📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.06.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №05/12
სარეგისტრაციო კოდი 020080160.22.088.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 179 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 21.01.2026 ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 02.12.2025 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №05/44 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 26.12.2025 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 14.07.2022 ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 22.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №05/12 2022 წლის 3 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-10 ნაწილის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ და „ღ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ  შემუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1). მუხლი 2🔗 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი დაცვის სირთულის გათვალისწინებით, მიეკუთვნება მკაცრი აღრიცხვის ფორმის მესამე კატეგორიას („მარტივი ტიპი“). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 11 თებერვლის ბრძანება №3/10 „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი