ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2022 წლის 13 მაისი ქ. ბათუმი |
|
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და ხელმძღვანელთა მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამსახური საჭიროების შემთხვევაში იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
5. სამსახურს შესაძლებელია ჰქონდეს დამღა, ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით, რომლის გამოყენებით დასტურდება სამსახურის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელება.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა №23.
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება;
ბ) ქონების მართვის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და ამ დებულებით. ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების ხელმძღვანელისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებითა და ამ დებულებით. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით და ამ დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
გ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადმოცემული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
კ) სამსახურის უფლებამოსილებაში არსებულ საკითხებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამარათალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რიგი დარღვევების აღმოცენებისას ადმინსიტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმის შედგენას.
ა) უზრუნველყოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ბ) უზრუნველყოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება და საპრექტო დოკუმენტაციის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
გ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
დ) უზრუნველყოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ე) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ვ) უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება და უფლებამოსილ პირებთან წარდგენა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საუკეთესო არქიტექტურული პროექტების გამოსავლენად კონკურსების ჩატარების ორგანიზება;
თ) უზრუნველყოს სივრცითი მოწყობის პროცესებისა და სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერის, მერის მოადგილეებისა და სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ მერთან და სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
3. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერისა და სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
4. განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
ა) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვა, მართვა და პრივატიზების უზრუნველყოფა;
ბ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარი განხილვა, სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგის განხორციელება, ქონების მიღება- ჩაბარების პროცესის უზრუნველყოფა;
გ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
დ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი გასაყიდი ფასის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
ე) უზრუნველყოს საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ვ) უზრუნველყოს მერიის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში ცვილებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება;
ზ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;
თ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ი) უზრუნველყოს წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც ექვემდებარება მუნიციპალიტეტზე გადაცემას;
კ) მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები მუნიციპალიტეტის ქონების მართვის საკითხების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების თაობაზე;
ლ) სამსახურის ხელმძღვანელს და მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ მერთან და სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
3. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერთან და სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
4. განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური გადაცდომის თაობაზე;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს;
ზ)კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპენტაციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ი) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ლ) სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
მ) სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი – მერის დავალებით;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) სამსახურის ხელმძღვანელს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;
ვ) ანგარიშვალდებულია მერისა და სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე;
ზ) განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.