საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №015
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/05/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.05.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პროკურატურის იმ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ნუსხის განსაზღვრის შესახებ, რომელთაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №015
2022 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ხ“ ქვეპუნქტების, მე-18 და 33-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე
საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) საჯარო ურთიერთობების მდივნის (შემდგომში – საჯარო ურთიერთობების მდივანი) საქმიანობის წესი განსაზღვრავს საჯარო ურთიერთობების მდივნის დანიშვნის, დაქვემდებარების, უფლებამოსილებისა და საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს.
2. საჯარო ურთიერთობების მდივანი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. საჯარო ურთიერთობების მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) წინაშე.
მუხლი 2🔗. საჯარო ურთიერთობების მდივანის უფლებამოსილებები
1. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით საჯარო ურთიერთობების მდივნის უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელს.
2. საჯარო ურთიერთობების მდივანი:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის კოორდინირებულ ურთიერთობას;
ბ) ხელს უწყობს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას;
გ) უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით;
დ) კოორდინირებას უწევს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში;
ე) ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 3🔗. წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
1. საჯარო ურთიერთობების მდივანი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტში.
2. საჯარო ურთიერთობების მდივანი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
მუხლი 4🔗. საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაცია.