი.
2. დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი – „ადმინისტრაციულ“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.10.2002.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”?
- “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” მიღებულია 09.10.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №320. სარეგისტრაციო კოდი — 200.250.000.11.117.005.530.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”, №320, 09.10.2002, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.005.530 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54574/