საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ“

მიღების თარიღი 28.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №102
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66, 01/06/2009
matsne.gov.ge 465 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №102 2009 წლის 28 მაისი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსების შესახებ მუხლი 1🔗. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის პროგრამა ,,ბავშვზე ზრუნვის“ ფარგლებში ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სკოლისშემდგომი განათლების“ ქვეპროგრამაში ჩართული სტუდენტების (შემდგომში – სტუდენტები) სწავლის ღირებულების დაფინანსების მიზნით: 1. დააფინანსოს იმ სტუდენტთა სწავლის ღირებულება, რომლებიც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დროისათვის სწავლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის, აგრეთვე უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ან არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სწავლის ღირებულება (გარდა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა) დაფინანსდება ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტიდან (ორგანიზაციული კოდი – 32 12 02) მათი ჩარიცხვის მომენტისათვის მოქმედი, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა სწავლის ღირებულება დაფინანსდება ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამებისა და გრანტების (ორგანიზაციული კოდი – 32 13 01 02) ასიგნებიდან მათი ჩარიცხვის მომენტისათვის არსებული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის ღირებულების შესაბამისად. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი       ნ. გილაური