ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/221
სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.024.016744
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/05/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ენერგოეფექტურობის შესახებ პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესის დამტკიცების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/221
2022 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
„ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი
ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესი
მუხლი 1🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვალდებულია ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებიდან 3 (სამი) თვის ვადაში, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარუდგინოს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის, ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით და ამ წესის შესაბამისად მომზადებული შეტყობინება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ (შემდგომში – შეტყობინება), რომელიც მოიცავს ინფორმაციას და მეთოდოლოგიას პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით ენერგოდანაზოგების მოთხოვნილი რაოდენობების მიღწევისა და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესახებ.
მუხლი 2🔗
ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემ(ებ)ის განხორციელების შესახებ შეტყობინება, იმ შემთხვევაში, თუ ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა არ ითვალისწინებს საგადასახადო ღონისძიებებს, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ვალდებულ, მონაწილე ან უფლებამოსილ მხარეებს, ან განმახორციელებელ საჯარო უფლებამოსილ პირებს/ორგანოებს;
ბ) სამიზნე სექტორებს;
გ) ენერგოეფექტურობის ვალდებულებების სქემების მოქმედების და, მათ შორის, შუალედური პერიოდების განმავლობაში, ენერგიის დაზოგვის მაჩვენებლის დონეს ან მოსალოდნელ დანაზოგებს;
დ) ენერგოეფექტური ვალდებულებების სქემ(ებ)ის მოქმედების და, მათ შორის, შუალედური პერიოდების ხანგრძლივობას;
ე) სათანადო ღონისძიების კატეგორიებს;
ვ) გამოთვლის მეთოდოლოგიას, დამატებითი და არსებითი ხასიათის დადგენის მეთოდოლოგიის ჩათვლით, და რომელი მეთოდოლოგია და ნიშნულები გამოიყენება საინჟინრო გამოთვლების განხორციელებისას;
ზ) ღონისძიების მოქმედების ვადებს;
თ) კლიმატის ცვლილებების შემარბილებელ და ადაპტაციის მიდგომას;
ი) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემ(ებ)ის განხორციელების ხარისხის სტანდარტებს;
კ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემ(ები)ს შედეგების გაზომვისა და დადასტურების ოქმებს და როგორ არის დაცული ამ ოქმების შედგენის პროცესის დამოუკიდებლობა ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემ(ები)ს განხორციელებაზე ვალდებული, სქემაში მონაწილე და უფლებამოსილი პირებისგან;
ლ) ენერგოაუდიტის ოქმებს.
მუხლი 3🔗
იმ შემთხვევაში, თუკი ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები მოიცავს საგადასახადო ღონისძიებებს, ამ ღონისძიებების შესახებ შეტყობინება ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, ასევე უნდა მოიცავდეს შემდეგ დეტალებს:
ა) სამიზნე სექტორებსა და გადასახადების გადამხდელთა სეგმენტს;
ბ) განმახორციელებელ საჯარო უფლებამოსილ პირს/ორგანოს;
გ) მოსალოდნელ მისაღწევ დანაზოგებს;
დ) საგადასახადო ღონისძიების ხანგრძლივობას და შუალედურ პერიოდებს; და
ე) გამოთვლის მეთოდოლოგიას, გამოყენებული ფასის ელასტიურობის ჩათვლით.
მუხლი 4🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას ამ წესის შესაბამისად ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შეტყობინების შემუშავებაში.
.