სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1109/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №02-1109/ო

2022 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრზე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202172139; ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, მარუაშვილის ქ. №50) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი – „აუტოფსიური საქმიანობა“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი:

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორის, ზ. ავალიანის განცხადებები: №33540  24.03.2022წ.; №35195  29.03.2022წ. 

ადგილზე შემოწმების აქტი: №ლ/ნ 1152-23, 04.05.2022წ. 

ზეპირი მოსმენის ოქმი: №1, 05.05.2022წ.
 

 

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                                კახაბერ შალიკაძე

 

.