საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი - „საუკეთესო მუზეუმელით“ დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.06.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 450090060.22.088.016037
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 609 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 12.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 11.03.2015 ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - ,,თბილისი”- ს ჩატარების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 08.05.2015 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება 83% 30.04.2025 საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 83% 17.01.2019

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი - „საუკეთესო მუზეუმელით“ დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №05/11 2022 წლის 3 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი – „საუკეთესო მუზეუმელით“ დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ და „რ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი – „საუკეთესო მუზეუმელით“ დაჯილდოების წესი და პირობები, ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უწყებრივ ჯილდოზე – „საუკეთესო მუზეუმელი“ წარდგენის ფორმა, ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაევალოს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში უწყებრივი ჯილდოს – „საუკეთესო მუზეუმელის“ მედლის ნიმუშისა და სერტიფიკატის ფორმის დიზაინის შემუშავება და დასამტკიცებლად წარმოდგენა. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი დანართი 1 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი –  „საუკეთესო მუზეუმელით“ დაჯილდოების წესი და პირობები მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უწყებრივი ჯილდოთი – „საუკეთესო მუზეუმელით“ (შემდგომში – უწყებრივი ჯილდო) დაჯილდოების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗 უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზანია, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების (შემდგომში – მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი) თანამშრომელთა მიერ სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილის აღიარება-დაფასება, თანამშრომელთა წახალისება, მოტივაციის გაძლიერება და სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობათა შესრულების ხარისხის გაუმჯობესება. მუხლი 3🔗 1. უწყებრივი ჯილდოთი ჯილდოვდებიან მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში: ა) სამუზეუმო საქმიანობასა და შესაბამისი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის/ღვაწლისა და ამ მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის; ბ) ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის. 2. პირის უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოება შესაძლებელია მისი გარდაცვალების შემდეგაც. მუხლი 4🔗 1. გადაწყვეტილებას უწყებრივი ჯილდოთი პირის დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზნით, მინისტრისათვის კანდიდატურების წარსადგენად მინისტრის მიერ ყოველწლიურად იქმნება შესაბამისი კომისია, სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობით. კომისიის შემადგენლობაში, შესაძლოა, მოწვეულ იქნეს გარეშე პირი. 3. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომლის არყოფნის შემთხვევაშიც, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. დასაჯილდოებლად წარსადგენ პირთა კანდიდატურები კომისიას წარედგინება შესაბამისი მუზეუმის ხელმძღვანელის მიერ, ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად. 5. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. მინისტრი უფლებამოსილია, უწყებრივი ჯილდოთი პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საკუთარი შეხედულებით, კომისიის წარდგინების გარეშე. 8. ერთსა და იმავე წელს, შესაძლებელია, გაიცეს რამდენიმე უწყებრივი ჯილდო, მაგრამ არაუმეტეს სამისა. 9. უწყებრივი ჯილდო დაჯილდოებულ პირს შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ სამუზეუმო საქმიანობის ეთიკის წესების უხეში დარღვევის, მუზეუმის, სამუზეუმო ექსპონატის ან მუზეუმის რეპუტაციის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ხელყოფის/დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების,  ან სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, რომელიც შეუსაბამოა სამუზეუმო/სამეცნიერო საქმიანობის ან/და ქართული კულტურის დაცვის მიზნებთან. მუხლი 5🔗 1. დაჯილდოებულ პირს უწყებრივი ჯილდო შესაძლებელია გადაეცეს საზეიმო ვითარებაში, მათ შორის, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ან სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში. 2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოებულ პირს გადაეცემა სპეციალური მედალი და სერტიფიკატი მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშისა და ფორმის  შესაბამისად. 3. დაჯილდოებული პირის არყოფნის შემთხვევაში უწყებრივი ჯილდო გადაეცემა მის მიერ/სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პირს. დანართი 2 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უწყებრივ ჯილდოზე –  „საუკეთესო მუზეუმელი“ წარდგენის ფორმა წარსადგენი პირის სახელი და გვარი სამსახურის (მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის) დასახელება წარსადგენი პირის მიერ დაკავებული თანამდებობა/პოზიცია წარმდგენის სახელი, გვარი და თანამდებობა/ორგანიზაციის შემთხვევაში, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი დამსახურება, რისთვისაც წარდგენილია პირი უწყებრივ ჯილდოზე (მოკლე აღწერა) წარმდგენის ხელმოწერა: წარდგინების თარიღი: