„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (კოდი 06 02) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016750
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2022 წლის 31 მაისი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (კოდი 06 02) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №289 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/11/2021წ., 010250050.35.160.016724) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“

ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დამტკიცდეს „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია



დანართი №1

 

მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 06 02 16) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე, მცხოვრები და ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე ბავშვიანი პირების მატერიალურ დახმარების წესსა და პირობებს.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში-„ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

ბ) სოციალური მუშაკი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირი; 

გ) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას;

დ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების  ქვეპროგრამით’’ განხორციელებული დაფინანსება;

ე) ბავშვიანი პირი – კანონიერი წარმომადგენელი-მეურვე/მზრუნველი; 12 კვირიდან ორსული.

 

მუხლი 3. ქვეპროგრამის მიზანი და ამოცანა

1. ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა არის, ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების გაძლიერების ღონისძიება, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა სოციალიზაციის პროცესში.

2. ქვეპროგრამის ამოცანაა, თავშესაფრის დატოვების შემდგომ არსებული გამოწვევებისა და კრიზისული სიტუაციის დაძლევის ხელშეწყობა.

3. ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების მხარდაჭერის პროცესი მოიცავს, ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების განცხადებების განხილვას, მიზანშეწონილობის განსაზღვრასა და ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას;

 

მუხლი 4. ქვეპროგრამის მოსარგებლენი და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა

1. ქვეპროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი ფიზიკური პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პირი რომელსაც მინიჭებული აქვს ძალადობის მსხვერპლის  სტატუსი (აქტიური) შესაბამისი ორგანოს/სამსახურის მიერ;

ბ) რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე პირი, რომელსაც განცხადებით მომართვისას, ასევე მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მომენტში უფიქსირდება აქტიური რეგისტრაცია;

2. გამონაკლისს ამ მუხლის 1 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტთან დაკავშირებით წარმოადგენს:

ა) პირი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა განცხადებით მომართვამდე არაუგვიანეს 6 თვისა და მსხვერპლის სტატუსი აქვს აქტიური;

ბ) პირი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა, თუმცა ძალადობის მსხვერპლის სტატუსის ვადის ამოწურვიდან არ არის გასული 6 თვე;

3. დაფინანსება გაიცემა ძალადობის მსხვერპლ პირზე ერთჯერადად, წელიწადში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

მუხლი  5. განცხადების მიღების წესი

1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად განმცხადებელი მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა)  მსხვერპლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);

ბ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა; კანონიერი წარმომადგენლობის ან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა პირის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;

დ) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);

ე) ძალადობის     მსხვერპლის    სტატუსის    განმსაზღვრელი    დოკუმენტი, რომელიც გაცემულია  უფლებამოსილი სამსახურის/ორგანოს მიერ;

ვ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ძალადობის მსხვერპლი პირის სახელზე გახსნილი, საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ, კანონით დადგენილი წესით;

თ) თავშესაფარში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

მუხლი 6. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმები

1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური;

2. ამ წესით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. ქვეპროგრამით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში პროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

 

მუხლი 7.  ქვეპროგრამის დაფინანსების წესი

1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.