საქართველოს იმ მოქალაქის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №263 |
|
2022 წლის 23 მაისი ქ. თბილისი |
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი ან/და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული პირადი ნომერი;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირის ჩარიცხვას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია, სტუდენტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური ინფორმაცია, გამოითხოვოს და მიიღოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსება ამავე დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირთათვის გაიცემა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, 2022 წლის პირველი აპრილისა და 2022 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში.
4. სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი, განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ამ დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) წარუდგენს რეკომენდაციას ამავე დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე.
5. მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების თაობაზე.
|