„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი სექტემბრის №79 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.026.016980
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №24

2022 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი სექტემბრის №79 ბრძანებით (ვებგვერდი, 02/09/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016821) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და 21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21მუხლი:

„მუხლი 211. თავდაცვის რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კეტეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების კვლევების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური და კულტურული კვლევების, კონფლიქტოლოგიის, საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალობები);

ბ) ბიზნესი და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის სპეციალობა, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები);

გ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები);

დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების და ენების მიმართულებით (ისტორიის, ენების და ფილოსოფიის სპეციალობები);

ე) ინტერდისციპლინარული მიმართულებით (ევროპისმცოდნეობის, ამერიკისმცოდნეობის, ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევების, კავკასიის კვლევების, ევრაზიისა და კავკასიის კვლევების, რუსეთისმცოდნეობის, საბჭოთა კვლევების სპეციალობები);

ვ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვის და უსაფრთხობის, სამხედრო მეცნიერების, თავდაცვის ანალიზის სპეციალობები);

ზ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკის მიმართულებებით.

2. მუშაობის 1 წლის გამოცდილება.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ფართო უსაფრთხოების კონტექსტში თავდაცვის მართვის, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური საკითხების ცოდნა.

5. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების ცოდნა.

6. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის ძირითადი პრინციპების ცოდნა.

7.  ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა) – B1 დონე.

8. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის პირველი მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე