ტექნიკური რეგლამენტის – ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების ოპერირების სტანდარტების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №256
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023467
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2022
matsne.gov.ge 2,740 სიტყვა · ~14 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მომსახურების მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 12.01.2023 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 90% 21.02.2023 შინმოვლის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე 89% 11.07.2023 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 24.12.2025 ხაშურის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 08.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის – ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების ოპერირების სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №256 2022 წლის 16 მაისი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის – ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების ოპერირების სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 63​2 მუხლისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების ოპერირების სტანდარტები“. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების ოპერირებისათვის საჭირო სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი – ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების ოპერირების სტანდარტები მუხლი 1🔗. მიზანი და რეგულირების სფერო 1. „ტექნიკური რეგლამენტი – ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების ოპერირების სტანდარტები“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურებების განვითარებას, რათა დაკმაყოფილდეს იმ ბავშვების კომპლექსური მოთხოვნილებები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალიზებულ, ხანგრძლივ, კომპლექსურ სამედიცინო მოვლასა და სოციალურ მხარდაჭერას. 2. ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების (შემდგომში – სამედიცინო-სოციალური დაწესებულება) მომსახურების პირობებს, მომსახურების მიწოდების პრინციპებს, ადგენს სამედიცინო-სოციალური დაწესებულებისათვის მოთხოვნებს შენობისა და აღჭურვილობის მიმართ, განსაზღვრავს პერსონალის რაოდენობას, ფუნქციებსა და მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო სხვა რეგულაციებს. 3. სამედიცინო-სოციალური დაწესებულება არის მომსახურების მიმწოდებელი სპეციალიზებული დაწესებულება ან დაწესებულების ნაწილი, რომელიც შესაბამისი საჭიროებების მქონე ბავშვებს ხანგრძლივად აწვდის მათზე მორგებულ სამედიცინო-სოციალურ მომსახურებას. მუხლი 2🔗. ინფორმაცია მომსახურების შესახებ (სტანდარტი №1) 1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარმა და/ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა იცის მომსახურების მიზანი, განსახორციელებელი ღონისძიებები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. სამედიცინო-სოციალური დაწესებულების მხრიდან ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული პირისთვის ხელს უწყობს ბენეფიციართა მოთხოვნილებების სათანადოდ დაკმაყოფილებას და საჭირო გადაწყვეტილების მიღებას. 2. აღსრულების მაჩვენებელი: ა) სამედიცინო-სოციალური დაწესებულება ვალდებულია: ა.ა) ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს: ა.ა.ა) სოციალური ზრუნვის პროგრამა, რომელშიც აღწერილია სოციალური ზრუნვის მეთოდიკა; ა.ა.ბ) ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, გაწერილი ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, ყოველდღიურ რუტინაზე დაფუძნებული აქტივობები, რომლებსაც იყენებენ მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტები, მათ შორის, საექთნო მომვლელების მოვალეობები; ა.ბ) ჰქონდეს სამედიცინო-სოციალური დაწესებულების შინაგანაწესი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიცავს (თან ერთვის): ა.ბ.ა) ინფორმაციას კონფიდენციალურობის შესახებ; ა.ბ.ბ) თანამშრომლებისა და მოხალისეების ქცევის წესებს, უფლებებსა და მოვალეობებს; ა.ბ.გ) ბენეფიციარების ოჯახის წევრ(ებ)ის/მნახველ(ებ)ის ქცევის წესებსა და ინფორმაციას მნახველების დაშვების პირობებზე; ა.ბ.დ)  სხვა მნახველის დაშვებაზე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის ფორმას; ა.ბ.ე) აზრის გამოთქმის, საჩივრის დაფიქსირებისა და უკუკავშირის პროცედურებს; ა.ბ.ვ) ინფექციის კონტროლის მიზნით შემუშავებულ ღონისძიებებსა და პროცედურებს; ა.ბ.ზ) აზრის გამოხატვის პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი; ა.ბ.თ) „ძალადობისა და უგულებელყოფისგან ბავშვის დაცვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპი) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 მაისის №01-208/ო ბრძანება, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება და ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვის შესაბამისი ჟურნალი; ბ) შესაბამისი თანამშრომლებისათვისა და მონიტორინგის/ ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი უწყების წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს: ბ.ა) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობა; ბ.ბ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გარდა ტექნიკური პერსონალისა), შრომითი ხელშეკრულებები ან მათი ასლები, ცნობები თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე – ცნობები თანამშრომელთა ნასამართლობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ისინი არ წარმოადგენენ პირებს, რომელთაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვთ მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე – რომლებიც ნასამართლევი არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 112-ე მუხლებით, 126-ე მუხლის 1​​1 ნაწილითა და მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126​​1 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 137-ე, 138-ე,  139-ე, 140-ე, 141-ე, 142​​2, 143​​1, 143​​2, 144​​1, 144​​2, 144​​3, 171-ე, 172-ე, 172​​1, 253-ე, 255​​1 და 255​​2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვთ თუ არა ნასამართლობა; ბ.გ) ბენეფიციართა პირადი საქმე; ბ.დ) ბენეფიციართა  დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ წერილობითი აღრიცხვისათვის სპეციალური ჟურნალი, მათ შორის, ელექტრონული; ბ.ე) თანხმობის ფორმა კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შესახებ, ხელმოწერილი ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ბ.ვ) თანხმობის ფორმა სასწავლო პროცესში მონაწილეობის შესახებ (როდესაც სამედიცინო-სოციალური დაწესებულება ჩართულია დიპლომამდელ ან დიპლომის შემდგომ საგანმანათლებლო პროცესში), ხელმოწერილი ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ; ბ.ზ) დაწესებულების ეთიკური კომისიის ოქმების აღრიცხვის ჟურნალი; გ) ბენეფიციარის ჰოსპისურ/სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების გაწევის/მკურნალობაზე გადაყვანის პროცედურის აღწერილობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ჩათვლით; დ) პაციენტის სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების გაწევის აღწერილობა/სტანდარტი, გადაწყვეტილების ინიციირებისა და მიღების პროცესის  ჩათვლით; ე) სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების საჭიროებისას ბავშვის ტრანსპორტირების სტანდარტი; ვ) შემთხვევების რეგულირების სტანდარტი, როდესაც პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება არ შეესაბამება პაციენტის ინტერესებს/პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, მაგრამ პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძებნა ვერ ხერხდება. მუხლი 3🔗. დოკუმენტაციის წარმოების ზოგადი წესი (სტანდარტი №2) 1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარის დოკუმენტაციის, მათ შორის, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება ხდება დადგენილი პროცედურების მიხედვით. 2.  აღსრულების მაჩვენებელი: ა) სამედიცინო-სოციალური დაწესებულება ვალდებულია: ა.ა) ხელმისაწვდომად იქონიოს ბენეფიციარის დოკუმენტაცია  მხოლოდ მკურნალობაში/მოვლაში ჩართული სამედიცინო/სოციალური პერსონალისათვის, პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტებისათვის (ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში) და მონიტორინგის/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებებისათვის/მარეგულირებელი ორგანოსათვის; ა.ბ) აწარმოოს სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარის სამედიცინო ისტორია  კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; ა.გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ისტორიაში გააკეთოს ჩანაწერი ბენეფიციართა სტაბილური მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურად, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, ხოლო თუ აღინიშნება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება –   დაავადების/მდგომარეობის შესაბამისი სიხშირით; ბ) ბენეფიციარის პირადი საქმე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბ.ა)  ინფორმაციას ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის  შესახებ; ბ.ბ) ინდივიდუალური მოვლის გეგმას, რომელიც შემუშავებულია მულტიდისციპლინური გუნდის მიერ საბაზისო მოვლისა და რეაბილიტაციის/აბილიტაციის ჩათვლით; ბ.გ) ინფორმაციას მოვლის პროცედურების შესახებ, მათ შორის, ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების, განსაზღვრული სიხშირით სპეცაბაზანაში დაბანის შესახებ; ბ.დ) ბენეფიციარის სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებაში მოთავსებიდან ერთი კვირის განმავლობაში პედიატრის მიერ  შედგენილ კვების ინდივიდუალურ გეგმას, სადაც ასევე მითითებულია კვების გეგმის გადახედვის ვადა ბავშვის ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე; ბ.ე) ბენეფიციარის შესახებ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას (ოქმი, თანხმობის ფორმა მკურნალობაზე ან კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე და ა.შ.). მუხლი 4🔗. მომსახურების ინკლუზიურობა (სტანდარტი №3) 1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარს მიეწოდება ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებული მომსახურება, რომლის პროცესში მომსახურების მიმღები დაცულია დისკრიმინაციის, მიკერძოებული ან უარყოფითი დამოკიდებულებისა თუ ქმედებისაგან. 2. აღსრულების მაჩვენებელი: ა) სამედიცინო-სოციალური დაწესებულება ვალდებულია: ა.ა) ბენეფიციარს მიაწოდოს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებული მომსახურება, რომლის პროცესში მომსახურების მიმღები დაცულია დისკრიმინაციის, მიკერძოებული ან უარყოფითი დამოკიდებულებისა თუ ქმედებისაგან; ა.ბ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს თემში არსებულ სხვა მომსახურებებთან (განათლება, ჯანმრთელობა, სოციალური პროგრამები და მომსახურებები და სხვა) დაკავშირებაში. მუხლი 5🔗. კონფიდენციალობის დაცვა (სტანდარტი  №4) 1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილია. ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებულნი არიან, რომ მათი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა დაცულია, ასევე – აქვთ ინფორმაცია იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც აღნიშნული მონაცემების გადაცემა/გაცემა დასაშვებია. 2. აღსრულების მაჩვენებელი: ა) სამედიცინო-სოციალური დაწესებულება ვალდებულია: ა.ა) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს მომსახურებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ, ასევე იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა/გაცემა დასაშვებია; ა.ბ) იქონიოს შესაბამისი გარემო (ოთახი ან გამოყოფილი ადგილი) ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის, რაც უზრუნველყოფს ბენეფიციარის საუბრების კონფიდენციალობას; ა.გ) ბენეფიციარის პირადი საქმე შეინახოს დაცულ ადგილას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებისათვის; ა.დ) საჯაროდ არ განიხილოს ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია (მათ შორის, ჯანმრთელობის, ოჯახის, ქცევითი თავისებურებების შესახებ), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ.: შემთხვევის შესახებ კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, მულტიდისციპლინური გუნდის შეხვედრა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურისთვის გადაგზავნა (მაგ.: პოლიციისთვის, სამედიცინო დაწესებულებისთვის, მონიტორინგის/ზედამხედველობის განმახორციელებლისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის,  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და სალიცენზიო პირობების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის)); ა.ე) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის (პერსონალური მონაცემის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) გავრცელებამდე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლისგან მიიღოს წერილობითი, ინფორმირებული თანხმობა; ა.ვ) ბენეფიციარის პერსონალური ინფორმაცია ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე გასცეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა.ზ)  იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია წყვეტს საქმიანობას და ბენეფიციარები გადადიან სხვა მომსახურებაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან ან ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ყველა დოკუმენტაცია გადასცეს მომსახურების ახალ მიმწოდებელს, სხვა შემთხვევაში, დაუბრუნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს; ა.თ) ბენეფიციარის სამედიცინო ისტორია/პირადი საქმე შეინახოს მომსახურების შეწყვეტიდან 15 წლის განმავლობაში. მუხლი 6🔗. მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომა    (სტანდარტი №5) 1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურება მორგებულია მის განსაკუთრებულ საჭიროებებზე. მომსახურების ინდივიდუალური მიდგომა ზრდის ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მოტივაციას, მონაწილეობა მიიღოს მომსახურების დაგეგმვის პროცესში. 2. აღსრულების მაჩვენებელი: ა) სამედიცინო-სოციალური დაწესებულება ვალდებულია: ა.ა) ბენეფიციარის საჭიროებების გათვალისწინებით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოს ბენეფიციარის ინდივიდუალური მოვლის გეგმის შემუშავება მომსახურებაში ჩარიცხვიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო მისი გადახედვა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოს მინიმუმ 3 თვეში ერთხელ, ბავშვის ასაკისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ინდივიადუალური მოვლის გეგმის გადახედვა მოხდეს უფრო ხშირად. ინდივიდუალური მოვლის გეგმის ადრეული გადახედვის ინიციატორი შეიძლება იყოს სამედიცინო-სოციალური დაწესებულების ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს ბავშვის მოვლაში (ექიმი პედიატრი, ექთანი, სოციალური მუშაკი, ექიმი-ფიზიოთერაპევტი/რეაბილიტოლოგი და ა. შ.). მულტიდისციპლინური გუნდი შედგება სამედიცინო-სოციალური დაწესებულების ექიმი პედიატრისაგან/„შინაგანი მედიცინის“ სპეციალისტისაგან (15 – 18 წლის ასაკობრივი კატეგორიის შემთხვევაში), სამედიცინო-სოციალური დაწესებულების ექთნისაგან, ექიმისაგან, რომელიც უწევდა ბავშვს მეთვალყურეობას სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებაში მოთავსებამდე, მომსახურების სოციალური მუშაკისაგან, განათლების სპეციალისტისაგან, ექიმი-ფიზიოთერაპევტისაგან/რეაბილიტოლოგისაგან (სერტიფიცირებული ექიმი სპეციალობაში-ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია), ბავშვის მშობლისაგან/მეურვისაგან, მომვლელისა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტებისაგან; ბ)   მომსახურების ინდივიდუალური გეგმა ნათლად უნდა აღწერდეს: ბ.ა) რა სახის მომსახურებას (მხარდაჭერას) მიიღებს ბენეფიციარი; ბ.ბ) ბენეფიციარის მოვლისა და განვითარების საკითხებს, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების, სხვადასხვა მომსახურებებში, აბილიტაცია/რეაბილიტაციაში ჩართვის საკითხებს; ბ.გ) გეგმით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების განრიგს; ბ.დ) ბენეფიციარების ფიზიკური, ფუნქციური და კომუნიკაციის უნარების განვითარების მიღწევის გზებს; ბ.ე) მომსახურების მიწოდების მოსალოდნელ შედეგებს; ბ.ვ) სამედიცინო-სოციალური დაწესებულების მიერ დასახული გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) ვინაობასა და ვალდებულებებს; ბ.ზ)  მიზნის მიღწევის სავარაუდო ხელის შემშლელ ფაქტორებს. მუხლი 7🔗.  მოთხოვნები პერსონალის მიმართ (სტანდარტი №6) 1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურებაში ბენეფიციართა მოვლა-განვითარებაზე ზრუნვას ახორციელებენ საკმარისი რაოდენობისა და შესაბამისი კვალიფიკაციის  თანამშრომლები. 2. აღსრულების მაჩვენებელი: მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია: ა) მომსახურებაში ბავშვის მოვლა-განვითარების პროცესში ჩართული პერსონალი (სამედიცინო და სოციალური პერსონალი) აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა.ა) სამედიცინო-სოციალური დაწესებულების ექიმი პედიატრი: ა.ა.ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, რომელიც სერტიფიცირებულია სპეციალობაში „პედიატრია“, ასევე ფლობს სავალდებულო დამატებით  სუბსპეციალობას  –  „გადაუდებელი მედიცინა“, „პალიატიური მედიცინა“, ხოლო დამატებითი კომპეტენცია – გავლილი აქვს ტრენინგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების პერსონალის მოსამზადებელი ზოგადი კურსი“; ა.ა.ბ)  ექიმად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება ან მუშაობის გამოცდილება უმცროს ექიმად პედიატრიული სერვისების მიმწოდებელი სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების შემდეგი ტიპის ერთეულებში: ინტენსიური მოვლის/რეანიმაციული, ხანგრძლივი მოვლის, ნეონატოლოგიური ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) განყოფილებები; ა.ბ) ექთანი მენეჯერი: ა.ბ.ა) სპეციალობით  პრაქტიკოსი ექთანი, რომელსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში გავლილი აქვს აკრედიტებული კურსები: „გულ-ფილტვის რეანიმაცია“, „პალიატიური მზრუნველობის კურსი მედდებისათვის“,  „საექთნო პროტოკოლები“, „კომუნიკაციის სტანდარტი“ ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისებისათვის საექთნო პერსონალის მოსამზადებელი კურსი“; ა.ბ.ბ) უფროს ექთნად მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება პედიატრიულ სტაციონარში ან მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება ნებისმიერი ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში; ა.გ) ექთანი: ა.გ.ა) პრაქტიკოსი ექთანი, რომელსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში გავლილი აქვს აკრედიტებული კურსები: „გულ-ფილტვის რეანიმაცია“, „პალიატიური მზრუნველობის კურსი მედდებისათვის“, „საექთნო პროტოკოლები“, კომუნიკაციის სტანდარტი“ ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისებისათვის საექთნო პერსონალის მოსამზადებელი კურსი“; ა.გ.ბ) პრაქტიკოს ექთნად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება, პედიატრიულ განყოფილებაში ან ხანგრძლივი მოვლის განყოფილებაში, ან რეანიმაციაში, ან ნეონატოლოგიურ განყოფილებაში; ა.დ)  მომვლელი: ა.დ.ა)  მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებაში, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებთან ან ექთნის თანაშემწედ;   ა.დ.ბ) გავლილი აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების პერსონალის მოსამზადებელი ზოგადი კურსი“; ა.ე) ექიმი-ფიზიოთერაპევტი: დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, რომელიც სერტიფიცირებულია სპეციალობაში „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“ და გავლილი უნდა ჰქონდეს  ტრენინგი „კომუნიკაციის სტანდარტი“. ასევე გავლილი აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების პერსონალის მოსამზადებელი ზოგადი კურსი“; ა.ვ) ოკუპაციური თერაპევტი: სპეციალობით ოკუპაციური თერაპევტი, რომელსაც აქვს სპეციალობით და შშმ ბავშვების მომსახურების სფეროში მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. ასევე გავლილი აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების პერსონალის მოსამზადებელი ზოგადი კურსი“; ა.ზ) სოციალური მუშაკი: სპეციალობით სოციალური მუშაკი ან/და შესაბამისი კურსის/ტრენინგის სერტიფიკატის მფლობელი, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, რომელსაც აქვს შშმ ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება, ასევე გავლილი აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების პერსონალის მოსამზადებელი ზოგადი კურსი“; ა.თ) ბავშვთა ფსიქოლოგი: კვალიფიკაციით ფსიქოლოგი, რომელსაც აქვს შშმ ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება. ასევე გავლილი აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების პერსონალის მოსამზადებელი ზოგადი კურსი“; ბ) პაციენტის მოვლის ინდივიდუალური გეგმის შედგენის შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოიწვიოს ნებისმიერი ექიმი-სპეციალისტი, საჭიროების შემთხვევაში, განათლების სპეციალისტი, რომელიც სპეციალობით არის მასწავლებელი და აქვს შშმ ბავშვებთან მუშაობის ან სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება, ასევე მეტყველების თერაპევტი, რომელიც სპეციალობით არის ენისა და მეტყველების თერაპევტი და აქვს შშმ ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება; გ) დაიცვას ბენეფიციართა და პერსონალის თანაფარდობა: გ.ა) დღის განმავლობაში  მინიმუმ ერთი ექიმი-პედიატრი 15 საწოლზე, შაბათ-კვირის ჩათვლით; გ.ბ) ექთანი-ბენეფიციარის თანაფარდობა: დღის და ღამის განმავლობაში 6 ბენეფიციარზე 1 ექთანი, ჰოსპისში ბენეფიციარის ყოფნისას სავალდებულოა ღამის მორიგეობისას დამატებით ერთი ექთნის ყოფნა, თუ სამედიცინო-სოციალური დაწესებულება ფუნქციონირებს პედიატრიული სტაციონარის ბაზაზე, დასვენებისა და უქმე დღეებში ექიმის ყოფნა არ არის აუცილებელი; გ.გ) დღის განმავლობაში ერთი მომვლელი 3 ბენეფიციარზე; გ.დ) დღის საათებში 15 ბავშვზე ერთი ექიმი-ფიზიოთერაპევტი/რეაბილიტოლოგი; გ.ე) კვირაში სამი დღის განმავლობაში ერთი ოკუპაციური თერაპევტი 15 ბავშვზე; გ.ვ) დღის საათებში ერთი სოციალური მუშაკი, ხოლო არასამუშაო საათებში მასთან სატელეფონო ხელმისაწვდომობა; გ.ზ) კვირაში მინიმუმ 2 დღე ერთი ბავშვთა ფსიქოლოგი; დ) უზრუნველყოს თანამშრომელთა რეგულარული პროფესიული ზედამხედველობა (შიდა სტანდარტის შესაბამისად) და მათთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. მუხლი 8🔗. ბენეფიციარზე ორიენტირებული გარემო (სტანდარტი №7) 1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიწოდება ხორციელდება ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება მომსახურების მიზანს და სათანადოდ აკმაყოფილებს ბენეფიციარის საჭიროებებს. მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში, რომელიც ხელმისაწვდომი და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. 2. აღსრულების მაჩვენებელი: სამედიცინო-სოციალური დაწესებულება ვალდებულია: ა) ბენეფიციარის მუდმივი საცხოვრებელი ოთახის/პალატის მიმართ უზრუნველყოს: ა.ა) ფართობი ოთახში ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 11 კვ/მ-ისა; ოთახში გამოიყოს საწოლი/სავარძელი თავმდგმურისათვის, არანაკლებ ერთისა ორ საწოლზე; ა.ბ) ერთ ოთახში არაუმეტეს 4 ბენეფიციარის განთავსება, შესაძლებელი იყოს საწოლების იზოლირება მოძრავი შირმით/ფარდით; ა.გ) საწოლებს შორის დაშორება არანაკლებ 1.2 მეტრისა, საწოლების განლაგება იძლეოდეს 360​0 წვდომის საშუალებას; ა.დ) იზოლირებული ოთახები, რომლებიც არ არის ერთმანეთში გამავალი; ა.ე) ყველა ოთახი ბუნებრივი განათების წყაროს (ფანჯრის) არსებობით; ბ) საერთო სივრცეების მიმართ უზრუნველყოს: ბ.ა) ბენეფიციართა ეტლით გადაადგილების უზრუნველსაყოფად დერეფნის სიგანე არანაკლებ 1.8 მეტრისა; ბ.ბ) არანაკლებ ერთი საიზოლაციო პალატა ინფექციური ბენეფიციარების დროებით მოსათავსებლად, „ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის №01-38/ნ ბრძანების შესაბამისად. თუ სამედიცინო-სოციალური დაწესებულება წარმოადგენს  სტაციონარის შემადგენელ სტრუქტურულ ერთეულს,  აღნიშნული პირობა არ არის სავალდებულო; ბ.გ) ჰოსპისური მომსახურებისათვის განკუთვნილი პალატა ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარისთვის – იზოლირებული ოთახი, რომელსაც აქვს საკუთარი სანიტარიული კვანძი, ფართობი მინიმუმ 12 კვ/მ-ისა; ბ.დ) ცალკე გამოყოფილი ფართობი სათამაშო, საგანმანათლებლო და სხვადასხვა თერაპიებისათვის – სამედიცინო-სოციალური დაწესებულების საერთო მოხმარებისათვის განკუთვნილი ფართობი, არანაკლებ 1.5 კვ/მ-ისა ერთ ბენეფიციარზე, უსაფრთხოდ მოწყობილი და განკუთვნილი თამაშისა და თერაპიისათვის (არ გულისხმობს ოთახში არსებულ ფართს, შეიძლება, იყოს ღია სივრცე დერეფანთან); ბ.ე) სამზარეულო, სადაც მოხდება საკვების მომზადება ბენეფიციარებისათვის, არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ საკვებით უზრუნველყოფა ხდება დაქირავებული კონტრაქტორის მიერ. ამ შემთხვევაში, აუცილებელია მხოლოდ საკვებისათვის განკუთვნილი მაცივრის არსებობა მალფუჭებადი პროდუქტების შესანახად. საკვების სამზარეულოს ან/და დაქირავებული კონტრაქტორის მიერ მიწოდება უნდა მოხდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად; ბ.ვ) იზოლირებული სათავსი გვამის დროებითი განთავსებისათვის. თუ სამედიცინო-სოციალური დაწესებულება ფუნქციონირებს პედიატრიული სტაციონარის ბაზაზე, აღნიშნული პირობა არ არის სავალდებულო; გ) უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის მიზნით უზრუნველყოს: გ.ა) დაცული პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის, თუ დაწესებულება განთავსებულია მეორე ან უფრო მაღალ სართულზე, აუცილებელია ლიფტი; გ.ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ არსებული სტანდარტების მიხედვით; პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია ცეცხლმაქრის შესაბამისად გამოყენებისა და ბავშვების უსაფრთხო ევაკუაციის შესახებ; გ.გ)  ევაკუაციის გეგმა, რომელიც შესაბამისობაშია „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან“ („ევაკუაციის გეგმის შედგენის წესი“). საევაკუაციო გეგმა უნდა იყოს მომზადებული ბრაილის შრიფტითაც და მხედველობის დარღვევის მქონე ბენეფიციარები უნდა იცნობდნენ მას დეტალურად. პერსონალი უნდა ფლობდეს ინფორმაციას ევაკუაციის გეგმის შესახებ; დ) ინფრასტრუქტურისა და ბენეფიციარების/პერსონალის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის უზრუნველყოს: დ.ა) სამედიცინო-სოციალური დაწესებულებისათვის – ყოველ 15 საწოლზე არანაკლებ ერთი სპეციალიზებული აბაზანით, რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის; დ.ბ) ბენეფიციარების/პერსონალის პირადი ჰიგიენის დაცვისთვის − საჭირო სანიტარიული კვანძებით; დ.გ) ჰოსპისის პალატაში დამოუკიდებელი სანიტარიული კვანძით, პალატაში მინიმუმ ერთი ხელსაბანი ნიჟარით;        დ.დ) არანაკლებ ერთი იზოლირებული სათავსით, რომელიც გამოყენებულ იქნება სანიტარიული მიზნებისთვის, სადაც შესაძლებელი იქნება დასალაგებელი ინვენტარის რეცხვა-დამუშავება და შენახვა. ეს სათავსი  შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებების შესანახად; დ.ე) დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღებისათვის, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; დ.ვ) სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაცია, შეგროვება, შენახვა, გატანა, უტილიზაცია ან/და განადგურება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ.ზ) სუფთა და ნარჩენებისაგან თავისუფალი ეზო (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ.თ) ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გამართულად მოფუნქციონირე სისტემა; დ.ი) სათავსების განლაგება, რომელიც უზრუნველყოფს ბენეფიციარისა და პერსონალის მოძრაობის ნაკადურობას, რათა არ მოხდეს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ზონების გადაკვეთა; დ.კ) უწყვეტი ელექტრომომარაგებით, განათებისა და სტაბილური ტემპერატურული რეჟიმით, უწყვეტი წყალმომარაგებითა და 24-საათიანი სატელეფონო კომუნიკაციით. მუხლი 9🔗. მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობა (სტანდარტი №8) 1. მოსალოდნელი შედეგი – სამედიცინო-სოციალური დაწესებულება აღჭურვილია ყველა ტექნიკური აღჭურვილობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო-სოციალური სერვისის მიწოდება. 2. აღსრულების მაჩვენებელი: სამედიცინო-სოციალური დაწესებულება ვალდებულია: ა) სამედიცინო-სოციალური დაწესებულება უზრუნველყოს შემდეგი მინიმალური აღჭურვილობით: ა.ა) ყველა საწოლთან დაკვირვების ავტომატური სისტემით ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსი, სუნთქვის სიხშირე, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორირებისათვის; ა.ბ) თითოეულ საწოლთან ერთი ელექტროამომქაჩით ან უარყოფითი წნევის პორტით; ბ) თითოეულ საწოლთან სამედიცინო აირების ორი წყაროსა და ფლოუმეტრით თითოეულ საწოლთან; გ) ერთ საწოლთან, სულ მცირე,  6 დენის წყაროს მიმღებით; დ) ყველა საწოლზე გადასასხმელი საშუალებების ჩამოსაკიდი სამაგრითა და ინფუზიის პამპით; ე) პედიატრიული ასაკისათვის ლარინგოსკოპითა და ენდოტრაქეალური მილებით; ვ) სულ მცირე, ერთი დეფიბრილატორით; ზ) ხელოვნური სუნთვის აპარატით – ბენეფიციარების მიხედვით პედიატრიული ან ნეონატალური.  რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებაში განთავსებული ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ბავშვების რაოდენობის მიხედვით; თ) დამატებით მინიმუმ ერთი პედიატრიული და ერთი ნეონატალური  ხელოვნური სუნთქვის აპარატით, რომელიც არ არის მუდმივ გამოყენებაში (სარეზერვო).